"მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად...
მე ნა რხეული
"შენთვის მოვკვდები, გავხდები ყორანთა დასაყივარად, ვიდრე ცოცხალ ვარ გეყოფი, სატირლად და სატკივარად" ვინ ვის მიმართავს ასე "ვეფხისტყაოსანში"?
ნესტანი - ტარიელს
ვინ არის დავარი?
ფარსადანის და, ქაჯეთში გათხოვილი.
ვინ არის ამ ფრაზის ავტორი: ბედითი ბნედა, სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია? სჯობს , საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია!"
ნესტან - დარეჯანი
რა წამოუღო ტარიელმა ხატაეთიდან მიჯნურს?
ყაბაჩა და რიდე
"ბოროტსა სძლია კეთილმან...
არსება მისი გრძელია
ვინ ამბობს: "არ იცი, ვარდნი უეკლოდ არავის მოუკრებიან!"
ავთანდილი
ვინ არის სარიდანი?
ტარიელის მამა, ინდოეთის შვიდი სამეფოთაგან ერთ-ერთის მბრძანებელი.
ვის ეკუთვნის ფრაზა: "რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია"?
როსტევანს
საიდან იყო სამი ძმა, რომლებმაც ნახეს ტარიელი და ავთანდილს უამბეს ამის შესახებ?
ხატაეთიდან
ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია...
სულსა, გულსა
ვინ ვის ეუბნება- "ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვითკირსა".
ავთანდილი ტარიელს
ვინ არის სოგრატი?
როსტევანის ვეზირი
ვისი სიტყვებია? "აქანამდის ნაუბარსა თუცა ვერას ვერ გეტყვია, მაგრა შორით სიყვარული შენგან ჩემი შემიტყვია"
თინათინს
რა ფერის იყო ინდოეთის დროშა?
წითელ- შავი
რა სჯობს "ნაზრახ სიცოცხლეს"?
სიკვდილი სახელოვანი
ვის წყალობას სთხოვს ავთანდილი მეფეს ამ სიტყვებით: "ნუგეშინის- ეც წყალობით ჩემგან წყალობა ჩვეულსა, ნუ დაადინებ თვალთაგან ცრემლსა, სისხლითა ფქვეულსა"
შერმადინის
ვინ არის ჭაშნაგირი?
ფატმანის საყვარელი
ვისი სიტყვებია?" ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია"
როსტევანის ვაზირების
"ამა ქალაქსა წესია დღესა მას ნავროზობასა" რომელი დღესასწაულია ნავროზობა?
მაჰმადიანთა ახალი წელი
როდის არ იხსენები ღარიბად?
თუ თავი შენი შენ გახლავს
ვის ეუბნება ტარიელი- "მან მიუგო: უცხოს უცხო აგრე ვითა შეგიყვარდი, გასაყრელად გეძნელები იადონსა ვითა ვარდი".
ავთანდილს
ვინ არის დულარდუხტი?
ქაჯეთის დედოფალი
ვის ეკუთვნის ეს ფრაზა: "მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაში- მტლუში!"
ავტორს
გაიხსენეთ, რა გამოუგზავნა ნესტან - დარეჯანმა ტარიელს ქაჯეთის ციხიდან ?( წერილის გარდა )
რიდის კუთხის ნახევი.