რომელი გამონათქვამი უფრო სწორია: თოთხმეტს მივუმატოთ ცხრა იქნება ოცდაორი, არის ოცდაორი, თუ უდრის ოცდაორს?
არცერთი არ არის სწორი, რადგან 14+9=23, ანუ უნდა იყოს „ოცდასამი“
მე-20 საუკუნეში რომელია ისეთი წელი, თავდაყირა რომ დავაყენოთ, მაინც არ შეიცვლება?
1961
ყველა თვე, გარდა თებერვლისა, მთავრდება 30 ან 31 რიცხვით. რომელ თვეშია 28 რიცხვი?
28 რიცხვი ყველა თვეშია
რისი სიმბოლოა ოლიმპიური რგოლები?
მსოფლიოს კონტინენტები
აფრიკა, ამერიკა, აზია, ევროპა და ავსტრალია


60º-იან კუთხეს უყურებენ ლუპით, რომელიც გამოსახულებას ორჯერ ადიდებს. რა სიდიდის გამოჩნდება ეს კუთხე?
60º (ლუპა კუთხის გრადუსულ ზომას არ ცვლის)
სად უნდა მოვძებნოთ ისეთი ქალაქი, სადაც ხალხი არ ცხოვრობს?
რუკაზე
ადამიანს ეს ორჯერ მიეცემა ცხოვრებაში, ორივეჯერ უფასოდ, ხოლო მესამედ უკვე ფულის გადახდა მოუწევს, რა არის?
კბილები
მონღოლი დამპყრობელი თემურ ლენგი მსოფლიოს დაპყრობაზე ოცნებობდა, იყო სასტიკი და ამბიციური, მიუხედავად იმისა, რომ წერა-კითხვა არ იცოდა მან საქართველოდან წაიღო ქართველ მეფეთა ცნობილი ბიბლიოთეკაც; ის მაინც ყველა წიგნს კთხულობდა...
როგორ ახერხებდა მთარვალი ამას?
სხვას აკითხებდა
სად გაიმართა პირველი უძველესი ოლიმპიური თამაშები?
საბერძნეთში
ებრაელი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობს ისრაელში, ეხუმრება ახლად ჩასულ ებრაელს:
- უყურებ გზას? - მე ავაშენე!
- უყურებ სურათს? - მე დავხატე!
- უყურებ .....? - მე მოვკალი!
რა იგულისხმა ებრაელმა?
ჩასვით „....“-ის შემცვლელი სიტყვა წინადადებაში.
მკვდარ ზღვას
საქართველოს მეფე გიორგი V ბრწყინვალემ შეადგინა ქართული სამართლის წიგნი რომელიც "ძეგლისდების" სახელითაა ცნობილი მასში სუაბარია სხვადასხვა დანაშაულზე და მათ შესაბამის სასჯელებზე, აქ არის ნახსენები ერთი კონკრეტული სასჯელი რომელიც მამაკაცებს შეეხებოდა. ამჟამად ეს სასჯელი დიდ გაოცებას იწვევს რადგან მას უკვე საკუთარი ნებით სჩადიან, ზოგი ყოველდღე, ზოგიც რამდენიმე დღეში ერთხელ, ზოგი თვითონ, ზოგი ფულს იხდის ამის გაკეთებაში. დაასახელეთ ეს "სასჯელი"
წვერის გაპარსვა
ერთმა ეკონომისტმა თქვა:,,ადამიანებმა იციან საკუთარი თავის ფასი, ეს კი ყოველთვის მეტია, ვიდრე მათი...
დაასრულეთ ერთი სიტყვით წინადადება.
ხელფასი
2018 წელს ვინ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში?
ა) გერმანია ბ)საფრანგეთი გ) ბრაზილია
საფრანგეთი
ჯორჯ ვაშინგტონი, შერლოკ ჰოლმსი, უილიამ შექსპირი, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, ნაპოლეონ ბონაპარტი და ნერონი – ჩამოთვლილთაგან რომელი განსხვავდება რადიკალურად სხვებისგან?
შერლოკ ჰოლმსი-გამოგონილი პერსონაჟია
მამაკაცი ღამით ლოგინში წრიალებდა და ვერაფრით ახერხებდა დაძინებას. შემდეგ მან აიღო ტელეფონი, აკრიფა ვიღაცის ნომერი, რამდენიმე გრძელი ზუმერისმოსმენის შემდეგ გათიშა და მშვიდად დაიძინა, რატომ ვერ იძინებდა აქამდე იგი?
კედლის იქით მეზობელი ხმამაღლა ხვრინავდა, რომელსაც გაეღვიძა ტელეფონის რეკვისას.
1445 წელს მოსკოვში ზარებმა თავისით ატეხეს რეკვა. მაცხოვრებლებმა გადაწყვიტეს, რომ დადგა სამყაროს აღსასრული. თუმცა ეს „აღსასრული“ გადაიტანეს 1091, 1230, 1626 და 1802 წელსაც. რა მოხდა სინამდვილეში?
მიწისძვრა
რომელმა ქვეყანამ მოიგო პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში?
ურუგვაი
დემეტრე მიდის ტბისკენ. მას გზაში შემოხვდა სკოლის კლასი, რომელიც შედგებოდა 25 მოსწავლისგან, მათ თან ახლდათ 2 მასწავლებელი.10 მოსწავლეს თან ახლდა მშობელი, ხოლო 10 მშობლიდან 4 მშობელს საბავშვო ეტლით მოჰყავდათ პატარები. სულ რამდენი ადამიანი მიდის ტბისკენ?
ტბისკენ მიდის მხოლოდ ერთი ადამიანი - დემეტრე. დანარჩენები ტბიდან ბრუნდებიან.
ადამიანი ცხოვრობს მე-17 სართულზე. ამ სართულზე იგი ადის ლიფტით მხოლოდ წვიმიან ამინდში, ან როდესაც რომელიმე მეზობელი მასთან ერთად მგზავრობს ლიფტით. თუ ამინდი კარგია და ის მარტოა ლიფტში, ადის მხოლოდ მე-9 სართულამდე, ხოლო მე-17-მდე ადის კიბით… რატომ?
ეს ადამიანი არის დაბალი. მე-17 სართულის ღილაკს დამოუკიდებლად მხოლოდ ქოლგით წვდება, ან სთხოვს ვინმეს დააჭიროს ამ ღილაკს.
ქალაქის ერთ-ერთ საავადმყოფოში, მიჰყავდათ გზაზე მომხდარი უბედური შემთხვევების დროს დაზარალებული მძღოლები და მგზავრები. პაციენტების რაოდენობის შემცირების მიზნით, ქალაქის ხელისუფლებამ კანონი მიიღო, რომელიც ყველას მძღოლს და მგზავრს ღვედების ხმარებას ავალდებულებდა. ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ, საგზაო შემთხვევების დროს, დაზარალებული ადამიანების რიცხვი უფრო გაიზარდა.
რამ გამოიწვია ამ რიცხვის გაზრდა?
უსაფრთხოების ღვედების ხმარებამ, შეამცირა უბედური შემთხვევების დროს დაღუპული ადამიანების რიცხვი, შესაბამისად, გაიზარდა დაზარალებულთა რაოდენობა.
მიხეილ შუმახერმა მონაწილეობა მიიღო აქციაში სახელწოდებით ,,5 წამი-რომელმაც შეიძლება სიკვდილს გადაგვაჩინოს".
რა უნდა გავაკეთოთ 5 წამში?
ღვედი გადავიჭიროთ.
როგორ გავზომოთ დრო - 15 წუთი ორი ქვიშის საათით, თუ: ერთი საათი 7 წუთიანია; მეორე კი 11 წუთიანი?
უნდა გადააბრუნოთ ორივე საათი ერთდროულად და დაელოდოთ როდის დამთავრდება ქვიშა 7 წუთიან საათში. როგორც კი ეს მოხდება, მომენტალურად გადააბრუნოთ 11 წუთიანი საათი (მასში დარჩენილია 4 წუთი). ასე გაზომავთ სასურველ 15 წუთს.