რომელია სწორი ტოლობა?
ა) 25+7=2+57
ბ) 25+7=7+25
გ) 25+7=75+2
ბ) 25+7=7+25
შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება
რომელია სწორი ტოლობა?
ა) 48+7=(40+8)+7
ბ) 48+7=(4+8)+7
გ) 48+7=(4+80)+7
ა) 48+7=(40+8)+7
იპოვე იოლი ხერხი:
ა) 37+(5+3)=(37+5)+3
ბ) 37+(5+3)=(37+3)+5
ბ) 37+(5+3)=(37+3)+5
რა ციფრები შეიძლება ჩავსვათ *-ის ნაცვლად, ჩანაწერი რომ სწორი იყოს? 3*<34
ა) 3, 4, 5, 6
ბ) 0, 1, 2, 3
გ) 0, 2, 4, 6
ბ) 0, 1, 2, 3
რა ციფრები შეიძლება ჩავსვათ *-ის ნაცვლად, ჩანაწერი რომ სწორი იყოს? 84>8*
ა) 1, 2, 3, 4
ბ) 0, 1, 2, 3
გ) 5, 6, 7, 8
ბ) 0, 1, 2, 3
რა რიცხვს მივიღებთ 54-ის 17-თ გადიდების შედეგად?
ა) 61
ბ) 37
გ) 71
გ) 71
რა სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?
ორნიშნა რიცხვის ჩანაწერში ერთეული მარჯვნიდან ... წერია.
პირველი
რა სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?
ორნიშნა რიცხვის ჩანაწერში ათეული მარცხნიდან ... წერია.
პირველი
როდისაა ორი რიცხვის სხვაობა 0-ის ტოლი?
როდესაც ერთი და იგივე რიცხვებია
იპოვე მცდარი წინადადება:
ა) ორმოცდაცამეტისა და ცხრამეტის ჯამია სამოცდათორმეტი
ბ) თუ ორმოცს ოცით შევამცირებთ, მივიღებთ სამოცს
გ) უდიდესი ერთნიშნა რიცხვისა და უმცირესი ერთნიშნა რიცხვის შეკრებით მივიღებთ უმცირეს ორნიშნა რიცხვს
ბ) თუ ორმოცს ოცით შევამცირებთ, მივიღებთ სამოცს
იპოვე გამოტოვებული სიტყვა:
უდიდესი ორნიშნა რიცხვის მომდევნო რიცხვი ... რიცხვია.
ა) ერთნიშნა
ბ) ორნიშნა
გ) სამნიშნა
გ) სამნიშნა
99__100
რა რიცხვი უნდა ეწეროს *-ის ნაცვლად, ტოლობა რომ სწორი იყოს?
*-45=49
ა) 4
ბ) 84
გ) 94
გ) 94
რა რიცხვი უნდა ეწეროს *-ის ნაცვლად, ტოლობა რომ სწორი იყოს?
*+35=58
ა) 83
ბ) 23
გ) 93
ბ) 23
იპოვე რიცხვი, რომლის ერთეულების თანრიგში მდგომი ციფრი 2-ით მეტია ათეულების თანრიგში მდგომ ციფრზე;
ა) 69
ბ) 53
გ) 46
გ) 46
რა რიცხვი უნდა ეწეროს *-ის ნაცვლად, ტოლობა რომ სწორი იყოს?
67+20+*=88
1
დათოს ბებია 2 წლის წინ იყო 45 წლის. რამდენი წლის იქნება ის 3 წლის შემდეგ?
45+2+3=48
იპოვე ისეთი ორნიშნა რიცხვები, რომლებშიც ერთერულების ციფრი 4-ით ნაკლებია ათეულების ციფრზე.
ა) 15, 26, 37, 48
ბ) 40, 59, 62, 95
გ) 40, 51, 62, 73.
გ) 40, 51, 62, 73
რამდენი ათეული და რამდენი ერთეული უნდა მივუმატოთ 67-ს, რომ მივიღოთ 8 ათეული?
1ათ. 3ერთ.
ანბანის მიხედვით შედგენილი სიიდან შეარჩიე სწორად შედგენილი სია:
ა) ანა, ბექა, ანიტა, ბაქარი
ბ) ანიტა, ანა, ბაქარი, ბექა
გ) ანა, ანიტა, ბაქარი, ბექა
გ) ანა, ანიტა, ბაქარი, ბექა
რამდენი ორნიშნა რიცხვი არსებობს ერთი და იმავე ციფრით ჩაწერილი?
9
(11, 22, 33, 44, 55, 66, 77, 88, 99)
რა რიცხვს უნდა გამოაკლო 16-ისა და 4-ის ჯამი, 40 რომ მიიღოთ?
60-ს
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი წინადადებაა სწორი?
ა) 37-ის 50-ით გადიდებით მიიღება 77
ბ) 93-ის 15-ით შემცირებით მიიღება 78
გ) 84-ისა და 27-ის სხვაობა 67-ის ტოლია
ბ) 93-ის 15-ით შემცირებით მიიღება 78
კრუხს 20 წიწილა ჰყავდა. წიწილების ნახევარი თეთრი იყო, ხოლო დანარჩენის ნახევარი ჭრელი. რამდენი ჭრელი წიწილა ჰყავდა კრუხს?
20:2=10 (თეთრი)
10:2=5 (ჭრელი)
პასუხი: 5 ჭრელი წიწილა
რომელორ ოცეულს შორისაა 46?
ა) 20, 40
ბ) 40, 60
გ) 40, 50
ბ) 40, 60
კლასში 16 მოსწავლეა. მოსწავლეთა ნახევარი გოგონაა. ვაჟების ნახევარი დადის ფეხბურთხე. რამდენი ვაჟი არ დადის ფეხბურთზე?
4 მოსწავლე არ დადის ფეხბურთზე