რას აწოდება არსებითი სახელი?
საგნის აღმნიშვნელ სიტყვას არსებითი სახელი ეწოდება.
რამდენი რიცხვი აქვს არსებით სახელს დაასახელე:
არსებით სახელს აქვს ორი რიცხვი: მხოლობითი და მრავლობითი.
რომელი კითხვები დაესმის არსებით სახელს?
არსებით სახელს დაესმის კითხვები: ვინ? და რა?
რას ეწოდება სახელის ფუძე?
სახელის იმ ნაწილს, რომელსაც ბრუნვის ნიშნები დაერთვის ფუძეა.
რას ეწოდება ბრუნება?
სახელის დაბოლოების ცვლას, ბრუნვათა მიხედვით, ბრუნება ეწოდება.
როგორი შეიძლება იყოს არსებითი სახელი?
არსებითი სახელი შეიძლება იყოს სულიერი და უსულო.
როდის არის არსებითი სახელი მხოლობით რიცხვში?
როცა ერთ საგანს აღნიშნავს.
ვინ კითხვა დაესმის მხოლოდ .....
ვინ კითხვა დაესმის მხოლოდ ადამიანს.
როგორი შეიძლება იყოს არსებითი სახელი ფუძის მიხედვით/
არსებითი სახელი ფუძის მიხედვით შეიძლება იყოს: ხმოვანფუძიანი და თანხმოვანფუძიანი.
რამდენი ბრუნვა გვაქვს ქართულში?
ქართულში გვაქვს შვიდი ბრუნვა.
სულიერია, არსებითი სახელი, ....
სულიერია არსებითი სახელი, რომელსაც თავისი ძალით მოძრაობა შეუძლია.
როდის არის არსებითი სახელი მრავლობით რიცხვში?
როცა ერთზე მეტ საგანს აღნიშნავს.
რა კითხვა დაესმის ......
რა კითხვა დაესმის ადამიანის გარდა ყველა სულიერი და უსულო საგნის ღმნიშვნელ სიტყვას.
განმარტე, როგორ და რომელ ბრუნვაში უნდა გავიგოთ სახელის ფუძე?
სახელის ფუძე რომ გავიგოთ, სახელი დავსვათ მიცემით ბრუნვაში, ჩამოვაშოროთ ბრუნვის ნიშანი და რაც დარჩება ფუძეა.
ჩამოთვალე ბრუნვები:
სახელობითი, მოთხრობითი, მიცემითი, ნათესაობითი მოქმედებითი, ვითარებითი, წოდებითი.
უსულოა არსებითი სახელი,, ...
უსულოა არსებითი სახელი, რომელსაც თავისი ძალით მოძრაობა არ შეუძლია.
ჩამოთვლილთაგან რომელია მრავლობითში მდგარი არსებითი სახელები?
ბეღურა, ქვები, ხეები, ცხოველები, სიმინდი, ატამი, კაბა.
მრავლობითში მდგარი არსებითი სახელებია:
ქვები, ხეები, ცხოველები.
დაასახელე ვინ ჯგუფის არსებითი სახელები:
დედა, ტიტა, გოგონა, პური, თოჯინა, ბებია,
ვინ ჯგუფის არსებითი სახელებია: დედა, გოგონა, ბებია.
ჩამოთვლილთაგან რომელია თანხმოვანფუძიანი სახელები?
ვაშლი, ბალი, წიგნი, დედა, წყარო
თანხმოვანფუძიანი სახელებია: ვაშლი, ბალი, წიგნი.
აბრუნე არსებითი სახელი ,,ვაშლი", ბრუნვების მიხედვით.
ვაშლ-ი, ვაშლ-მა, ვაშლ-ს, ვაშლ-ის, ვაშლ-ით, ვაშლ-ად, ვაშლ-ო.
დაასახელე სულიერი არსებითი სახელები:
ა) გოგონა, სასიამოვნოდ მღერის
ბ) ბულბული საამურად გალობს.
სულიერი არსებითი სახელებია:
ა) გოგონა ბ) ბულბული
წერტილების ნაცვლად დაასახელე არსებითი სახელი შესაბამის რიცხვში:
ა) ერთი ლამაზი .....ტიროდა.
ბ) გარეული ....ტყეში ბინადრობენ.
ა) ერთი ლამაზი გოგონა ტიროდა.
ბ) გარეული ცხოველები ტყეში ბინადრობენ.
დაასახელე და განმარტე, რომელი ჯგუფის არსებითი სახელებია წინადადებაში:
ნიკა, ლიკა, მამა და ბებო სოფელში წავიდნენ.
წინადადებაში არის ვინ ჯგუფის არსებითი სახელები: ნიკა, ლიკა, მამა, ბებო.
ჩასვი არსებითი სახელები მიცემით ბრუნვაშიდა განმარტე როგორია ისინი ფუძის მიხედვით?
ჩიტი, ლომი, კატა
მიცემით ბრუნვაში იქნება: ჩიტ-ს, ლომ-ს. ეს სახელები თანხმოვანფუძიანია.
აბრუნე არსებითი სახელი ,,დედა"
სახელობითი დედა, მოთხრობითი დედა-მ, მიცემითი დედას, ნათესაობითი დედ-ის, მოქმედებითი დედ-ით, ვითარებითი დედ-ად, წოდებითი დედა.