რა არის პერსონალური მონაცემი?
ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს
რამდენი პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს პერსონალური მონაცემების დამუშავება?
ყველა პრინციპის დაცვით
სად არ შეიძლება ვიდეომონიტორინგის განხორციელება?
ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში, ისეთ ადგიელბში სადაც მონაცემთა სუბიექტს გონივრული მოლოდინი აქვს, რომ ვიდეომონიტორინგი არ განხორციელდება....
რა არის იურიდიული პირის პერსონალური მონაცემი?
იურიდიულ პირზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი არ ვრცელდება
დამუშავების რომელ საფუძველს იყენებენ ყველაზე ნაკლებად საჯარო დაწესებულებები?
თანხმობას
დაასახელეთ აუდიომონიტორინგის განხორციელების ერთი საფუძველი მაინც
საოქმო ჩანაწერის საწარმოებლად, მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესის შემთხვევაში, თანხმობით, კანონდმებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში
რა არის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება?
მონაცემთა მიმართ შესრულებული ყველა მოქმედება
რამდენი საფუძველია საჭირო მონაცემთა დასამუშავებლად?
ერთი მაინც
როდის შეიძლება ბიომეტრიული მონაცემების დამუშავება?
ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია საქმიანობის განხორციელების, უსაფრთხოების, საკუთრების დაცვისა და საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნებისთვის და ამ მიზნების სხვა საშუალებით მიღწევა შეუძლებელია ან დაკავშირებულია არაპროპორციულად დიდ ძალისხმევასთან
რას ნიშნავს მონაცემთა ავტომატური და ნახევრად ავტომატური დამუშავება?
მონეცემების ელექტრონულად ან ნაწილობრივ მატერიალურად დამუშავება
რომელი ახალი პრინციპი დაემატა არსებულს, რომელსაც ასევე ითვალისწინებს კანონის ცალკე მუხლიც?
მონაცემთა უსაფრთხოება
რომელი საფუძველი გვჭირდება ვიდეო-აუდიო მონიტორინგისას?
როგორც ვიდეომონიტორინგის ასევე აუდიომონიტორინგის თითო საფუძველი მაინც
არის თუ არა სისხლის ჯგუფი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი?
არა
დაასახელეთ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების ერთი საფუძველი მაინც
წერილობითი თანხმობა, შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე... ჯანდაცვა... სასიცოცხლო ინტერესები.... კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევა
ვიდეო, აუდიო მონიტორინგისა და ბიომეტრიული მონაცემების დამუშავებისას რომელ შემთხვევაშია სავალდებულო დოკუმენტის/წესის შემუშავება?
სამივე შემთხვევაში სავალდებულოა