არსებითი სახელი აღნიშნავს:
ა) საგნის ნიშან-თვისებას
ბ)საგანს
გ) საგნის რაოდენობას
დ) საგნის მოქმედებას ან მდგომარეობას
ბ)საგანს
მნიშვნელობის შეუცვლელად დაბოლოებათა მიხედვით, სახელის შვიდნაირად ცვლას ეწოდება
ა) კუმშვა
ბ) ბრუნება
გ) კვეცა
დ) უღლება
ბ) ბრუნება
რა ეწოდება სახელის იმ ნაწილს რომელსაც ბრუნვის ნიშანი დაერთვის
ა) ფუძე
ბ) კონტაქტი
გ) ძირი
დ) ქცევა
ა) ფუძე
დასახელებულთაგან რომელია ბოლოხმოვნიანი
ა) გიორგი
ბ) ავთანდილი
გ) ფრიდონი
დ) ტარიელი
ა) გიორგი
დასახელებულთაგან რომელია ბოლოთანხმოვნიანი
ა) გიორგი
ბ) ავთანდილი
გ) ელენე
დ) დედა
ბ) ავთანდილი
დასახელებულ მაგალითებში რომელია ვინ ჯგუფის არსებითი სახელი:
ა) ტურა
ბ) მხედარი
გ)ჭიანჭველა
დ) სპილო
ბ) მხედარი
დასახელებულ მაგალითში რომელია დამხმარე სიტყვა:
წვიმდა, მაგრამ არ ციოდა
ა) წვიმდა
ბ) მაგრამ არ
გ) ციოდა
ბ) მაგრამ არ
სახელის ფუძე რომ ვიპოვოთ:
ა) უნდა ჩავსვათ წოდებით ბრუნვაში და ჩამოვაცილოთ ბრუნვის ნიშანი
ა) უნდა ჩავსვათ მოთხრობით ბრუნვაში და ჩამოვაცილოთ ბრუნვის ნიშანი
გ) უნდა ჩავსვათ ვითარებით ბრუნვაში და ჩამოვაცილოთ ბრუნვის ნიშანი
ა) უნდა ჩავსვათ მოთხრობით ბრუნვაში და ჩამოვაცილოთ ბრუნვის ნიშანი
ბოლოხმოვნიანი სახელები არის:
ა) კუმშვადი, კვეცადი, კუმშვად-კვეცადი
ბ) უკუმშველი, კუმშვად-კვეცადი, უკვეცელი
გ) კვეცადი, უკვეცელი,კუმშვად-კვეცადი
გ) კვეცადი, უკვეცელი,კუმშვად-კვეცადი
ბოლოთანხმოვნიანი სახელები არის:
ა) კუმშვადი, კვეცადი,
ბ) უკუმშველი, კუმშვად-კვეცადი,
გ) კუმშვადი, უკუმშველი
გ) კუმშვადი, უკუმშველი
რომელ წინადადებაშია დათუნა საკუთარი სახელი?
ა) დათვს ძუნძულით მიჰყვებოდა ორი ბელი, ორი დათუნა
ბ) დათუნა ჩვენი სკოლის საამაყო მოსწავლეა
ბ) დათუნა ჩვენი სკოლის საამაყო მოსწავლეა
ნეტა თუ ოდესმე დაღონდებოდა ხოლმე?-მოცემულ წინადადებაში ფორმაცვალებადი სიტყვაა
ა) ხოლმე
ბ) ოდესმე
გ) დაღონდებოდა
დ) ნეტა
გ) დაღონდებოდა
მრავლობითი რიცხვი არ აქვს:
ა) საკუთარ სახელებს
ბ) საზოგადო სახელებს
გ) კონკრეტულ სახელებს
ა) საკუთარ სახელებს
რომელ წინადადებაშია კვეცადი არსებითი სახელი
ა) მდინარე ზათქითა და ხმაურით ეხეთქებოდა ნაპირს
ბ) წყარო რაკრაკით მოედინებოდა ფესვებიდან
გ) დედამ უთო ელექტრიკოსს წაუღო გადასახედად
ა) მდინარე ზათქითა და ხმაურით ეხეთქებოდა ნაპირს
რომელ წინადადებაშია კუმშვადი არსებითი სახელი
ა) მტერი ყიჟინითა და ხმაურით ეხეთქებოდა ნაპირს
ბ) თხილის ბაღს რამდენჯერმე შემოუარა ირგვლივ
გ) დათვის ბელები ბურტყუნით დაგორდნენ მთიდან
ა) მტერი ყიჟინითა და ხმაურით ეხეთქებოდა ნაპირს
რომელ წინადადებაშია ზღვა კონკრეტული სახელი?
ა) ჩვენს სახლს ზღვა ორივე მხრიდან ეკვროდა
ბ) ქუჩაში ზღვა ხალხი გამოფენილიყო
ა) ჩვენს სახლს ზღვა ორივე მხრიდან ეკვროდა
ბრუნვის ნიშნები სავრცობს დაირთავენ:
ა) სახელობითში, მოთხრობითში, მიცემითსა და წოდებითში
ბ) მიცემითში, ნათესაობითში, მოქმედებითსა და ვითარებითში
გ) სახელობითში, მოთხრობითში, ვითარებითსა და წოდებითში
ბ) მიცემითში, ნათესაობითში, მოქმედებითსა და ვითარებითში
ნართანიან მრავლობით არ აქვს
ა) სახელობითი და მოთხრობითი ბრუნვა
ბ) მოქმედებითი და ვითარებითი ბრუნვა
გ) ვითარებითი და წოდებითი ბრუნვა
ბ) მოქმედებითი და ვითარებითი ბრუნვა
რომელია უკვეცელი არსებითი სახელები
ა) ბიცოლა, ტოროლა ჭიანჭველა
ბ) მდინარე, ცა, ქვა
გ) ღობე, მეფე, მთა
ა) ბიცოლა, ტოროლა ჭიანჭველა
რომელია უკუმშველი არსებითი სახელები
ა) დათვი, თაგვი, მარიამი
ბ) კედელი, მგელი, ირემი
გ) ურემი, მინდორი, გოდორი
ა) დათვი, თაგვი, მარიამი
დასახელებულთაგან რომელია ნივთიერებათა სახელი:
ა) სკამი, მაგიდა,კარადა
ბ) ღვინო, ქერი, ლობიო
გ) ხარი, კამეჩი, ხბო
ბ) ღვინო, ქერი, ლობიო
რომელ წინადადებაშია გიორგი ნათესაობით ბრუნვაში
ა) გიორგის ოთახში სინათლე ენთო
ბ) გიორგის ძალიან ეზარება სწავლა
გ) გიორგის ლამაზი თვალები აქვს
დ) გიორგის ძალიან უყვარს ტკბილეული
ა) გიორგის ოთახში სინათლე ენთო
რომელ წინადადებაშია ფრინველთა მოთხრობით ბრუნვაში
ა) ფრინველთა ცაში დაიწყეს ჟღურტული
ბ) ფრინველთა ვუცქერ გალაღებული
გ) ფრინველთა გადაფრენას ვაკვირდებოდი
ა) ფრინველთა ცაში დაიწყეს ჟღურტული
მრავლობით რიცხვში გადაყვანისას ორი ე მოიყრის თავს
ა) მთა, გზა, მდინარე
ბ) მდინარე,მებაღე, მეცხვარე
გ) მებაღე, ძმა, დედა
ბ) მდინარე,მებაღე, მეცხვარე
რომელ მათგანში მოიყრის ორი მ თავს
ა) კედელი
ბ) მტერი
გ) ირემი
დ) მეგობარი
გ) ირემი