სახლი ___ თანხმოვანფუძიანია თუ ხმოვანფუძიანი?
როგორ იქნება ზედსართავი სახელი __ მწვანე __ ოდნაობით ფორმაში?
მო-მწვან-ო
როგორ წავიკითხოთ რომაული ციფრი V ?
მეხუთე
ზმნას __ ყვებოდა __ შეუწყვეთ ნაცვალსახელები.
ყვებოდა ის მას
რომელია სწორი ფორმა?
ა) დედ-მამა
ბ) დედმამა
დედ-მამა.
მდინარე __ თანხმოვანფუძიანია თუ ხმოვანფუძიანი?
ხმოვანფუძიანი
როგორ იქნება ზედსართავი სახელი __ ლამაზი __ უფროობით ფორმაში?
ულამაზესი
როგორ წავიკითხოთ რომაული ციფრი VII ?
მეშვიდე
ზმნას __ აუშენა __ შეუწყვეთ ნაცვალსახელები.
აუშენა მან მას ის
რომელია სწორი ფორმა?
ა) და-ძმა;
ბ) დაძმა
და-ძმა
რამდენი ბრუნვა გვაქვს თანამედროვე ქართულ ენაში?
შვიდი
ჩვენი ძაღლი გამწარებული იღრინებოდა __ ამ წინადადებაში რომელია ზედსართავი სახელი?
გამწარებული
როგორ წავიკითხოთ რომაული ციფრი III ?
მესამე
რამდენპირინია ზმმნა __აკეთებს?
ორპირიანი.
აკეთებს ის მას
რომელია სწორი ფორმა?
ა) ბაჯ-ბაჯი;
ბ) ბაჯბაჯი
ბაჯბაჯი
რომელ რიცხვშია სახელი __ბავშვები?
მრავლობით რიცხვში
რომელია სწორი ფორმა?
ა) ძალიან ლამაზი;
ბ) ძალიან ულამაზესი.
ძალიან ლამაზი
როგორ წავიკითხოთ რომაული ციფრი IV ?
მეოთხე
რომელია პირველი პირის ნაცვალსახელი მხოლობითსა და მრავლობით რიცხვში?
მე და ჩვენ
რომელია სწორი ფორმა?
ა) წამ-წამი;
ბ) წამწამი
წამწამი
რომელი კითხვები დაესმის არსებით სახელს?
ვინ? რა?
რომელია სწორი ფორმა?
ა) ოდნავ დიდი;
ბ) ოდნავ მოდიდო.
ოდნავ დიდი.
როგორ წავიკითხოთ რომაული ციფრი IX ?
მეცხრე
რომელია მეორე პირის ნაცვალსახელები მხოლობითსა და მრავლობით რიცხვში?
შენ და თქვენ
რომელია სწორი ფორმა?
ა) დიდ-დიდი;
ბ) დიდდიდი
დიდ-დიდი