ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი ვიდეო თამაში, რომლის 300 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული და რომელიც 2009 წელს პირველად გამოვიდა
Minecraft
კუნძულოვანი სახელმწიფო, რომელიც ჩამოყალიბდა ორი ისტორიული სამეფოს გაერთიანებით, შემდეგ კი გახდა ერთ-ერთი უდიდესი საზღვაო და კოლონიური ძალა მსოფლიო ისტორიაში, განსაკუთრებით XIX-XX საუკუნეებში.
დიდი ბრიტანეთი
ეს ზოდიაქოს ნიშანი იწყება დაახლოებით 18-19 თებერვალს და ცნობილია როგორც წყლის სტიქიის ნიშანი
თევზები
ქვეყანა, რომელიც ფლობს ყველაზე მეტ მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულს (5) მამაკაცთა ფეხბურთში
ბრაზილია
მდინარე, რომელიც ლონდონში გადის და ისტორიულად მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ვაჭრობაში
ტემზა
პირველი პირის მსროლელი ვიდეო თამაში, რომელშიც ტერორისტები და კონტრტერორისტები ერთმანეთს უპირისპირდებიან ბომბის განთავსებისა და განეიტრალების რეჟიმში.
Counter Strike: Global Offensive
ძვ. წ. IV საუკუნის ამ ახალგაზრდა მმართველმა რამდენიმე წელიწადში შექმნა იმ დროისთვის უპრეცედენტო ზომის იმპერია და ხშირად „პირველ გლობალისტად“ მოიხსენიება.
ალექსანდრე დიდი მაკედონელი
ეს ამერიკელი კალათბურთელი, რომელსაც ხშირად NBA-ის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევენ, 1963 წლის თებერვალში დაიბადა და „Chicago Bulls“-თან ერთად ექვსი ჩემპიონობა მოიგო
მაიკლ ჯორდანი
გერმანელი ფეხბურთელი, რომელმაც 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდება და ოქროს ბუტსი მიიღო
თომას მიულერი
ბრიტანეთის მონარქის ოფიციალური რეზიდენცია ლონდონში
ბუკინგემის სასახლე
ამ ჟანრის სახელი მომდინარეობს 2000 წელს გადაღებული იაპონური ფილმიდან და აერთიანებს last man standing გეიმფლეის გადარჩენის, კვლევის და რესურსების მოძიების ელემენტებთან
Battle Royale
თავდაცვითი ნაგებობა, რომელიც ჩინეთს ჩრდილოეთიდან მომავალი შემოსევებისგან იცავდა და რომლის მშენებლობა ცინ შიხუანდიმ დაიწყო
ჩინეთის დიდი კედელი
ეს მოძრავი თარიღის მქონე დღესასწაული ხშირად იწყება თებერვალში და აღნიშნავს ახალი წლის დაწყებას მთვარის კალენდრის მიხედვით
ჩინური ახალი წელი/მთვარის ახალი წელი/გაზაფხულის ფესტივალი
ქვეყანა, რომელმაც 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე უარი თქვა, რადგან მათ ნაკრებს სურდა ფეხშიშველი თამაში, რაც ფიფას წესებით დაუშვებელი იყო
ინდოეთი
ამ 1707 წლის აქტმა გააერთიანა ინგლისი და შოტლანდია ერთ სახელმწიფოდ
უნიის/გაერთიანების აქტი
FromSoftWare-ის 2011 წლის RPG, რომელიც ცნობილია “soulslike” ჟანრის დამკვიდრებით
Dark Souls
მსოფლიოში უდიდესი მარჯნის რიფების სისტემა, რომელიც მდებარეობს ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ და იმდენად დიდია, რომ კოსმოსიდანაც ჩანს
დიდი ბარიერული რიფი
1917 წლის თებერვლის რევოლუციის შედეგად ამ მეფის გადადგომის შემდეგ რუსეთის იმპერიაში დასრულდა მონარქია; მოგვიანებით კი ის და მისი ოჯახი ბოლშევიკებმა დახვრიტეს
ნიკოლოზ II რომანოვი
ამ ფეხბურთელმა 2014 წელს ბრაზილიაში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გაიტანა ბრაზილიის ერთადერთი გოლი გერმანიის წინააღმდეგ 1-7 წაგებულ მატჩში
ოსკარი
მწვრთნელი, რომელმაც „მანჩესტერ იუნაიტედს“ 1999 წელს ისტორიული ტრებლი მოაგებინა და რაინდის ტიტული მიიღო სპორტში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
სერ ალექს ფერგიუსონი
მექანიკა, რომელიც პირველად ფართოდ გამოიყენეს თამაშში “Middle-earth: Shadow of Mordor”, სადაც მტრები იმახსოვრებენ მოთამაშესთან შეხვედრებს და პერსონალურ მეტოქეებად ვითარდებიან
ნემეზისის სისტემა
ამ გერმანული წარმოშობის იმპერატრიცამ რუსეთში ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალებით ჩაიგდო და შემდეგ შექმნა პირველი სახელმწიფო ქალთა სასწავლებელი აღმოსავლეთ ევროპაში
ეკატერინე II დიდი
1934 წლის თებერვალში, ენგელბერტ დოლფუსის ხელისუფლების პერიოდში, ამ ქვეყანაში დაიწყო სამოქალაქო ომი, ე.წ. თებერვლის ამბოხი, ხელისუფლებასა და სოციალისტურ ძალებს შორის
ავსტრია
2023 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე ეს ესპანელი ნახევარმცველი გახდა ტურნირის საუკეთესო მოთამაშე და პირველად მიიღო „ოქროს ბურთი“
აიტანა ბონმატი
ინგლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის თანამეგობრობის პირველი ლორდ-პროტექტორი ჩარლზ I-ის სიკვდილით დასჯისა და მონარქიის დამხობის შემდეგ, რომელსაც მეტსახელად „რკინისგვერდიანს“ უწოდებდნენ
ოლივერ კრომველი