რა არის ,,პროსპექტი"?
ა) რომაული საჭმელი
ბ) ქალაქის ცენტრალური ქუჩა
გ) ძველი უმაღლესი სასწავლებელი
დ) დაწესებულება, სადაც ვაჭრები თავს იყრიდნენ
ბ) ქალაქის ცენტრალური ქუჩა
განმარტე, რა არის მნათობი?
ცის მანათობელი სხეული; ვარსკვლავი
განმარტე შენი სიტყვებით:
,,სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი"
შერცხვენილ სიცოცხლეს გმირულად სიკვდილი ჯობიაო
რომელ საუკუნეში დაიწერა ,,ვეფხისტყაოსანი" და ვინ ითვლება მის ავტორად.
მე-12 - მე-13 საუკუნეებში.
შოთა რუსთაველი
რომელია გრამატიკის ნაწილები და რას სწავლობს თითოეული?
მორფოლოგია და სინტაქსი.
მორფოლოგია - სიტყვებსა და მათი ფორმაცვალებადობის წესებს
სინტაქსი - წინადადებებს.
რა არის ქარვასლა?
ა) დიდძალი ქონება
ბ) საავადმყოფო ძველად
გ) სასტუმრო სახლი მგზავრებისა და ქარავნებისათვის
დ) ერთგვარი მუსლიმანური სალოცავი
გ) სასტუმრო სახლი მგზავრებისა და ქარავნებისათვის
განმარტე შენი სიტყვებით ,,მოუბარი წყლიანი"
ენაწყლიანი, კარგი მოსაუბრე.
განმარტე შენი სიტყვებით:
,,არ იცი, ვარდი უეკლოდ არავის მოუკრებიან."
სანამ საქმის შედეგს მიიღებ, მრავალი დაბრკოლების გადალახვა გიწევს.
გავრცელებული მოსაზრებით, ვის ეძღვნება პოემა ,,ვეფხისტყაოსანი"?
თამარ მეფეს
რამდენი მეტყველების ნაწილია ქართულში? ჩამოთვალე
10
რა არის ზარაფხანა?
ა) ადგილი, სადაც მონეტებს ჭრიდნენ
ბ) იარაღის შესანახი ადგილი
გ) ძველი ციხესიმაგრე
დ) ბერძენი ისტორიკოსი
ა) ადგილი, სადაც მონეტებს ჭრიდნენ
რა არის სკიპტრა?
სამეფო კვერთხი, იგივე ჯოხი.
გაიხსენე აფორიზმი, რომლის მიხედვითაც ქალსა და მამაკაცს თანაბარი უფლებები აქვს.
,,ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია."
რომელი საუკუნით თარიღდება ,,ვეფხისტყაოსნის" ყველაზე ძველი ტექსტი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია? სად არის ის?
მე-15 - მე-16. ვარძიის პირდაპირ, ვანის ქვაბთა მონასტრის კედელზე.
სახელის ცვლილებას ბრუნვების მიხედვით ბრუნება ჰქვია. რა ეწოდება ზმნის ცვლილებას პირის მიხედვით?
უღლება
ვის უწოდებდნენ არისტოკრატიას?
ა) ვაჭრებსა და ხელოსნებს
ბ) სასულიერო პირებს
გ) მასწავლებლებსა და მოსწავლეებს
დ) დიდგვაროვნებს
დ) დიდგვაროვნებს
განმარტე სიტყვები: სპასპეტი, ამირსპასალარი
სარდალი, სამხედრო მინისტრი
გაიხსენე აფორიზმი, რომელიც გვეუბნება, რომ ტკბილი სიტყვით ნებისმიერი ადამიანის დაყოლიებას შეძლებ.
,,გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი"
რომელი საუკუნისაა ,,ვეფხისტყაოსნის" ყველაზე ძველი ხელნაწერი წიგნები?
მე-17 - მე-18
დამისახელე მიცემითი ბრუნვის თანდებულები მაგალითებთან ერთად.
-ვით, -თან, -ზე, -ში.
რას ნიშნავს ,,სატრანზიტო"?
ა) სამედიცინოს
ბ) საქველმოქმედოს
გ) ერთი ქვეყნიდან მეორეში გადამტანს
დ) საგანმანათლებლოს
გ) ერთი ქვეყნიდან მეორეში გადამტანს
რას ნიშნავს ტაიჭი?
ჯიშიან ცხენს
გაიხსენე აფორიზმი, რომელიც გასაჭირში მხნედ ყოფნისკენ მოგვიწოდებს.
,,ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვიტკირსა."
სადაა გამოსახული შოთა რუსთაველის პორტრეტი?
იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტერში, სვეტზე.
რამდენ პირიანია ზმნა ,,დავუწერე"? შეუწყვე პირები და გაარკვიე, რომელია მათგან სუბიექტი, რომელი პირდაპირი ობიექტი და რომელი ირიბი ობიექტი.
დავუწერე მე (s) მას (ირ/o) ის (პ/o)