ამას იღებს საჩუქრად საშობაოდ მარი შტალბაუმი მისი ნათლიისგან, რომელიც ღამე ცოცხლდება და თაგვების მეფეს ებრძვის
მაკნატუნა
ინგლისურ ენაში ინდაურისა და ამ ქვეყნის სახელწოდება ომონიმებს წარმოადგენენ. დაასახელეთ ქვეყანა.
პასუხი: თურქეთი
ინგლისურად მისი მეტსახელი ჟღერს, როგორც lackland [ლექლენდ].
ჯონ უმიწაწყლო
. სწორედ ამ ფილმის გადაღებების პერიოდში გარდაიცვალა პოლ უოკერი.
ფორსაჟი 6
ძველი თბილისის წვრილ ვაჭართა კლასის ეს წარმომადგენლები მოსწრებული სიტყვა-პასუხითა და თავისებული ჩაცმულობით გამოირჩეოდნენ.
კინტოები
როგორც ამბობენ, ამ ფილმის გადაღებისას გრეგორი პეკის დანახვაზე ჰარპერ ლიმ ტირილი დაიწყო, რადგან ის მამამისს ძალიან ჰგავდა
ნუ მოკლავ ჯაფარას, To Kill a Mockingbird
ძველ ხალხებში არსებობდა რწმენა, რომ ამ ფრინველს არანაირი ხმიანობა არ გააჩნია და რომ ის მხოლოდ სიკვდილის მოახლოებისას გამოსცემს ტკბილ და ნარნარა ხმას. რომელი ფრინველზეა საუბარი?
პასუხი: გედზე
ძვ. წ. 44 წლის 15 მარტს იგი სასიკვდილოდ დაჭრეს გაიუს კასიუს ლონგინუსმა, დეციმუს ალბინუსმა და კიდევ რამოდენიმე რომაელმა სენატორმა
(იულიუს კეისარი)
ამ ნაწარმოების ორიგინალში კაა მაუგლის მეგობარია, მაგრამ უოლტ დისნეის გადაწყვეტილებით აუდიტორია გველს მოკავშირედ ვერ აღიქვამდა და მას ამპლუა შეუცვალეს
ჯუნგლების წიგნი
ჯუნგლების წიგნი
სამზარეულოს ამ მოწყობილობაში გამოიყენება რადიოტალღებზე მაღალი და ინფრაწითელ სხივებზე დაბალი სიხშირის გამოსხივება.
მიკროტალღური ღუმელი
დაასახელეთ ნაწარმოები
„ასე მთავრდება ეს მოთხრობა. იგი სწორედ ამ ადგილას უნდა დამთავრდეს, რადგანაც პატარა ბიჭის ამბავს გვიამბობს. თხრობა რომ გაგვეგრძელებინა, მამაკაცის ბიოგრაფია გამოვიდოდა. როცა რომანს მოზრდილ ადამიანებზე წერ, იცი, რით დაამთავრო – ქორწილით, მაგრამ როცა ბავშვებზე წერ, იქ უნდა დაამთავრო, სადაც უფრო მოსახერხებელია“.
(„ტომ სოიერის თავგადასავალი“ – მარკ ტვენი)
ჩინური ანდაზის თანახმად ამ შინაურ ფრინველს არანაირი ფუნქცია არ აქვს ბუდისტურ მონასტერში, ვინაიდან ბერები ისედაც დილაადრიან იღვიძებენ.
პასუხი: მამალი
წიგნში “მსოფლიოს 100 საოცრება” ავტორი ამბობს: “აქ ქვებს ზღვის სუნი აქვთ, აქ ყველა შენობა ცოცხალი ისტორიაა, აქ იმდენი ნახატი და ფრესკა, სკულპტურა და მოზაიკაა, რომ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს ქალაქი ერთი უზარმაზარი მუზეუმია.“ სად?
ვენეცია
ამ პერსონაჟის ერთ-ერთი მთავარი სცენის ინსპირაციას ლუის მაიკლ ფიგეროას საქციელი წარმოადგენდა, რომელმაც ნიუ-ჯერსიდან სან ფრანცისკომდე ირბინა „ამერიკული კიბოს საზოგადოებისთვის“
პასუხი: ფორესტ გამპი
რაც არ უნდა უცნაური იყოს, ეს დაწესებულება 1990 წლამდე 239 ნომერში მდებარეობდა.
შერლოკ ჰოლმსის მუზეუმი
ახლა უფრო ხშირია შეცდომების დაშვება, ახლა მოდის ივნისი, ირგვლივ მწვანე მოლია. ჩემი წმინდა სახელი პოეზიას დარჩება, ჩემი გული და სისხლი - ეს “Memento mori”-ა.
პასუხი: ტერენტი გრანელი
ჯორჯ ორუელის მოთხრობაში "ცხოველების ფერმა" ამ ფრინველს, სახელად მოსეს ლაპარაკი შეუძლია და უქადაგებს ღორებს სიკვდილისშემდგომი ცხოვრების შესახებ შაქარყინულის მთაზე. სხვა ნაწარმოებში კი ამ ფრინველის ლექსიკური მარაგი ძალიან შეზღუდულია და მხოლოდ ერთ სიტყვას შეიცავს. რომელი ფრინველი იგულისხმება?
პასუხი: ყორანი
კვადორის კუთვნილ ამ კუნძულებზე მობინადრე გიგანტური კუები ერთ–ერთ ყველაზე მასიურ კუებად ითვლებიან.
გალაპაგოსის კუნძულები
ბევრი მეცნიერის აზრით, ინტუიცია არის ის.
ანუ ინტუიცია რად ითვლება
და არის ამავე სახელწოდების ფილმი
პასუხი: მეექვსე გრძნობა
რვავე მათგანს თავისი მნიშვნელოვანი წილი შეაქვს საერთო საქმეში.
პაიკი.
„განსხვავება კაპრიზსა და „სამუდამო სიყვარულს“ შორის მხოლოდ ისაა, რომ პირველი გრძელდება უფრო დიდხანს“.
დაასახელეთ ნაწარმოები რომელშიც ეს ფრაზაა
პასუხი: დორიან გრეის პორტრეტი, ოსკარ უაილდი
ყველაზე დიდ კვერცხს თავის წონასთან შედარებით დებს სწორედ ეს ფრინველი. კვერცხის წონა შეადგენს 450 გრამს, რაც ამ ფრინველის სხეულის წონის ერთი მეოთხედია
პასუხი: კივი
1936 წლის ბერლინის ოლიმპიადაზე ამ ციცქნა ქვეყნის წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს, რომ მათი დროშა ჰაიტის დროშის იდენტური იყო, ამიტომაც გადაწყდა, რომ გასარჩევად საკუთარ დროშაზე სათავადო გვირგვინი გამოესახათ.
ლიხტენშტაინი
ასე ეწოდება სინდრომს, რომლის დროსაც პაციენტს სჯერა, რომ მას გამუდმებით უთვალთვალებენ და მის ცხოვრებას ყველა თვალს ადევნებს.
(ამავე სახელწოდების ფილმი არსებობს ჯიმ ქერის მონაწილეობით)
ტრუმენის შოუს სინდრო
ფილმი ტრუმენის შოუ
მის მშობლებს ზაბილონი და სუსანა ერქვათ.
წმინდა ნინო