ვინ არიან ლტოლვილები? დევნილები?
ლტოლვილი არის ადამიანი რომელიც სხვა ქვეყანაში ეძეს თავშესაფარს.
დევნილი კი ის ადამიანია რომელიც მსივე ქვეყანაში ეძებს თავშესაფარს.
ერთხელ ზევსმა იხმო ხელოვანი ჰეფესტო და ღვთაებრივი სილამაზის ქალის შექმნა უბრძანა. ათენამ ამ ქალს უზადო ხელსაქმე ასწავლა, აფროდიტემ მაცდურობა და მომხიბვლელობა მიანიჭა, ჰერმესისგან მან მზაკვრული ხასიათი და დარწმუნების ძალა მიიღო. შემოსეს იგი ზღაპრული ოქროცურვილით, შეამკეს ყვავილებით და ყველასგან დასაჩუქრებული უწოდეს. სინამდვილეში ის ზევსის შურისძიების იარაღი უნდა ყოფილიყო. კითხვა: როგორ ჟღერს ბერძნულად „ყველასგან დასაჩუქრებული“? (ერთი სიტყვა
პანდორა
დაასრულეთ ჩარლი ჩაპლინის გამონათქვამი :
„მამაკაცის ნამდვილი ხასიათი გამოიხატება სწორედ მაშინ, როდესაც ის ____ ______ _____"
დაასრულეთ სამი სიტყვა
რას უწოდებდნენ ძველ საბერძნეთში ადამიანს რომელიც არჩევნებში არ იღებდა მონაწილეობას?
იდიოტი
რა შემთხვევაშია, როდესაც ვუყურებთ ციფრ 2-ს და ვამბობთ „ათს“?
როდესაც საათს ვუყურებთ
ყველაზე დიდი კუნძული ხმელთაშუა ზღვაში
სიცილია
როდესაც ზევსმა გაიგო, რომ პრომეთემ ადამიანებს მოუტანა ცეცხლი და ამით გააბედნიერა ისინი, მასში იფეთქა ხალხისადმი სიძულვილმა და გადაწყვიტა მათთვის მოევლინა ყოველგვარი უბედურება. მან გამოგზავნა შავი ყუთი. ყუთიდან ამოფრინდა ტანჯვა, ქურდობა, ძარცვა, სიკვდილი და სხვა უბედურება. თავზარი ეცათ ამის შემყურეთ და უცებ დახურეს ყუთი. იქიდან კი ხმა შემოესმათ: ”ამომიშვით, რომ უბედურებაში განუგეშოთ”. ისევ გასნეს ყუთი და ამოუშვეს ისიც, ვინც თავისუფლებას ითხოვდა. ლეგენდის თანახმად, რა ამოვიდა ყუთიდან?
ყუთიდან იმედი ამოვიდა.
კონსტანტინე გამსახურდია: ბუნების წესია ასეთი: მახინჯი ლამაზთან ყოფნას მიელტვის მუდამ, მანკიერი – უმანკოსთან, რეგვენი ბრძენს აეკიდება ხოლმე, ყბედი – მდუმარეს, ხოლო ლაჩარი – X
დაასახელეთ იქსი
გმირს
თუ ღამის 12 საათზე მოდის წვიმა, შეგვიძლია თუ არა 72 საათის შემდეგ ველოდოთ მზიან ამინდს?
არა, რადგანაც 72 საათის შემდეგ იქნება ისევ ღამე, მზიანი ამინდი ამ დროს შეუძლებელია.
ჯორჯ ვაშინგტონი, შერლოკ ჰოლმსი, უილიამ შექსპირი, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, ნაპოლეონ ბონაპარტი და ნერონი – ჩამოთვლილთაგან რომელი განსხვავდება რადიკალურად სხვებისგან?
შერლოკ ჰოლმსი
რადგან ის გამოგონილი პერსონაჟია
ლეგენდის თანახმად პირველი ევროპელი რომელმაც ნახა ისინი იყო მაგელანი. დიდმა მოგზაურმა მათ უცნაური ბატები უწოდა. რას ვუწოდებთ მათ ჩვენ?
პინგვინებს
ავსტრალიური მითი მოგვითხრობს. თავიდან ცა და მიწა ისე ახლოს იყო ერთმანეთთან, რომ ხეები ვერ იზრდებოდნენ და ადამიანებიც მიწაზე გართხმულნი დახოხავდნენ. გამოჩნდა ერთი ბრძენკაცი, მან კვერთხი, რომელიც ხელთ ეპყრა ცას შეუდგა და ცა მაღა აისროლა. ადამიანებიც წამოდგნენ და ხეებმაც იწყეს ზრდა. მაგრამ კვერთხმა ცის სიმძიმეს ვეღარ გაუძლო და ფორმა იცვალა, ასე გაჩნდა პირველი... რა?
ბუმერანგი
საიტზე www.resnichka.ru, ერთ-ერთ სტატიაში ციტირებულია მერილინ მონროს სიტყვები: „ჩვენ ქალებს მხოლოდ ორი იარაღი გვაქვს, თუმცა სამწუხაროდ ორივეს ერთდროულად გამოყენება არ შეგვიძლია“. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ორივე „იარაღი“, რომელიც მხედველობაში ჰქონდა მერილინ მონროს.
წამწამების ტუში და ცრემლები
როგორ უნდა ვისროლოთ ტენისის ბურთი ისე, რომ ისევ ჩვენ დაგვიბრუნდეს?
ავაგდოთ მაღლა
სასტუმროში 7 სართულია. პირველზე 4 ადამიანია, ყოველ მომდევნოზე – 2 ადამიანით მეტი, ვიდრე ქვედაზე. სასტუმროს რომელ სართულზე იძახებენ ყველაზე ხშირად ლიფტს?
პირველზე
დაასახელეთ “გუთების ქვეყანა”, რომლის სახელმწიფო სიმბოლო, ერთ–ერთი ლეგენდის თანახმად შეიქმნა მას შემდეგ, რაც მეფემ ბრძოლის ველზე დაჭრილი თანამებრძოლის სისხლით დასვრილი ხელი ოქროსფერ ფარზე შეიწმინდა.
კატალონია
სპექტაკლში "ცეცხლის სიმფონია" მსახიობები უნიფორმაში არიან გამოწყობილები. სპექტაკლი ერთი მწერლის ნაწარმოების მოტივებზე არის დადგმული. დაასახელეთ ეს ავტორი.
რეი ბრედბერიკომენტარი:ნაწარმოებია "451 გრადუსი ფარენჰეიტით"
დაასრულეთ სალვადორ დალის ფრაზა: „განსხვავება ჩემსა და გიჟს შორის ის არის, რომ...“
"მე გიჟი არ ვარ "
რომელი რიცხვების სახელშია იმდენი ასო რამდენი ციფრისგანაც შედგებიან ისინი?
ასი და მილიონი
წყალსატევში 10 თევზია. 2 ჩაიძირა, 4-მა გასცურა, 3 მოკვდა. რამდენი თევზი დარჩა?
10 რადგან არცერთ თევზს წყალსატევი არ დაუტოვებია.
თუ ამ ცნობილ ქალაქს ზევიდან დავხედავთ დავინახავთ რომ მას თვითმფრინავის ფორმა აქვს. რა ქალაქია ეს
ბრაზილია
1990-1991 წლების მოვლენებს მიეძღვნა დოკუმენტური ფილმი, რომელსაც ეწოდება "ლითონის დაღლილობა". დაასახელეთ პიროვნება, რომელსაც ეძღვნება ეს ფილმი
მარგარეტ ტეტჩერი
კომენტარი: 1991 წელს ის გადადგა თანამდებობიდან
მარკ ტვენის სიტყვები: “... მის გამო ერთმანეთს ცემენ, ლანძღავენ და ომობენ.” რომელი ცნობილი ანდაზით იწყება ეს გამონათქვამი?
“გემოვნებაზე არ დაობენ, მის გამო ერთმანეთს ცემენ, ლანძღავენ და ომობენ.”
აფრიკაში კომპანია Nike გადააწყდა პრობლემას – საწარმოში ფეხსაცმლის მასშტაბურ ქურდობას. რა მოიმოქმედა კომპანიამ, რათა ქურდობა შემცირებულიყო ნულამდე? ამასთან, დაცვისთვის ხარჯების გაზრდა არ მომხდარა.
კომპანიამ ააშენა კიდევ ერთი ქარხანა და დაიწყო მარჯვენა და მარცხენა ფეხსაცმელების წარმოება ცალ-ცალკე
2008 წლის გაზაფხულზე პარიზში გაიმართა უკვე მე–4 კინოფესტივალი, რომელზეც ნაჩვენები იქნა 100–მდე მოკლემეტრაჟიანი და 3 სრულმეტრაჟიანი ფილმი. ზოგიერთი მათგანი იყო პროფესიონალი რეჟისორების მიერ გადარებული, მაგრამ უმრაველესობის ავტორი დილეტანტები იყვნენ. ექსპერტებმა ეს ფილმები იმპრესიონისტებს შეადარეს. როგორ არის ყველა ეს ფილმი გადაღებული?
მობილური ტელეფონით