ფანქარი დევს იატაკზე და სთხოვენ რამდენიმე ადამიანს რომ გადაახტნენ, ვერცერთმა შეძლო ამის გაკეთება, რატომ?
ფანქარი დადეს კედელთან მჭიდროდ.
რომელი რიცხვების სახელშია იმდენი ასო რამდენი ციფრისგანაც შედგებიან ისინი?
ასი და მილიონი.
აფრიკაში კომპანია Nike გადააწყდა პრობლემას – საწარმოში ფეხსაცმლის მასშტაბურ ქურდობას. რა მოიმოქმედა კომპანიამ, რათა ქურდობა შემცირებულიყო ნულამდე? ამასთან, დაცვისთვის ხარჯების გაზრდა არ მომხდარა.
კომპანიამ ააშენა კიდევ ერთი ქარხანა და დაიწყო მარჯვენა და მარცხენა ფეხსაცმელების წარმოება ცალ-ცალკე.
ყოველდღიურად დედამიწა წონაში 400 ტონას იმატებს. რის ხარჯზე ხდება ეს?
ამის მიზეზიაკოსმოსური მტვერი.
რა შემთხვევაშია, როდესაც ვუყურებთ ციფრ 2-ს და ვამბობთ „ათს“?
როდესაც ვუყურებთ საათს.
თუ ღამის 12 საათზე მოდის წვიმა, შეგვიძლია თუ არა 72 საათის შემდეგ ველოდოთ მზიან ამინდს?
არა, რადგანაც 72 საათის შემდეგ იქნება ისევ ღამე, მზიანი ამინდი ამ დროს შეუძლებელია.
საერთაშორისო ავიაგადაზიდვების წესების მიხედვით, რომელ ორ მგზავრს არ შეუძლია იმყოფებოდეს თვითმფრინავის სალონში სავარძლების ერთ რიგში?
კატას და ძაღლს.
რომელი უნიკალური გეოგრაფიული მახასიათებლით გამოირჩევა რუსეთი, თურქეთი და ეგვიპტე?
მსოფლიოს ორ ნაწილზე განლაგება.
ზის გოგონა, თქვენ არ შეგიძლიათ მის ადგილზე დაჯდომა, მაშინაც კი, როცა იგი ადგება. სად ზის გოგონა?
თქვენ ბიჭი ხართ, გოგონა ზის თქვენს მუხლებზე.
როგორ უნდა ვისროლოთ ტენისის ბურთი ისე, რომ ისევ ჩვენ დაგვიბრუნდეს?
ავაგდოთ მაღლა.
ირანში, ავტობუსში კონდუქტორი არ დადის და დგას ზუსტად შუაში. რატომ?
იგი ჰყოფს მამაკაცებსა და მანდილოსნებს.
კოლუმბიის რაიონ მუზოში აკრძალულია ქათმის დაკვლა სახელმწიფო წარმომადგენლის გარეშე. რით აიხსნება ეს უცნაური კანონი?
მათ კუჭებში შესაძლოა იყოს ზურმუხტი, რომელსაც ქათმები ყლაპავენ საჭმლის მომნელებელი სისტემის უკეთ მუშაობისთვის.