რამდენი ბრუნვაა ქართულში?
შვიდი

რას ნიშნავს სიტყვა გამარჯობა? საიდან წარმოსდგება?
გამარჯვებიდან
შეუსაბამეთ ანტონიმები.
ტკბილი-
ბეჯითი-
მწარე
ზარმაცი

როდის აღინიშნება საქართველოში ქართული ენის დღე?
14 აპრილს
ვინ არის დედა ენის ავტორი?
იაკობ გოგებაშვილი
ვინ დაწერა "თხა და გიგო"?
იაკობ გოგებაშვილმა
რომელ ქართველ მეფეს მიეწერება ქართული ანბანის შექმნა?
ფარნავაზს
შეუსაბამე ანტონიმები.
გონიერი-
სევდიანი-
უგუნური ,უჭკუო
მხიარული
როდის მოეწყო მასობრივი გამოსვლა, როდესაც ინტელიგენცია წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
1978 წლის 14 აპრილს
რომელია ანბანის 31-ე ასო-ბგერა?
ხ
ილია ჭავჭავაძემ შთამომავლობას ანდერძად დაუტოვა სამი საუნჯე ,,მამული,............., სარწმუნოება". დაასახელეთ გამოტოვებული სიტყვა.
ენა
დაასახელეთ ქართული დამწერლობის სახეები.
მრგლოვანი, ნუსხური, მხედრული.
შესაბამეთ სინონიმები.
ნორჩი-
ანჩხლი-
ქორფა
კაპასი
“ცოდნა სიმდიდრეა, მერე იმისთანა მადლიანი სიმდიდრეა, რომ რაც უნდა ბევრს დაურიგო, ბევრს გაუწილადო, შენ არა ...... , თუ არ მოგემატება.
დაგაკლდება-რა
დაასრულე ანდაზა:
ცოდნა - სინათლეა,
უსწავლელობა - .........
სიბნელე
რა ქვია კუთხურ მეტყველებას?
დიალექტი, კილო.
ვინ დაწერა "შვლის ნუკრის ნაამბობი"?
ვაჟა ფშაველამ
შეუსაბამეთ სინონიმები.
სევდა-
ჟამი-
წუხილი (ნაღველი)
დრო
რას ეძღვნება ძეგლი?
დედა ენას
.,,ჩვენ კარგად ვიცით სიბრძნე ნამდვილი,
შენს წმინდა წიგნში ამოქარგული;
თუ....................... არ ხარ გაზრდილი,
გულში გაკლია ცეცხლი ქართული.“
აღადგინეთ გამოტოვებული სიტყვა.
იოსებ ნონეშვილი
დედა ენით
რამდენი დამწერლობა (ანბანია) მსოფლიოში?
თოთხმეტი
რა ჰქვია ლამაზად წერის ხელოვნებას?
კალიგრაფია
დაასახელე ანდაზაში მოცემულ ანტონიმები.
სიბრძნე ებრძვის სიბრიყვესა უთოფოდ და უზარბაზნოდ.
სიბრძნე-სიბრიყვე
რომელი ნაწარმოების პერსონაჟები არიან გამოსახული სურათზე? დაასახელეთ ნაწარმოების სათაური
მე, ბებია, ილიკო და ილარიონი.
რა არის ქართული ენა ქართველებისთვის?
მშობლიური ენა