მცენარის რომელ ორგანოში წარმოიქმნება საკვები?
ფოთლებში
სუნთქვა ისეთი სასიცოცხლო პროცესია, რომლის დროსაც ორგანიზმი გარემოდან -1- შთანთქავს, ორგანიზმიდან გარემოში კი -2- გამოიყოფა.
რა უნდა ეწეროს -1- და -2- ადგილას?
-1- ადგილას უნდა ეწეროს ჟანგბადი.
-2- ადგილას უნდა ეწეროს ნახშიროჟანგი.
ფოთლებში წყლისა და ნახშიროჟანგისაგან მცენარისათვის "სადილი მზადდება".
ჭეშმარიტია თუ მცდარი ეს წინადადება?
ჭეშმარიტია
მცენარე ყველა ორგანოს საშუალებით სუნთქავს.
ჭეშმარიტია თუ მცდარი ეს წინადადება?
ჭეშმარიტია.
სინათლეზე ფოთლებში საკვების შექმნას ... ეწოდება.
დაასახელეთ გამოტოვებული სიტყვა.
ფოტოსინთეზი
რომელი ორგანოს დახმარებით იღებს მცენარე ყველაზე მეტ ჟანგბადს?
ფოთლების
რა ჰქვია მცენარის ფოთოლში წარმოქმნილ საკვებ ნივთიერებას? რისთვის იყენებს მცენარე მას?
მცენარის ფოთოლში წარმოქმნილი საკვები ნივთიერება არის შაქარი. შაქრის ნაწილს მცენარე ზრდისა და განვითარებისათვის იყენებს.
ფოთოლს თვალით უხილავი მრავალი პაწაწინა ნაწილი აქვს. მათ -1- ეწოდება. ღია ბაგეებში წარმოიქმნება სიცარიელე – -2-, რომელშიც ადვილად შედის ჰაერი.
რა უნდა ეწეროს -1- და -2- ადგილას?
-1- ადგილას უნდა ეწეროს ბაგეები.
-2- ადგილას უნდა ეწეროს ბაგეების ხვრელი.
რომელ ორგანოებში გროვდება ზედმეტი შაქარი და როდის იყენებს მას მცენარე?
ზედმეტი შაქარი ფესვებში, ღეროებსა და ფოთლებში გროვდება. დაგროვილ შაქარს მცენარე მაშინ იყენებს, როდესაც საკვებს ვეღარ წარმოქმნის.
ბაგეების ხვრელის საშუალებით ჟანგბადი ფოთლებში აღწევს. აქედანვე გამოიყოფა ნახშიროჟანგი და ორთქლდება წყალი.
ჭეშმარიტია თუ მცდარი ეს წინადადება?
ჭეშმარიტია.