რა არის მეცნიერება?
მეცნიერება ცოდნისა და ჭეშმარიტების ძიებაა სამყაროს შესახებ
რა არის საბინადრო გარემო?
საბინადრო გარემო არის ყველაფერი, რაც ცოცხალი არსების გარშემოა ბუნებაში
რა არის მოძრაობა?
მოძრაობა დროის განმავლობაში სხეულის მდებარეობის ცვლილებაა სხვა სხეულის მიმართ
ჩამოთვალეთ მეცნიერების დარგები
მეცნიერების დარგებია:ბიოლოგია, ასტრონომია, ქიმია, ფიზიკა, გეოგრაფია
ჩამოთვალეთ საბინადრო გარემო
საბინადრო გარემოა:წყალი, ნიადაგი, ხმელეთი, სხვა ორგანიზმები
რა არის ათვლის სხეული?
სხეულს, რომლის მიმართაც განვიხილავთ სხვა სხეულის მოძრაობას ათვლის სხეული ქვია
რა არის ფიზიკური სიდიდე?
ყველაფერი რისი გაზომვაც შეიძლება ფიზიკური სიდიდეა
დაალაგე იარუსების(სართულების) მიხედვით:
ხავსი, ხე-მცენარე, ბალახოვანი და ბუჩქნარი
ხავსი, ბალახოვანი, ბუჩქნარი და ხე-მცენარე
რა არის გავლილი მანძილი და როგორ გამოითვლება ის?
გავლილი მანძილი სხეულის მიერ ტრაექტორიის გასწვრივ გავლილი გზის სიგრძეა
S=VT
რა არის მოცულობა და როგორ გავზომოთ ის?
მოცულობა მყარი სხეულის ან სითხის მიერ დაკავებული სივრცის ნაწილს წარმოადგენს, სითხის მოცულობის გასაზომად საზომ ჭიქას იყენებენ მხოლო სწორკუთხა მყარი სხეულის მოცულობის დასადგენან სიგრძე გავამრავლოთ სიგაზენე და გავამრავლოთ სიმაღლეზე
რა ეხმარება ჩრდილოეთის თეთრ დათვს არქტიკულ გარემოსთან შეგუებაში? ჩამოთვალეთ სამი ნიშან-თვისება მაინც
მოკლე კუდი, სქელი ბეწვი, პატარა ყურები, კანქვეშა ცხიმი, თათებზე ცხიმოვანი ბალიშები
რა არის სიჩქარე და როგორ გამოითვლება ის?
სიჩქარე, მოძრაობის სისწრაფის მაჩვენებელი ფიზიკური სიდიდეა V=S:T
როგორ გამოვთვალოთ სიმკვრივე?
გამოთვალე რკინის სიმკვრივე, თუ მისგან დამზადებული სხეული 780გ-ს იწონის, ხოლო მოცულობა 100სმ3
p=m:v
780:100=7,8გ/სმ3
ჩამოთვალეთ სამი სახის შეფერილობა, რომელიც ეხმარება ცოცხალ ორგანიზმებს გარემოსთან შეგუებაში და განმარტე ისინი.
გარემოსთან შეხამებულ შეფერილობას მფარველობითი ჰქვია
გარემოსგან მკვეთრად განსხვავებულ შეფერილობას გამაფრხილებელი ქვია
როცა ერთი ცოცხალი ორგანიზმი ემსგავსება მასზე უფრო ძლიერს ან მცენარის სხვადასხვა ნაწილებს მიმბაძველობა ქვია
ავტომობილმა პირველ დღეს 2სთ-ში 100კმ გაიარა, ხოლო მეორე დღეს -4სთ-ში 240კმ, გამოთვალე სიჩქარე ორივე დღეს
1დღე- V=S:T=100:2=50კმ/სთ
2დღე-V=S:T=240:4=60კმ/სთ