მეცნიერებას რიცხვების, გეომეტრიული ფიგურების და გარდაქმნების შესახებ ეწოდება ...................
მათემატიკა
წყალსატევში 10 თევზია. 2 ჩაიძირა, 4-მა გაცურა, 3 მოკვდა. რამდენი თევზი დარჩა წყალსატევში?
10(რადგან არცერთ თევზს წყალსატევი არ დაუტოვებია).
ბრიტანელმა ექიმმა რობერტ მაკკორმაკმა ერთერთ კონფერენციაზე თქვა: ,,დასანანია დაკარგო ცხოვრების 1/3 ამაში, მაგრამ რას იზამ,ეს აუცილებელია''. დაასახელეთ ეს.
ძილი
საანგარიშო დაფა არითმეტიკული გამოთვლებისთვის, იხმარებოდა ძველ საბერძნეთში, რომში, შემდეგ -დასავლეთ ევროპაში. დაყოფილი იყო ზოლებად, ანგარიში ხდებოდა ამ ზოლებში მოთავსებული სათვლელი ქვების(კენჭების, ძვლის კოჭების) გადაადგილებით.
აბაკი
მარტივ რიცხვთა ცხრილის შედგენის უძველეს მარტივ ხერხს უწოდებენ
ერატოსთენეს საცერს
მამისა და შვილის ასაკი ჯამში 66 წელია. მამის ასაკია შვილის ასაკი შებრუნებით. რამდენი წლის შეიძლება იყოს მამა? შვილი?
15 და 51; 60 და 6; 24 და 42
აშშ -ში ეს ზეიმი ყოველწლიურად აღინიშნება 14 მარტს და სრულიად შემთხვევით დაემთხვა აინშტაინის დაბადების დღეს. მთავარი სადღესასწაულო ღონისძიებები იწყება ზუსტად 1 საათსა და 59 წუთზე შუადღის შემდეგ. რას ეძღვნება ეს ზეიმი?
მათემატიკური მუდმივა პის.
ორი აკლდამა, ორი ქანდაკება,ბაღი, ტაძარი და სანავიგაციო აგრეგატი. რას წარმოადგენენ ისინი ერთად?
მსოფლიოს 7 საოცრებას
კლასის მოსწავლეთა 20%-ს აქვს შავი თმა, 70%-ს ყავისფერი თმა, ხოლო 10%-ს ქერა თმა. რამდენი მოსწავლეა კლასში, რომელსაც აქვს ყავისფერი ან ქერა თმა?
24
ალექსანდრეს შაბათობით უხდიან 20 ლარს, კვირაობით-30 ლარს, კვირის დანარჩენ დღეებში-10 ლარს. რა მაქსიმალური თანხის გამომუშავება შეუძლია მას 22 დღის განმავლობაში?
330 ლარი
ადამიანს ეს ორჯერ მიეცემა ცხოვრებაში, ორივეჯერ უფასოდ, ხოლო მესამედ უკვე ფულის გადახდა მოუწევს. რა არის?
კბილები
ევროპელებმა მათ შესახებ არაბებისგან შეიტყვეს და სწორედ ამიტომ უწოდებენ მათ ,,არაბულს''. სინამდვილეში კი მათი სამშობლო ინდოეთია. რაზეა საუბარი?
ციფრებზე
მართკუთხა პარალელეპიპედის სიგრძე, სიგანე და სიმაღლე შესაბამისად 2სმ, 4 სმ და 8 სმ -ის ტოლია. იპოვეთ იმ კუბის წიბო, რომლის მოცულობა ამ პარალელეპიპედის მოცულობის ტოლია.
4სმ
სამი ქათამი სამ დღეში დებს სამ კვერცხს. რამდენ კვერცხს დადებს 12 ასეთივე ქათამი 12 დღეში?
48
სერ ისააკ ნიუტონის კემბრიჯის მათემატიკური ინსტიტუტის შენობა აგებულია იმის გათვალისწინებით, რომ მათემატიკოსებს ჰქონდეთ კოლეგებთან მუდმივად იდეების გაცვლის საშუალება. ინსტიტუტის შენობაში მოძრაობის დროსაც კი. ამ მიზნით, ინსტიტუტის უკლებლივ ყველა ოთახში,მათს შორი საპირფარეშოშიც და ლიფტშიც კი არის .......... რა?
დაფა და ცარცი
აინშტაინი ამბობდა: ვიდრე ისინი შემოესეოდნენ ფარდობითობის თეორიას, მე მესმოდა იგი, მაგრამ ახლა თავადაც არ ვიცი რა არის ფარდობითობის თეორია. დაასახელეთ მეცნიერება, რომლის წარმომადგენლებზე საუბრობდა აინშტაინი.
მათემატიკა. (როგორც ცნობილია აინშტაინს მათემატიკა ცუდად ესმოდა)
ავტოსამრეცხაოს ყველა თანამშრომელი მუშაობს ერთნაირი სიჩქარით და 8 ადამიანს შეუძლია 50 ავტომობილის გარეცხვა 60 საათში. რამდენ საათში გარეცხავს ავტოსამრეცხაოს 4 თანამშრომელი 100 ავტომობილს?
60 სთ
მარი 24 წლისაა. იგი ორჯერ დიდია, ვიდრე ანა იყო, როცა მარი იყო იმდენის, რამდენისაც ანა არის ახლა. რამდენი წლისაა ანა ახლა?
18
ეს ყველასთვის კარგად ცნობილი სიტყვა ძველი ბერძნული წარმოშობისაა. შუა საუკუნეებში ის ლათინურ ენაში მოხვდა, იქიდან კი პოლონურში. საიდანაც რუსულში და, სავარაუდოთ, რუსულიდან ქართულ ჟარგონში. ახლა კი შეეცადეთ უპასუხოთ კითხვას, რა სიტყვას ხმარობდნენ პოლონელები ,,დასვრილი ქაღალდის ნაგლეჯის'' აღსანიშნავად?
,,შპარგალკა''
1954 წელს ქ. სან -ბერნარდინოში ვინმე რეი კროკი შევიდა სასაუზმეში და განცვიფრებული დარჩა იმით, რომ კოქტეილი, კარტოფილი და ჰამბურგერი მას მიართვეს ნახევარ წუთში და სულ 15 ცენტად. რა დააარსა ამის შემდეგ რეი კროკმა?
,,მაკდონალდსის'' რესტორნები