ამ ნორვეგიელი ექსპრესიონისტის ყველაზე ცნობილი ნახატი 2012 წელს აუქციონზე რეკორდულ ფასად, 120 მილიონ დოლარად გაიყიდა
ედვარდ მუნკი
2001 წლის ამ ფილმში დენის მეგობრების რაოდენობა ზუსტად ემთხვევა საფეხბურთო გუნდის სასტარტო მოთამაშეთა რიცხვს
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეს ჯგუფი აერთიანებს იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც ოფიციალურად თქვეს უარი შიდა სასაზღვრო კონტროლზე. მას ლუქსემბურგის იმ სოფლის სახელი ჰქვია, სადაც შეთანხმებას მოეწერა ხელი
შენგენის ზონა
თუ ამ კითხვას აირჩევთ, ან გამოიცნობთ ან ვერა. გამოცნობის შანსის გასაზრდელად, გეტყვით, რომ ცვლადის ამ ტიპს სახელი ჯორჯ ბულის საპატივსაცემოდ ეწოდა
ბულეანი
ის შედგება ხის ცილინდრული კორპუსისა და მასზე გადაჭიმული ტყავისგან, რომელსაც ხელით ან ჯოხებით უკრავენ
დოლი
წორედ მან მიაღწია პირველმა სამხრეთ პოლუსს 1911 წელს, დაასწრო რა რობერტ სკოტს
რუალ ამუნდსენი
ასე ეწოდება კომპანიას, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც მეღვინეობის უძველეს სამშობლოს
8000 მოსავალი
რენესანსის ეპოქის ცნობილი ჰუმანისტის სახელობის ეს პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, ერთი ან ორი სემესტრით სხვა წევრი ქვეყნის უნივერსიტეტში ისწავლონ
ერასმუსი (Erasmus+)
თუ პროგრამირების პროცესს აისბერგს შევადარებთ, ეს არის მისი წყალქვეშა ნაწილი
ერთი პოეტის აზრით, ეს ოთხსიმიანი ჩამოსაკრავი ინსტრუმენტი სიმართლეს უნდა მსახურებდეს
ჩონგური
ერთადერთი ნობელის პრემია, რომელიც შვედეთის ნაცვლად ოსლოში გაიცემა
მშვიდობის დარგში
ამ რომანის სათაური აღებულია მე-17 საუკუნის ლექსიდან, რომელიც ქალაქ ქაბულს ეძღვნება
1000 მოელვარე მზე
ასე ეწოდება ამ გეოგრაფიული და ეკონომიკური რეგიონს, რომელსაც ბულგარეთი 2026 წლის 1 იანვარს შეუერთდა
ევროზონა/ევროლენდი/ევროსისტემა
ლეგენდის თანახმად, ეს ტერმინი პირველად მაშინ გამოიყენეს, როდესაც 1947 წელს კომპიუტერ Mark II-ის რელეში ნამდვილი მწერი გაიჭედა
ბაგი
მის აჭარულ სახესხვაობას ჭიბონი ეწოდება
გუდასტვირი
ედვარდ გრიგი
როგორც ისტორიული წყარეობიდან ვიგებთ, მათ ომში დედა და დაც დაკარგეს
9 ძმა ხერხეულიძე
ამ ტერმინით მოიხსენიებენ ევროკავშირის წევრობის მსურველი ქვეყნებისთვის დადგენილ კრიტერიუმებს. ეს კითხვა "დანიურ თემაშიც" შეიძლება მოსულიყო
კოპენჰაგენის კრიტერიუმები
ამ ტერმინს იყენებენ მონაცემთა სტრუქტურის აღსანიშნავად, სადაც ელემენტები ერთმანეთზეა „დახვავებული“. ბოლო დამატებული ელემენტი პირველი ამოიღება - ზუსტად ისე, როგორც სამზარეულოში დალაგებული თეფშების შემთხვევაში
სტაკი
საქართველოს ერთ კონკრეტულ რეგიონში პოპულარული ეს ინსტრუმენტი "მწაუხარების საკრავად" მოიხსენიება.
შეიძლება საკმაოდ ცოტა მინიშნებაა, მაგრამ კითხვის ავტორისათვის სრულიად საკმარისი.
ჩანგი
ჰარი ჰოლე
წორედ ამ პაპის მიერ 1095 წელს კლერმონის საეკლესიო კრებაზე წარმოთქმული სიტყვა „ღმერთს ასე სურს!“ გახდა პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის დაწყების მიზეზი.
ურბან II
ევროკავშირის ოფიციალური ჰიმნი არის ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის ფინალური ნაწილი, რომელიც ფრიდრიხ შილერის ამ ლექსზეა დაწერილი
ოდა სიხარულს
ამ აბრევიატურით აღნიშნულ ტერმინს ხშირად რესტორნის ოფიციანტს ადარებენ: ის იღებს თქვენს შეკვეთას, მიაქვს სამზარეულოში და უკან გიბრუნებთ მზა კერძს
API
ასე ეწოდება ქართულ მრავალღერიან სალამურს
ლარჭემი/ლარჭემ-სოინარი