რა არის გაეროს მთავარი მიზანი?
მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება
რა არის ჰუმანიტარული სამართლის მთავარი მიზანი?
➡️ ომის დროს ადამიანების დაცვა
რატომ მონაწილეობს საქართველო საერთაშორისო პროცესებსა და ორგანიზაციებში?
მშვიდობის, უსაფრთხოებისა და განვითარების უზრუნველსაყოფად
რა განსხვავებაა ტოლვილსა და დევნილს შორის?
ლტოლვილი ტოვებს საცხოვრებელ ქვეყანას, ხოლო დევნილი საკუთარ ქვეყანაში გადადის სხვა რეგიონში საცხოვრებლად.
რას ნიშნავს ტრეფიკინგი?
ადამიანებით ვაჭრობა — როცა ადამიანს ძალით, მოტყუებით ან ზეწოლით იყენებენ ექსპლუატაციისთვის.
ეკონომიკური კრიზისები, ომები, პოლიტიკური კონფლიქტები, პანდემიები, ბუნებრივი კატასტროფები
ვის იცავს ჰუმანიტარული სამართალი პირველ რიგში?
➡️ მშვიდობიან მოსახლეობას და დაჭრილებს
რა ფორმით მონაწილეობს საქართველო საერთაშორისო სამშვიდობო პროცესებში?
➡️ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით და თანამშრომლობით
რას ნიშნავს ტერმინი ეკო-მიგრანტი?
ეს არის ადამიანი, რომელიც იძულებულია დატოვოს თავისი საცხოვრებელი ადგილი გარემოსდაცვითი პრობლემების გამო: მიწისძვრა, მეწყერი, ვულკანი და ა.შ.
დაასახელე ტრეფიკინგის ერთი ფორმა.
იძულებითი შრომა / სექსუალური ექსპლუატაცია / იძულებითი ქორწინება (ერთ-ერთი საკმარისია)
როგორია საზოგადოების რექაცია არსებულ გამოწვევებზე?
დემონსტრაციების ორგანიზება, ძალადობრივი რეაქცია, კონფლქტები
რატომ არის აკრძალული სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმა?
➡️ რადგან ისინი არ მონაწილეობენ ბრძოლაში
რატომ არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო თანამშრომლობა ადამიანის უფლებების დაცვისთვის?
➡️ რადგან საერთო წესები და შეთანხმებები იცავს ადამიანებს სხვადასხვა ქვეყანაში
განმარტე რას ნიშნავს ლეგალური და არალეგალური მიგრაცია..
ლეგალურია მიგრაცია, როდესაც შესაბამისი სამართლის ნორმებით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით რეგულირდება, როდესაც კანონის ყველა წესს ემორჩიალებიან მიგრანტები.
არალეგალურია მიგრაცია, როდესაც მიგრანტები ჩუმად, კანონმდებლობის გვერდის ავლით, ყალბი დოკუმენტებით შედიან სხვა ქვეყანაში.
როგორ შეიძლება ტრეფიკინგში მოხვედრის რისკი გაიზარდოს?
ცრუ სამუშაო შეთავაზებებზე დაჯერება, უცნობებთან პირადი ინფორმაციის გაზიარება, დაუცველი მიგრაცია.
რა განსხვავებაა რადიკალიზმსა და ძალადობრივ ექსტრემიზმს შორის?
რადიკალიზმის საზოგადოებაში გავრცელებული იდეებისა თუ წესებისგან რადიკალურად განსხვავებულ შეხედულებებს გულისხმობს, რაც ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება. ძალადობრივი ექსტრემიზმი კი ძალადობრივ ქმედებას, რაც თავისთავად კანონდარღვევაა.
რომელი ორგანიზაცია აკონტროლებს ჰუმანიტარული სამართლის დაცვას და ეხმარება დაზარალებულებს?
➡️ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი
როგორ ეხმარება საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებაში?
➡️ პარტნიორი ქვეყნების და ორგანიზაციების მხარდაჭერით
რა განსხვავებაა ეკონომიკურ მიგრანტსა და ლტოლვილს შორის?
➡️ ეკონომიკური მიგრანტი გადადის უკეთესი ცხოვრებისათვის, ლტოლვილი — საფრთხისგან თავის დასაღწევად
რა უნდა გააკეთოს ადამიანმა თუ ეჭვი აქვს, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლია ან ასეთ სიტუაციაშია?
მიმართოს პოლიციას, დარეკოს დახმარების ცხელ ხაზზე, ან მიმართოს სანდო ორგანიზაციას.
რა არის ტერორიზმი და ვინ არიან ტერორისტების სამიზნეები?
ტერორიზმი-დაშინება, ცემა, მისი მიზანი საზოგადოებაში შიშის დანერგვა და პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენაა. მათი სამიზნე, როგორც წესი მშვიდობიანი მოქალაქეები არიან.
რას ეწოდება ჰუმანიტარული სამართლის მძიმე დარღვევას?
➡️ ომის დანაშაული
როგორ შეიძლება გლობალურმა პროცესებმა (მაგ., კრიზისებმა ან კონფლიქტებმა) იმოქმედოს საქართველოზე?
➡️ ეკონომიკაზე, უსაფრთხოებაზე და სოციალურ მდგომარეობაზე გავლენით
როგორ შეიძლება მიგრაციამ ერთდროულად დადებითი და უარყოფითი გავლენა მოახდინოს როგორც გამგზავნი, ისე მიმღებ ქვეყანაზე?
რატომ არის მნიშვნელოვანი საზოგადოების ინფორმირება ტრეფიკინგის შესახებ?
რათა ადამიანებმა ამოიცნონ საფრთხეები, თავიდან აიცილონ რისკები და დაეხმარონ სხვებს.