რამდენ ქვეყანას მოუგია FIFA მსოფლიო ჩემპიონატი ოდესმე?
8–ს
17 x 8 = ?
როგორ უნდა დაადგინო, ჭიაყელას რომელი ბოლოა თავი?
მოუღუტუნე შუაში და ნახე რომელი ბოლო დაიწყებს სიცილს
რა არის ევერესტის სიმაღლე?
8848 მეტრი
რა ერქვა ბაგრატ III ის მამას?
გურგენი
რა ჰქვია საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" სტადიონს?
კამპ ნოუ
როგორ გამოითვლება წრეწირის პერიმეტრი?
2 * 3.1415... * რადიუსზე
რატომ მიფრინავენ ჩიტები თბილ ქვეყნებში?
იმიტომ რომ სიარული დიდხანს მოუწევთ
რომელ მთაზე დედამიწაზე არის ყველაზე დაბალი გრავიტაცია?
ჰუასკარანი
რა ერქვა დავით აღმაშენებლის მამას?
გიორგი II
რამდენი ადამიანია პლაჟის ფრენბურთის გუნდში?
2
რას უდრის ოთხკუთხედის შიდა კუთხეების ჯამი?
360 გრადუსს
რატომ არ უნდა მოუყვე ანეკდოტები კვერცხს?
იმიტომ რომ გასკდება სიცილით
ამიხსენით ეგზოპლანეტების ტრანზიტის მეთოდით აღმოჩენის პრინციპი
პლანეტა ჩაუვლის ვარსკვლავს ჩვენსა და ვარსკვლავს შორის, გადაფარავს მის სინათლეს და იმის და მიხედვით რა სიხშირითაც ჩაუვლის და რამდენად გადაფარავს ვიგებთ პლანეტის ზომას და წელიწადის დროს
რომელ წელს გამეფდა დავით აღმაშენებელი?
1089
რომელ იტალიურ კლუბში თამაშობდა დიეგო მარადონა?
ნაპოლი
დამისახელეთ რაც შეიძლება მეტი პი რიცხვის ციფრი
3.14159265359...
სად მუშაობს მეცნიერი – ჯადოქარი?
ლაბრაკადაბრატორიაში
რა ჰქვია თოვლის ქოლგას?
პარანეჟი
რომელ წელს დაიბადა დავით აღმაშენებელი?
1073
რამდენი წუთი იყო სხვაობა დიეგო მარადონას "ღმერთის ხელი" და "საუკუნის გოლი" გოლებს შორის?
4 წთ
(3x + 1)2 = ?
9x2 + 6x + 1
იცოდით, რომ როკ–ნ–როლი გამოიგონეს ძველ საბერძნეთში? ვინ არის თქვენი აზრით როკ–ნ–როლის მამა?
სიზიფე
ვინ დაწერა მთვარის სონატა?
ბეთჰოვენმა
რომელ ბრძოლაში შემოიერთა დავით აღმაშენებელმა კახეთ–ჰერეთი?
ერწუხის ბრძოლაში