ერეკლე ღრმად ჩაფიქრებული ხმას არ იღებდა.
ერეკლე, ღრმად ჩაფიქრებული, ხმას არ იღებდა.
მეც როგორც ჯგუფის წევრს მაქვს ჩემი აზრი განსახილველი საკითხის შესახებ.
მეც, როგორც ჯგუფის წევრს, მაქვს ჩემი აზრი განსახილველი საკითხის შესახებ.
მხოლოდ ზურა დარჩა აქ ამ განყოფილებაში.
მხოლოდ ზურა დარჩა აქ, ამ განყოფილებაში.
ბიძაჩემს მიუხედავად ყველაფრისა ბედნიერი ცხოვრება აქვს.
ბიძაჩემს, მიუხედავად ყველაფრისა, ბედნიერი ცხოვრება აქვს.
სკოლაში ვერ წავედი რადგან ავად ვიყავი.
სკოლაში ვერ წავედი, რადგან ავად ვიყავი.
საბა ფიქრებში გართული ტიროდა.
საბა, ფიქრებში გართული, ტიროდა.
თქვენ ახალმოსულებმა დაიცავით სიჩუმე.
თქვენ, ახალმოსულებმა, დაიცავით სიჩუმე.
აივანზე მოაჯირთან დავდგათ ეს ყვავილი.
აივანზე, მოაჯირთან დავდგათ ეს ყვავილი.
ხვალ მიუხედავად ყველაფრისა მაინც ვაპირებ მთაში წასვლას.
ხვალ, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვაპირებ მთაში წასვლას.
მამაჩემი მაშინ ჩამოვიდა როცა ყველას გვეძინა.
მამაჩემი მაშინ ჩამოვიდა, როცა ყველას გვეძინა.
ლუკამ საშინლად აღელვებულმა და გაფითრებულმა ლუკმაც ვერ გადაყლაპა.
ლუკამ, საშინლად აღელვებულმა და გაფითრებულმა, ლუკმაც ვერ გადაყლაპა.
ჩვენთვის ამ ორგანიზაციის წარმომადგენელებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენს გადაწყვეტილებას.
ჩვენთვის, ამ ორგანიზაციის წარმომადგენელებისათვის, დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენს გადაწყვეტილებას.
მეორე დღეს ზუსტად იმავე დროს სახლში ვიჯექი და წიგნს ვკითხულობდი.
მეორე დღეს, ზუსტად იმავე დროს, სახლში ვიჯექი და წიგნს ვკითხულობდი.
ნატო აღარაფერზე ფიქრობდა გარდა შვილებისა.
ნატო აღარაფერზე ფიქრობდა, გარდა შვილებისა.
ნუგზარმა გვიამბო ისტორია რომელმაც ყველა დაგვაფიქრა.
ნუგზარმა გვიამბო ისტორია, რომელმაც ყველა დაგვაფიქრა.
ლამაზი გოგოები ჯინსის შარვლებში გამოწყობილები უნივერსიტეტში მოვიდნენ.
ლამაზი გოგოები, ჯინსის შარვლებში გამოწყობილები, უნივერსიტეტში მოვიდნენ.
მეზობლები ჩემს უფროსს რამაზ აბაშიძეს არ იცნობდნენ;
მეზობლები ჩემს უფროსს, რამაზ აბაშიძეს, არ იცნობდნენ;
უცბად დაქორწინდნენ ყველასთვის მოულოდნელად.
უცბად დაქორწინდნენ, ყველასთვის მოულოდნელად.
მიუხედავად ასაკისა ლუბა მხნედ იყო.
მიუხედავად ასაკისა, ლუბა მხნედ იყო.
ლალი რომ იქ მოსულიყო მერაბი არ წავიდოდა.
ლალი რომ იქ მოსულიყო, მერაბი არ წავიდოდა.
დასვი მძიმე განკერძოებულ განსაზღვრებასთან და ახსენი რატომ?
ეკა მუშაობისაგან დაღლილი ისვენებდა.
განკერძოებული განსაზღვრება წინადადებაში ცალკე თუ თავისი თანმხლები სიტყვებით მძიმეებით გამოიყოფა (როცა შუაშია) ან მძიმით (როცა თავშია ან ბოლოში). განკერძოებული განსაზღვრება იძლევა დამატებით ინფორმაციას. იშვიათად, განკერძოებულ განსაზღ-ვრებასთან შეიძლება დაისვას ორწერტილი ან ტირე:
ეკა, მუშაობისაგან დაღლილი, ისვენებდა.
დასვით მძიმე დანართთან და ახსენით.
თქვენ მხატვრები ყველაფერს თქვენებურად აღიქვამთ
დანართი ცალკე თუ თავისი მხლებელი სიტყვებით წინადადებისაგან გამოიყოფა მძიმეებით (როცა შუაშია), მძიმით (როცა თავშია ან ბოლოში).
დანართი სახელით გადმოცემული წინადადების რო-მელიმე წევრის შესახებ დამატებითი ცნობის შემცველი სიტყვა ან სიტყვათა ჯგუფია, რომელიც მისამართ წევრთან შეერთებულია პაუზით ან საგანგებო საკავშირებელი სიტყვით.
თქვენ, მხატვრები, ყველაფერს თქვენებურად აღიქვამთ.
დასვით მძიმე განკერძოებულ გარემოებასთან და ახსენით.
ჭიშკართან ქუჩის ბოლოს ვარდი ყვაოდა.
განკერძოებული გარემოება თუ წინადადების თავში ან ბოლოშია, მძიმით გამოიყოფა, ხოლო თუ წინადადების შუაშია, მძიმეებით გამოიყოფა. მაგ.:
ჭიშკართან, ქუჩის ბოლოს, ვარდი ყვაოდა.
დასვით მძიმე და ახსენით რა შემთხვევაში დაისმის(,)გარდა და მიუხედავად თანდებულიან სახელებთან.
გადაცემაში ჩვენ გარდა კიდევ ორი სტუმარი მონაწილეობდა.
სახელის ნათესაობითი ბრუნვის ფორმაზე დართული გარდა და მიუხედავად თანდებულიანი გამოთქმები თუ წინადადების თავშია, ორივე მხრიდან მძიმით გამოიყოფა. მაგ.:
გადაცემაში, ჩვენ გარდა, კიდევ ორი სტუმარი მონაწილეობდა.
რა შემთხვევაში დაისმის მძიმე (რომ) კავშირის წინ?
თეას უნდა რომ ახალი მანქანა იყიდოს.
ჩემთვის რომ გეთქვა რამეს გირჩევდი.
ნინო როცა მოვა აუცილებლად დაგირეკავ.
რომ კავშირის წინ მძიმე მაშინ დაისმის, როცა ის იწყებს დამოკიდებულ წინადადებას:
თეას უნდა, რომ ახალი მანქანა იყიდოს.
მაგრამ, თუ ის არ იწყებს დამოკიდებულ წინადადებას, რომ კავშირის წინ მძიმე არ დაისმის. მაშინ მძიმე იწერება მთავარსა და დამოკიდებულ წინადადებებს შორის:
ჩემთვის რომ გეთქვა, რამეს გირჩევდი.
მძიმე არ იწერება: რომ, თუ, ვინც, რაც, როცა და სხვა კავშირების წინ, როცა ისინი დამოკიდებული წინადადების შიგნითაა გამოყენებული:
ნინო როცა მოვა, აუცილებლად დაგირეკავ.