ბერძნული სიტყვა ასტრონომია 2 სიტყვისაგანაა შემდგარი – „ასტრონ“ და „ნომოს“. თარგმნეთ ქართულად ერთ-ერთი მაინც.
„ასტრონ“ – „ვარსკვლავი“, „ნომოს“ – „კანონი“
1493 წლის 15 მარტს ეს მოგზაური ესპანეთში დაბრუნდა ამერიკიდან თავისი პირველი ექსპედიციიდან.ვისზეა საუბარი?
ქრისტეფორე კოლუმბი
რომელია უძველესი ქართულ დამწერლობათა შორის?
ასომთავრული
თეთრი ხნული, შავი თესლი,თესლი მთესველს ეუბნება.
წიგნი
ის შეიძლება იყოს სასაქონლო, სავალუტო, სურსათის, შავი, საცალო, საბითუმო და ა.შ
ბაზარი
ის ასევე ცნობილია, როგორც, „დათვისფეხა“, „ხარის ნავალი“, „რძიანი გზა“. რაზეა საუბარი?
ირმის ნახტომი
დაასახელეთ გრიგორიანული კალენდრის არანაკიანი წლის მერამდენე დღეა 15 მარტი.
74-ე დღე
რომელია ქართულად დაწერილი უძველესი მხატვრული ტექსტი?
შუშანიკის წამება
ოთხ კაცს ერთი ქუდი ხურავს
სკამი
. იგი ცხოვრობდა ბეთანიაში. ჰყავდა დები: მართა და მარიამი. მისი ხსენების დღე 17 ოქტომბერია. იგი გარდაიცვალა ორჯერ.
ლაზარე
რეგიონი სივრცეში, რომელშიც გრავიტაციული ველი იმდენად ძლიერია, რომ მისი მოქმედების არეალში მოხვდრისას არაფერს, სინათლესაც კი, არ ძალუძს მისი მიზიდულობისგან თავის დაღწევა. პირველად ამგვარი ობიექტების არსებობა იწინასწარმეტყველა ფრანგმა მეცნიერმა (მათემატიკოსმა) პიერ ლაპლასმა 1796 წელს. რაზეა საუბარი?
შავი ხვრელი
ძვ. წ. 44 წლის 15 მარტს იგი სასიკვდილოდ დაჭრეს გაიუს კასიუს ლონგინუსმა, დეციმუს ალბინუსმა და კიდევ რამოდენიმე რომაელმა სენატორმა.რომელ რომაელ დიქტატორზეა საუბარი?
იულიუს კეისარი
რომელია საქართველოს ტერიტორიაზე დასტამბული პირველი წიგნი?
„სამღთო და სამღდელო სახარება“
აბლი, ბაბლი, ოქროს ტახტი,მზით ავიღე, მთვარით დავდგი
ყინული
მისი სიგრძე დაახლოებით 351 კმ-ა. მასთან დაკავშირებულია მინგეჩაურის წყალსაცავი. სათავეს ახმეტის რაიონის სოფელ შენაქოსთან იღებს და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადადის.
მდ. ალაზანი
გერმანელი ასტრონომი და მათემატიკოსი, თანამედროვე საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ერთ-ერთი ფუძემდებელი, XVII საუკუნის ასტრონომიული რევოლუციის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა. მის კანონებზე დაყრდნობით ისააკ ნიუტონმა მსოფლიო მიზიდულობის თეორია შექმნა. ვისზეა საუბარი?
იოჰანეს კეპლერი
1990 წლის 15 მარტს ის არჩეულ იქნა სსრკ-ის პირველ პრეზიდენტად
მიხაილ გორბაჩოვი
ვინ იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პირველი თავმჯდომარე?
დიმიტრი ყიფიანი
სუსტი, სუბუქი ფრინველი, შორე მომტანი ვარდისა,ჯერ ღვთისა მოსამსახურე, მერმე ყოვლისა კაცისა.
ფუტკარი
იგი მდებარეობს თბილისიდან 60 კმ-ის დაშორებით ჩრდილოდასავლეთ მიმართულებით და დუშეთიდან 5 კმ სამხრეთით. მაქსიმალური სიღრმე 7 მეტრია, ფართობი 1.22 კმ². მასთან ბრძოლა 1626 წელს თეიმურაზ I-სა და გიორგი სააკაძის ლაშქარს შორის მოხდა.
ბაზალეთის ტბა
მითხარით მცირე პლანეტის მეორე სახელი, რომელიც აღმოაჩინა გ. ნოიმინმა 1914 წლის 25 იანვარს სიმეიზის (ყირიმი) ობსერვატორიაში და სახელად, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, „საქართველო“ „Kartvelia” უწოდა.
N 781
1959 წლის 15 მარტს გარდაიცვალა ეს ქართველი მწერალი, დრამატურგი, მსახიობი და თეატრის მოღვაწე. საქართველოს სახალხო არტისტი (1923 წ.) 1908 წელს ჩამოაყალიბა “მოძრავი დასი”, რომელიც რევოლუციური შინაარსის სპექტაკლებს დგამდა საქართველოს სამრეწველო ცენტრებში, აგრეთვე ბაქოსა და ნოვოროსიისკში
შალვა დადიანი
რა ეწოდება ქართველ მონარქთა, პატრიარქთა და დიდებულთა კალიგრაფიულ ხელმოწერას.
ხელრთვა
კამსი კუმსი კამსარასა, ნადირობს და ჭამს არასა
თოფი
ეს სახელი ქვია აიზეკ აზიმოვის მოკლე მოთხრობას, ასევე ბორის აკუნინის ნოველა, რომლის მიხედვითაც ამავე დასახელების ფილმი გაადიღეს 2002 წელს; ასევე კომპიუტერულ თამაშ “ტეკენ 6”-ის ერთერთი პერსონაჟს, უდაბნოს ყვითელთვალება დემონს.
აზაზელი(ო)