რისთვის სჭირდება რქა მარტორქას?
ა) ზურგინს მოსაფხანად
ბ) მიწის დასამუშავებლად
გ) მტერზე თავდასასხმელად
გ)
ანდაზის მიხედვით ვინ ვერ ცნობს პატრონს დიდი არეულობის დროს?
ა) კატა
ბ) ძაღლი
გ) ხარი
ძაღლი
რა ფერია შავი ზღვა?
ლურჯი
ვისზე იტყვიან "თაფლი გადმოსდის პირიდან"?
ენატკბილზე
რა უნდა ვქნათ, რომ რიცხვი 10-ზე გავამრავლოთ?
მარჯვნივ მიუწეროთ ერთი ნული
რა ჰქვია წუთშესვენებას ფეხბურთის მატჩში?
ტაიმაუტი
ვინ იყო მიქელანჯელო
იტალიელი მოქანდაკე
ლუკას მეგობრებიდან ყოველი მეოთხე დადის მუსიკაში. რამდენი მეგობარი ჰყავს ლუკას თუ მუსიკაში 4 მისი მეგობარი დადის?
16
რომელ ბრუნვაშია "თბილისს"
მიცემითი
რამდენი ასის მეხუთედის მეხუთედი ნაწილი?
5
რამდენი დამწერლობა არის მსოფლიოში?
14
მეცენატი ანუ?
მეცნიერებისა და ხელოვნების მდიდარი მფარველი
საზამთრო იწონის მისივე ნახევარს და 4 კილოგრამს.რამდენ კილოგრამს იწონის საზამთრო?
8
რომელი წინადადება არის სწორი?
ა)გაყიდვაშია სახელმძღვანელოები
ბ) იყიდება სახელმძღვანელოები
ბ)
ხილის წვენი ბოთლით 80 თეთრი ღირს. რა ღირს წვენი, თუ ის ბოთლზე 3ჯერ ძვირია?
60 თეთრი
რომელ ერთნაირ რიცხვთა ნამრავლი და ჯამი არის ამავე რიცხვი?
0
ჩამოთვლილი ქალაქებიდან რომელი არ არის დედაქალაქი
ა) რომი
ბ) ნიუ-ორკი
გ) პარიზი
დ) ლონდონი
ე) ტოკიო
ბ) ნიუ-იორკი
რამდენი წლის არის ჩემი შვილი, თუ ის ახლა სამჯერ უმცროსია ჩემზე, ხოლო 5 წლის წინ ხუთჯერ უმცროსი იყო?
10 წლის
რა საერთო სიტყვა უნდა დაემატოს ჩამოთვლილ სიტყვებს ახალი სიტყვების მისაღებად?
კეთილი ბოროტი მავიწყი თბილი
გულ
სამი მეგობარის წლოვანებათა ჯამი 29 წელია, რამდენი წლის იქნებიან ისინი ერთად 5 წლის შემდეგ?
44
სად არის დაკრძალული 300 არაგველი
კრწანისში
ნოსტალგია ანუ...
სამშობლოს მონატრება
ლუკა დაიბადა ბექას დაბადებიდან 3 წლის შემდეგ.რამდენი წლის იქნება ლუკა, როცა ბექა მასზე 2ჯერ უფროსი იქნება?
3 წლის
რომელი წინადადებაა სწორი?
ა) ეს ფილმი ნაყურები მაქვს
ბ) ეს ფილმი ნანახი მაქვს
გ) ეს ფილმი ნახული მაქვს
ბ) ეს ფილმი ნანახი მაქვს
3 მ. ქსოვილი მთელი თოფის 1/9 ნაწილია. რამდენი მეტრი ქსოვილი ყოფილა თოფში?
27