რას ეწოდება პირადი ინფორმაცია?ჩამოთვალეთ
პირადი ინფორმაციაა ყველაფერი, რითაც შეიძლება ადამიანის ამოცნობა: სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ფოტოები და პაროლები
რატომ არის პაროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი?
იცავს პირად ანგარიშს უცხო პირებისგან
რას ნიშნავს ონლაინ წესების დაცვა?
უსაფრთხო და თავაზიან ქცევას ინტერნეტში.
რა არის საავტორო უფლება?
უფლება, რომელიც იცავს ავტორის ნამუშევარს.
რატომ არ უნდა გავაზიაროთ პირადი ინფორმაცია?
უსაფრთხოების მიზნით
როგორი პაროლი არის ძლიერი?
ძლიერი პაროლი შედგება დიდი და პატარა ასოების, ციფრებისა და სპეციალური სიმბოლოებისგან.
რა უნდა გავაკეთოთ, თუ უცნობი ადამიანი ინტერნეტში ცუდ შეტყობინებას გვიგზავნის?
არ ვუპასუხოთ და ვუთხრათ მშობელს ან მასწავლებელს.
შეიძლება თუ არა სხვისი სურათის გამოყენება ნებართვის გარეშე?
არა, საჭიროა ნებართვა.
„რატომაა სახიფათო პირადი ინფორმაციის გაცემა?“
ბოროტმა ადამიანებმა შეიძლება მოგატყუონ, შენი პირადი ინფორმაცია მოიპოვონ ან შენი ანგარიში გატეხონ
როგორ უნდა გამოვიყენოთ სხვისი მასალა სწორად?
ავტორის ნებართვით ან წყაროს მითითებით.