ვისი სიტყვებია: ,,დიდი სიბრძნეა, კაცისა ცნობა, თავისი თავისა,,
ილია ჭავჭავაძე
შეავსეთ სასკოლო საზოგადოების ძირითადი ფენების ჩამონათვალი: მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები...და?
ადმინისტრაცია
,,ჰიგიენა,, ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს:
,,ჯანმრთელობის მომტანს,,
რა ეწოდება თაყვანისმცემელთა ჯგუფს, სადაც ათასობით ადამიანი შეძლება გაერთიანდეს?
ფანკლუბი
რა ჰქვია საზოგადოების ტიპს, რომელსაც ახასიათებს სიახლეებისადმი მზადყოფნა, კრიტიკული აზროვნება, პიროვნული უფლებების პატივისცემა და სხვა დემოკრატიული ღირებულებები?
ღია საზოგადოება
ტერმინი ,,ჯანსაღი კვება,, ნიშნავს იმას, რომ...
მრავალფეროვანი და დაბალანსებული კერძები
ჩამოთვალეთ დემოკრატიული ღირებულებები
თანასწორობის აღიარება,
კანონის უზენაესობის პატივისცემა,
კულტურული მრავალფეროვნების დაფასება
ფარული, თანასწორობის საფუძველზე, გამჭვირვალობის პრინციპით მოსწავლეთა თვითმმართველობას ირჩევენ შემდეგ საფეზურზე:
საბაზო საფეხური,
საშუალო საფეხური
რას უწოდებენ გარდატეხის ასაკს მეორენაირად
კრიტიკული, რთული, გარდამავალი, სქესობრივი მომწიფების ასაკი
შემოსავლისა და გასავლის ჩამონათვალი და ოდენობა, რომელიც განისაზღვრება კონკრეტული დროის პერიოდით-ეწოდება:
ბიუჯეტი
რა ეწოდება ქალებისა და მამაკაცების საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ როლებს, რომლებიც მიეწერებათ მათ სქესობრივი ნიშნის მიხედვით?
გენდერი
რა ეწოდება კვებითი ქცევის მოშლის ფორმას, რომლის დროსაც ქვეითდება მადა, იშლება ნივთიერებათა ცვლა:
ანორექსია
ადამიანი საზოგადოებრივ ჯგუფებში ორი ნორმით ცხოვრობს. დაუწერელი წესებითა და დაწერილი წესებით. რასაც შამართლებრივად ეწოდება:
მორალი და კანონი
რას გულისხმობს ინკლუზიურობა?
განსხვავებული ნიშნის მქონე ბავშვის ჩართვას საგანმანათლებლო პრცესში სხვა თანატოლებთან ერთად
სახელმძღვანელოს მიხედვით, კვების დღიური რაციონის რამდენ პროცენტს უნდა შეიცავდეს ნატურალური ბოსტნეული და ხილი?
60%