ელექტრონული სწავლება
ონლაინ სწავლების ტიპები
ელექტრონული სწავლების პლატფორმები
ელექტრონული სწავლების ისტორია
ელექტრონული სწავლების კონცეფცია და ტექნოლოგიით
გაძლიერებული სწავლების ტენდენციები განათლებაში

1

ელექტრონული სწავლების რამდენ ტიპს გამოყოფენ?

ა.3

ბ.4

გ.2

ა.3


1

რომელ სწავლებას იყენებენ უფრო ხშირედ ტრადიციულ საკლასო ოთახებში?

ა. სინქრონული ონლაინ სწავლება.

ბ.ინტერაქტიული ონლაინ სწავლება.

ბ.ადაპტირებული ელექტრონული სწავლება

ბ.ადაპტირებული ელექტრონული სწავლება

1

რა შეიქმნა ელექტრონული სწავლების გასაუმჯობესებლად?

ელექტრონული სწავლების პლატფორმები.

1

ვინ მოიგონა ,,სწავლების მანქანა"?

ა. სკინერი

ბ.პიტერ კუპერი

გ.ისააკ პიტმანი

ა. სკინერი

1

სწავლების რომელი ფორმა ავითარებს ისეთ გამჭოლ კომპეტენციებს, როგორიცაა:მედიაწიგნიერება, ციფრული წიგნიერება, სწავლის სწავლა და სემიოტიკური კომპეტენცია?

ა. ელექტრონული სწავლება.

ბ. ჰიბრიდული სწავლება.

გ. ტრადიციული სწავლება.

ა. ელექტრონული სწავლება.

2

რა არის ელექტრონული სწავლება?

ა. სწავლება, რომელიც ხორციელდება სასწავლო ადგილისგან მოშორებით.

ბ.სწავლება მულტიმედიური საშუალებითა და ინტერნეტით.

გ. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

ბ.სწავლება მულტიმედიური საშუალებითა და ინტერნეტით.

2

რომელი სწავლება არის ონლაინ სწავლების ახალი და ინოვაციური სახეობა?

ა.ასინქრონული ონლაინ სწავლება.

ბ.ადაპტირებული ელექტრონული სწავლება.

გ.ინდივიდუალური ონლაინ სწავლება.

ბ.ადაპტირებული ელექტრონული სწავლება.

2

რა უნდა იყოს გათვალისწინებული პლატფორმების შერჩევის პროცესში?

ფუნქციონალური ასპექტები და პედაგოგიური საკითხებიი

2

რომელი წლიდან არსებობს ტერმინი ,,ელექტრონული სწავლება"?

ა.1999წ.

ბ.1998წ.

გ.1996წ.

ა.1999წ.

2

რომელი მიმართულებაა ელექტრონულ სწავლების ერთ-ერთი ყველაზე განვითარებადი და პოპულარული?

ა.ასინქრონული ონლაინ სწავლება.

ბ.სინქრონული ონლაინ სწავლება.

გ. ინტერაქტიული ონლაინ სწავლება.


ბ.სინქრონული ონლაინ სწავლება.

3

ჩამოთვალეთ ელექტრონული სწავლების სამი ძირითადი ტიპი?

დასწრებული, დისტანციური და ჰიბრიდული.


3

რას ნიშნავს ფიქსირებული ელექტრონული სწავლება?

სასწავლო პროცესში გამოყენებული შინაარსი უცვლელია და ყველა სტუდენტი იღებს ერთსა და იმავე ინფორმაციას.

3

რამდენი სახის პლატფორმა არსებობს?

ა.3

ბ.2

გ.4

ბ.2

3

რა შექმნა ელექტრონული უნივერსიტეტის ქსელმა?

ა. პირველი ონლაინ უმაღლესი სკოლა.

ბ.ინტერნეტი.

გ. პირველი ონლაინ კურსები.

გ. პირველი ონლაინ კურსები.

3

როგორ სასწავლო პროცესს ეწოდება დასწრებული?

თუ იგი პედაგოგისა და სტუდენტების   საკონტაქტო საათების ფარგლებში მიმდინარეობს და სასწავლო მასალის მიწოდება ელექტრონული კურსის მეშვეობით ხორციელდება.  

4

რაში გვეხმარება ტრადიციული და ელექტრონული სწავლება?

პროფესიული უნარჩვევების განვითარებაში.


4

რა დადებითი მხარე აქვს სინქრონულ ონლაინ სწალებას?

სტუდენტებსა და პედაგოგებს საშუალებას აძლევს სასწავლო პროცესში ერთდროულად იყვნენ ჩართულნი მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან.


4

რას წარმოადგენს ელექტრონული სწავლების პლატფორმები?

ინტერნეტზე დამყარებულ კომპიუტერულ პროგრამებს.

4

რატომ ასწავლიდა ისააკ პიტმანი მიწერ-მოწერის საშუალებით სტუდენტებს?

წერის სიჩქარის გასაუმჯობესებლად

4

რა არის ელექტრონული სწავლების მიზანი?

სტუდენტს განუვითაროს დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

5

სასწავლო პროცესს ეწოდება ჰიბრიდული, თუ...?

ა. სწავლების გარკვეული ნაწილი მიმდინარეობს საკლასო ოთახში, ნაწილი კი დისტანციურად.

ბ.პედაგოგისა და სტუდენტის ფიზიკური დასწრების გარეშე მიმდინარეობს სასწ. პროცესი, მთლიანად ელექტრონულად.

გ.პედაგოგსა და სტუდენტის საკონტაქტო საათების ფარგლებში მიმდინარეობს და სასწ. მასალის მიწოდება ელექტრონული კურსის მეშვეობით ხდება.

ა. სწავლების გარკვეული ნაწილი მიმდინარეობს საკლასო ოთახში, ნაწილი კი დისტანციურად.

5

რაზეა ორიენტირებული ინდივიდუალური ონლაინ სწავლება?

სასწავლო პროცესში ჩართული სტუდენტების შედეგების მიღწევაზე.

5

განმარტეთ ღია და დახურული პლატფორმები.

პირველ შემთხვევაში პროგრამულ უზრუნველყოფა უფასოდაა ხელმისაწვდომი არა მარტო გამოყენების, არამედ საწყისი კოდის მოდიფიცირების დონეზე. ღია წყარო საშუალებას აძლევს მომხმარებლებსა და დეველოპერებს მუდმივად განაახლონ, შეცვალონ და გააფართოვონ პლატფორმა.

 დახურული პლატფორმა მომხმარებლისთვის შეიძლება მისაწვდომი იყოს უფასოდ, მაგრამ საწყისი კოდი იყოს დახურული.

5

XXI საუკუნეში რამ გამოიწვია ელექტრონული სწავლების საჭიროების გაფართოება მთელ მსოფლიოში? 

COVID-19-მა.

5

რა არის ელექტრონული სწავლების უარყოფითი მხარე?

ამ მეთოდით სწავლებისას აუცილებელია მისი ხელმისაწვდომობის გათვალისწინება.

M
e
n
u