რაიმე მოვლენის მოხდენის ალბათობა შეფარდებული მოვლენის არმოხდენის ალბათობასთან
შანსები (Odds)
თუ რისკების შეფარდება (Risk Ratio) არის 1.0, რას ნიშნავს ეს ექსპოზიციასა და დაავადებას შორის კავშირზე?
ექსპოზიციასა და დაავადებას შორის ასოციაცია არ არის
რა ეწოდება პოპულაციის ქვესიმრავლეს, რომელზე დაკვირვებაც მიმდინარეობს
ამონარჩევი (sample)
რა ეწოდება დაავადების შემთხვევათა რაოდენობის სწრაფ მატებას შეზღუდულ პოპულაციაში, მოსალოდნელ რაოდენობასთან შედარებით?
ეპიდაფეთქება
რომელი საზომი პასუხობს კითხვას, თუ ვის ემართება დაავადება
ინციდენტობა (რისკი)
რომელი საზომი შეიძლება გამოისახოს შემდეგნაირად:
(პრევალენტობა ექსპოზირებულებში) – (პრევალენტობა არაესპოზირებულებში)
პრევალენტობათა სხვაობა
რომელი აღწერილობითი საზომი გამოხატავს მონაცემთა ნაკრების შუა მნიშვნელობას, როდესაც მონაცემები დალაგებულია ზრდის მიხედვით?
მედიანა
გრაფიკული გამოსახულება, რომელიც გვიჩვენებს შემთხვევების განაწილებას დროის მიხედვით და გვეხმარება აფეთქების ტიპის დადგენაში.
ეპიდემიოლოგიური მრუდი
კვლევაში მონაწილე 1 000 ჯანმრთელი ადამიანი ჯამურად დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა 15 000 ადამიანი-წლის განმავლობაში. კვლევის მიმდინარეობისას გამოვლინდა C ჰეპატიტის 37 ახალი შემთხვევა. ამ კვლევის მიხედვით, რას უდრის C ჰეპატიტის ინციდენტობის სიხშირე 100 000 ადამიანი-წელზე?
246.7
ჩამოთვლილთაგან, რომელიც საზომის გამოთვლა შეგვიძლია ერთმომენტიან კვლევებში:
1. რისკების თანაფარდობა
2. ინციდენტობის სიხშირეთა თანაფარდობა
3. პრევალენტობათა თანაფარდობა
3. პრევალენტობათა თანაფარდობა
ხარისხობრივი ცვლადის ტიპი, რომელშიც კატეგორიებს აქვთ რიგითობა
ორდინალური
ეპიდაფეთქების მოკვლევის ეტაპი, რომელიც აერთიანებს კლინიკურ კრიტერიუმებს, პიროვნების მახასიათებლებს, დროსა და ადგილს შემთხვევების იდენტიფიცირებისთვის
შემთხვევის განსაზღვრება (Case definition)
რომელია ზედმეტი: კუმულაციური ინციდენტობა, ინციდენტობის სიხშირე, რისკი, ინციდენტობის პროპორცია
ინციდენტობის სიხშირე
True or False
(რისკი ექსპოზირებულებში)/(რისკი არაექსპოზირებულებში)
იგივეა, რაც P/(1-P)
FALSE
რა არის მონაცემთა ნაკრების ყველაზე მაღალ და ყველაზე დაბალ მნიშვნელობებს შორის სხვაობა?
დიაპაზონი (Range)
ორი მთავარი ფაქტორი, რომელთაგან ერთ-ერთი მაინც უნდა იყოს უცნობი, რათა ეპიდაფეთქების მოკვლევას მიენიჭოს უმაღლესი პრიორიტეტი
რომელი საზომის გამოსათვლელი ფორმულაა: A/PT
ინციდენტობის სიხშირე
TRUE or FALSE
ქალებშიც და კაცებშიც ექსპოზიციასა და დაავადებას შორის რისკების თანაფარდობა უდრის 2-ს. შესაბამისად, ქალებში და კაცებში ამ დაავადების რისკი ერთნაირია
FALSE
რომელი სტატისტიკური საზომი ახასიათებს მონაცემთა გაფანტულობას საშუალო არითმეტიკულიდან?
სტანდარტული გადახრა, დისპერსია
მოკვლევის რომელი ეტაპი გულისხმობს ასოციაციის საზომების გამოთვლას და მიზეზ-შედეგობრივი კავშირების სტატისტიკურ დასაბუთებას?
ჰიპოთეზის შემოწმება