სხეულის ნაწილები
გავუფრთხილდეთ სხეულის ნაწილებს
თუ გინდა, რომ ჯანმრთელი იყო
ჯანსაღი ქცევები და დღის რეჟიმი
10

რას რით შევიგრძნობთ:ა)  ზარი რეკავს, ბ) ბალახი მწვანეა, გ) ლიმონი მჟავეა, დ) ბუმბული რბილია, ე) სუნამო ასხია.


ა) ყურით, ბ) თვალით, გ) ენით, დ) კანით, ე)ცხვირით.

10

რა უქვეითდება ადამიანს ყურის დაზიანების შემთხვევაში?

ყურის დაზიანებისშემთხვევაში ადამიანს სმენა უქვეითდება.

10

რომელი საკვებია აუცილებელი , რათა ჯანმრთელი კბილები გქონდეს?

თუ გინდა,რომ გქონდეს ჯანმრთელი კბილები, ხშირად უნდა ჭამო რძის ნაწარმი.

10

რა ჰქვია შუადღის კვებას?

შუადღის კვებას ჰქვია სადილი.

20

რა არის საჭირო კანის სისუფთავისთვის?

რა არის აუცილებელი ხელების სისუფთავისთვის?

კანის სისუფთავისთვის საჭიროა ტანის დაბანა თბილი წყლითა და საპნით.

ხელების სისუფთავისთვის აუცილებელია ფრჩხილების დაჭრა.

20

რა შეიძლება გამოიწვიოს ჭუჭყიანმა კანმა და რა არის საჭირო?

ჭუჭყიანმა კანმა შესაძლოა დაავადება გამოიწვიოს, ამიტომ საჭიროა, სხეულის ხშირად დაბანა.

20

დაასრულე წინადადებები შემდეგი სიტყვებით: დაიბანო,  დაღეჭო:

ჭამის წინ ხელები საპნით უნდა ................

სანამ ლუკმას გადაყლაპავ, საჭმელი კარგად უნდა ........

ჭამის წინ, ხელები საპნით უნდა დაიბანო.

სანამ ლუკმას გადაყლაპავ, საჭმელი კარგად უნდა დაღეჭო.

20

რა არის აუცილებელი სიცოცხლისთვის?

სიცოცხლისთვის აუცილებელია: მზე, წყალი, ჰაერი და საკვები.

30

ჩამოთვალე ადამიანის სხეულის ნაწილები:

ადამიანის სხეულის ნაწილებია: თავი,კისერი, ზურგი, ტანი, მუცელი, ხელები, ფეხები.

30

როგორ  გავუფრთხილდეთ თვალს, რა უნდა გვახსოვდეს?

ა) კითხვის დროს წიგნს ჩრდილი არ უნდა ეცემოდეს.

ბ) კომპიუტერთან დიდი ხნით ჯდომა თვალებს აზიანებს. დ) დაწოლილ მდგომარეობაში კითხვა თვალებს ღლის.

30

რისგან ამზადებენ ადამიანისთვის საჭირო სასარგებლო საკვებს?

ადამიანისთვის საჭირო სასარგებლო საკვებს ამზადებენ მცენარეებისგან.

30

რა არის აუცილებელი ადამიანის სხეულის ზრდა- განვითარებისა და გაკაჟებისთვის?

ადამიანის სხეულის ზრდა-განვითარებისა და გაკაჟებისთვის აუცილებელია ფიზიკური ვარჯიში.

40

რა სჭირდება  ადამიანის სხეულის ნაწილებს?

ადამიანის სხეულის ნაწილებს განსაკუთრებული დაცვა, მოვლა და გაფრთხილება სჭირდება.

40

როგორ მოვიქცეთ მხედველობა რომ არ დავიზიანოთ?

მხედველობა რომ არ დავიზიანოთ, წიგნი და რვეული თვალთან ახლოს არ უნდა მივიტანოთ.

40

არის თუ არა რძის ნაწარმი სასარგებლო, დაასახელე:

რძის ნაწარმი სასარგებლოა. რძის ნაწარმია: ხაჭო, მაწონი, არაჟანი, ნადუღი.

40

რა ჰქვია დილის კვებას?

დილის კვებას ჰქვია საუზმე

50

ჩამოთვალე გრძნობის ორგანოები

გრძნობის ორგანოებია: ყური, თვალი, ცხვირი, ენა, კანი.

50

როგორი კანი იკრავს ადვილად მტვერს/

მტვერს ადვილად იკრავს ოფლიანი და ცხიმიანი კანი.

50

რომელი საკვებია ყველაზე საზიანო კბილებისთვის?

კბილებისთვის ყველაზე საზიანოა ტკბილეული.

50

რა ჰქვია ღამის კვებას?

ღამის კვებას ჰქვია ვახშამი.

M
e
n
u