პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის მიხედვით, რამდენ წელს მოიცავს საშუალოვადიანი დაგეგმვა?
საშუალოვადიანი დაგეგმვა მოიცავს 4 წლიან პერიოდს
მუნიციპალიტეტში როდის იწყება ყოველი შემდგომი წლის საბიუჯეტო პროცესი?
1 მარტიდან
რა არის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი?
მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი არის თვითმმართველი ერთეულის განვითარების ძირითადი გეგმა, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების გეგმების შესახებ.
საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე სამუშაო ჯგუფი როდის ასრულებს მუშაობას და როდის მტკიცდება საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა?
არაუგვიანეს 1 სექტემბრისა
მომავალი წლის წლიური ბიუჯეტის პროექტი და პრიორიტეტების დოკუმენტი როდის ეგზავნება თვითმმართველობის საკანონმდებლო ორგანოს განსახილველად?
არაუგვიანეს 15 ნოემბრისა
მუნიციპალიტეტის საფინანსო ორგანო როდის ამზადებს და წარუდგენს წარმომადგენლობით ორგანოს ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს?
საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 თვისა
პროგრამის თითოეულ მოსალოდნელ შედეგზე რამდენი ინდიკატორის წარმოდგენა არის შესაძლებელი?
არაუმეტეს 5 ინდიკატორი
თითოეულ პროგრამაზე რამდენი საბოლოო შედეგი შეიძლება იყოს იყოს წარმოდგენილი?
არაუმეტეს 3 საბოლოო შედეგისა
რა განსხვავებაა საბოლოო და შუალედურ შედეგებს შორის?
საბოლოო შედეგი შინაარსით გლობალურია და ძირითადად პროგრამების შედეგს წარმოადგენს. ეს არის მდგომარეობა, რომელიც წინასწარ დაგეგმილი და გაანალიზებული პოლიტიკის განხორციელების შედეგად უნდა დადგეს.
შუალედური შედეგი საბოლოო შედეგისგან განსხვავებით თავისი შინაარსით წარმოადგენს პროგრამის ფარგლებში კონკრეტული ქვეპროგრამების/ღონისძიებების გატარების შედეგად მიღებულ პროდუქტს. ის ბევრად უფრო კონკრეტულია, ვიდრე საბოლოო შედეგი.
პროგრამა ხანგრძლივობის მიხედვით შეიძლება იყოს:
მიმდინარე (მუდმივი), მრავალწლიანი და ერთწლიანი (მოკლევადიანი)
პროგრამა შინაარსის მიხედვით შეიძლება იყოს:
მართვის და რეგულირების, მომსახურების მიწოდების, სუბსიდირების და ინფრასტრუქტურული/კაპიტალური
SMART ინდიკატორი უნდა იყოს:
კონკრეტული, გაზომვადი, მიღწევადი, შესაბამისი, დროში გაწერილი