ისტორია
გეოგრაფია
მოქალაქეობა
სხვადასხვა
?
100

“თუ არ არსებობს გზა,ჩვენ მას თავად გავიყვანთ“,ესაა მხედართმთავარი,რომელმაც რომის დასალაშქრად სპილოებით გადაიარა ალპები.                                       შეკითხვა:ვინ არის ეს მხედართმთავარი?                                                                            

ჰანიბალი

100

ამ გეოგრაფიულ ობიექტს ხშირად "მსოფლიოს სახურავს" უწოდებენ. ადგილობრივ ენაზე მისი სახელი ნიშნავს "ღმერთების დედას" (ჩომოლუნგმა), ხოლო ევროპელებმა მას ბრიტანელი გეოდეზისტის პატივსაცემად დაარქვეს სახელი. რა ობიექტია ეს?

ევერესტი

100

გამოიცანით, ის რაც XX საუუკუნის გავლენიალი ვრიტანელი პოლიტიკოსის აზრით უარესთა შორის ცუდია. გამოსაცნობ მართველობის ფორმა სათავეს ძველ საბერძნეთში იღებს და თაამედროვე პირვანდელი ფორმისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. სწორედ ბერძნულიდან მოდის მისი სახელწოდებაც, რაც ქართულად ხალხის მმართვეობად ითარგმნება. 



100

გამოიცანით პრინციპი, რომელიც დემოკრატიულ ქვეყნებში ადგილობრივი ხელისუფლების და ქვეყანაში ძალაუფლების ვერტიკალური დანაწილების საფუძველია. ამ პრინციპის მეშვეობით ადგილზე მოგვარებადი საკითხი ცენტს აღარ გადაეცემა, რის შედეგადაც ადამიანი და ფინანსური რესურსები იზოგება.

სუბსიდიარობის პრინციპი

100

“მე ვოცნებობ“-რომელმა ცნობილმა ადამიანმა დაიწყო თავისი გამოსვლა მრავალათასიან საპროტესტო აქციაზე ამ სიტყვებით?                

მარტინ ლუთერ კინგი

200

.“მისი ყოფნა ბრძოლის ველზე 40000 ჯარისკაცის ტოლფასია .ეს სიტყვები  ერთ-ერთმა ჰერცოგმა წარმოთქვა ამ პიროვნების სამხედრო საქმიანობით აღტაცებულმა.                                                                               შეკითხვა:რომელ ისტორიულ პიროვნებაზეა საუბარი?

ნაპოლეონ ბონაპარტი

200

.როდესაც ევროპელებმა სამხრეთ ამერიკის უკიდურეს სამხრეთში მდებარე არქიპელაგს ჩაუარეს, მათ შორიდანვე შენიშნეს ადგილობრივი ინდიელების მიერ დანთებული უამრავი კოცონი, რომლებსაც ისინი გასათბობად იყენებდნენ. ამ სანახაობამ კუნძულების სახელს საფუძველი ჩაუყარა. რა ჰქვია ამ გეოგრაფიულ ობიექტს დღეს?

ცეცხლოვანი მიწა

200

დაასახელეთ პოლიტიკური იდეოლოგია, რომელმაც თავისი ძლიერების ზენიტს დიდ ბრიტანეთში მიაღწია. იგი ტრადიციული ღირებულებების დაცვით გამოირჩევა და რადიკალური ცვლილებების წინააღმდეგ გამოდის. სწორედ ამ პოლიტიკურ იდეოლოგიას იზიარებდა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ქალი, მარგარეტ ტეტჩერი.

კონსერვატიზმი

200

.ევროპის ამ ცნობილ მთათა სისტემას სახელი მიუძღვის ისეთი სპორტის სახეობისთვის, როგორიცაა მთამსვლელობა (კლდეზე ცოცვა). მისი უმაღლესი მწვერვალია მონბლანი ("თეთრი მთა"). რა ჰქვია ამ მთათა სისტემას?

ალპები (აქედან მოდის ტერმინი „ალპინიზმი“).

200

ეს პოლიტიკოსი ქვეყნის სათავეში „დიდი დეპრესიის“ დროს მოვიდა და მასშტაბური რეფორმები გაატარა ,მან დაძლია ეკონომიკური კრიზისი სახელმწიფოში.დიდი როლი შეასრულა მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეების გამარჯვებაში,საბოლოო ტრიუმფს კი ვერ მოესწრო. დაასახელეთ ამ პოლიტიკოსის სახელი და გვარი.      

ფრანკლინ დელანო რუზველტი,

300

.“ნუ კითხულობთ რა შეუძლია გააკეთოს თქვენმა ქვეყანამ თქვენთვის-იკითხეთ,რა შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენ თქვენი ქვეყნისთვის“                                                                                                                               შეკითხვა:რომელ ცნობილ პიროვნებაზეა საუბარი?                                                        

ჯონ კენედი

300

მსოფლიოში არის ერთი უნიკალური მდინარე, რომელიც ორჯერ კვეთს ეკვატორს — ჯერ ჩრდილოეთის მიმართულებით მიედინება, შემდეგ კი მკვეთრად უხვევს და 13.სამხრეთ-დასავლეთით მიდის, სადაც ატლანტის ოკეანეს უერთდება. ამის გამო ის დედამიწის ყველაზე ღრმა მდინარედაც ითვლება. რა ჰქვია ამ მდინარეს?

კონგო (ან ზაირი).

300

დაასახელეთ, ის რაც უშუალო დემოკრატიის ფორმად ითვლება და პროცედურებით ძალიან წააგავს არჩევნებს. არჩევნების მსგავსად აქაც მონაწილეობენ ამომრჩევლები, თუმცაღა მთავარი განმასხვავებელი ამომრჩევლის ნების გამოხატვის ობიექტია. ერთში კანდიდატი, მეორეში კი საკითხია. მას ნიშნავს პრეზიდენტი პარლამენტის, მთავრობის ან არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით. დამატებით გეტყვით, რომ საქართველოს ისტორიაში ეს პირველად 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა.

რეფერენდუმი

300

.დასავლეთ საქართველოში მიედინება მდინარე რიონი, ხოლო აღმოსავლეთში — მტკვარი. მიუხედავად იმისა, რომ ორივე საქართველოში იწყება (ან გადის) და ძალიან წყალუხვია, მათ აქვთ ერთი რადიკალური გეოგრაფიული განსხვავება: მათი წყალი დედამიწის ორ სრულიად განსხვავებულ საზღვაო/საოკეანო აუზში ხვდება. რომელ ზღვებში ჩაედინება თითოეული მათგანი?

რიონი ჩაედინება შავ ზღვაში , ხოლო მტკვარი — კასპიის ზღვაში

300

 .მე-18 საუკუნის ამ ლეგენდარულმა ინგლისელმა მეზღვაურმა და მკვლევარმა რუკაზე დაიტანა ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპირო და ახალი ზელანდია, თუმცა სიცოცხლე ჰავაის კუნძულებზე დაასრულა. ვინ არის ის?

ჯეიმს კუკი


400

ამ პიროვნებამ თავის ცნობილ სიტყვაში განაცხადა, რომ                  ეპოქის უდიდესი საკითხები წყდება არა უმრავლესობის რეზოლუციებით ,არამედ „რკინით და სისხლით“.                                                       შეკითხვა: ვისზეა საუბარი?  

ოტო ფონ ბისმარკი

400

.აზიაში მიედინება მდინარე იორდანე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა რელიგიისთვის. ეს მდინარე უნიკალურია იმით, რომ ის მსოფლიოში ყველაზე დაბალ წერტილში (ზღვის დონიდან ყველაზე დაბლა) სრულდება. რომელ გეოგრაფიულ ობიექტში ჩაედინება მდინარე იორდანე, რაც მის ამ რეკორდს განაპირობებს?

მკვდარ ზღვაშიმკვდარ ზღვაში

400

დაასახელეთ ის რაც, ერთერთი „ცნობილი“ ქართველის აზრით პატრიოტიზმს კი არ ეწინააღმდეგება არამედ თანხვედრაშია. რადგან ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას და „საღსარია იმ უბედურების ასაცილებლად, რომელიც დღემდის მთელს კაცობრიობას თავს დასტრიალებ“.

კოსმოპოლიტიზმი

გლობალური მოქალაქეობა

400

ეს ისტორიული მოვლენა შუა საუკუნეების ევროპაში ხდებოდა და რამის ქრისტიანული განხეთქილების ტოლფასი იყო,ამის გამო მსოფლიო საეკლესიო კრების ჩატარება გახდა აუცილებელი. ყველაფერი დასრულდა ისე, როგორც ამ ისტორიულ მოვლენამდე იყო ქრისტიანულ სამყაროში,თუმცა მოწინააღმდეგე მხარის გამარჯვების შემთხვევაში დაიწყებოდა დიდი ცვლილების ხანა ქრისტიანულ ეკლესიში.                                                                                           შეკითხვა:რა ისტორიულ მოვლენაზეა საუბარი?

პასუხი:ბრძოლა ხატმებრძოლებს და ხატისთაყვანისმცემლებს შორის

400

დაასახელეთ  ქართველი საზოგადო მოღვაწე, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა მე-19 საუკუნის ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მან განათლება სანქტ-პეტერბურგსა და ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებში მიიღო. გამოსაცნობი პიროვნებას სსრკ-ში რომ ეცხოვრა კანონსაწინააღმდეგო მოქმედებაში დასდებდნენ ბრალს.  მან შექმნა პირველად კონიაკის და ლიქიორის  ქარხანა. ეს მეწარმე იმდენად წარმატებული იყო, რომ XX საუკუნის დასაწყისისთვის საკუთარი პროდუქციით ამარაგებდა რუსეთის იმპერიის ბაზრის მესამედზე მეტს. დამატებით გეტყვით, რომ გამოსაცნობი ადამიანი ქველმოქმედებითაც გამოირჩეოდა და არ იშურებდა ქონებას ქვეყნის სასიკეთოდ.

დავით სარაჯიშვილი

500

მინიშნება-მდინარე, რომელიც არ გადაულახავთ და უბრძოლველად თავისუფლების მოპოვება.                                                                          ორი ქვეყნის უზარმაზარი არმია მდინარის საპირისპირო მხარეს დაბანაკდა, არცერთ მხარეს არ სურდა მდინარის გადალახვით ტაქტიკური უპირატესობის დაკარგვა, ასეთმა სტრატეგიამ ერთ მხარეს უბრძოლველი გამარჯვება მოუპოვა.                                                  შეკითხვა:ვინ იდგნენ ერთმანეთის პირისპირ და რომელ მდინარეზეა საუბარი?                                                                                                                                  

ერთმანეთის პირისპირ იდგნენ რუსები და მონღოლები,ამ მოვლენას ჰქვია „დგომა უგრაზე“                                                

500

შავ ზღვაში უამრავი დიდი მდინარე ჩაედინება, თუმცა საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს ერთი უნიკალური მდინარე, რომელიც სიგრძით ძალიან მოკლეა (სულ რაღაც 170 მეტრი), მაგრამ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცივ და სწრაფ მდინარედ ითვლება, რადგან ის პირდაპირ კარსტული გამოქვაბულიდან ამოდის და იქვე ზღვას უერთდება. რა ჰქვია ამ მდინარეს გაგრის მუნიციპალიტეტში?

რეპრუა (მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მოკლე მდინარე).

500

დაასახელეთ ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტი, რომელის საქართველოს ერთერთ ზღვისპირა ქალაქში მდებარეობს. მისთვის მიმართვის უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს აღნიშნული ძალაუფლების ბალანსის კარგი მაგალითია, რადგან საკანონმდებლო ხელისუფლების საქმიანობას აკონტროლებს. მას კონსტიტუციასთან შეუსაბამო კანონის მოქმედების შეჩერება შეუძლია.

საკონსტიტუციო სასამართლო

500

ამ მეფემ ორჯერ შეცვალა თავისი პოზიცია მტრებთან მიმართებაში,მან წინასწარ გათვალა რა უნდა გაეკეთებინა თავისი ქვეყნისთვის,მაგრამ ბოლოს თვითონ დარჩა ყველაზე დაზარალებული რამაც დიდი მღელვარება გამოიწვია.ორივე ქვეყანას საკუთარი მიზნების განხორციელება უნდოდა მის სახელმწიფოში.სასამართლო გადაწყვეტილებით სიკვდილით დასაჯეს დამნაშავეები დ ხალხის მღელვარებაც ჩაცხრა.                                                  შეკითხვა:რომელ მეფეზეა საუბარი და რა ეწოდება ამ ისტორიულ მოვლენას?

გუბაზი

დიდი ომიანობა ეგრისში

500

ამ მეცნიერმა დაადგინა, რომ ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი არ იყო ავთენტური და მისი(ამ დოკუმენტის) ეჭვის ქვეშ დაყენებამ მისი დაწერის დრო 4 საუკუნით გადმოსწია.მისი მტკიცება უღრუბლო ცაზე მეხის გავარდნის ტოლფასი იყო, რადგან პირდაპირ დაუპირისპირდა კათოლიკურ სამყაროსდა რომის პაპებს.                                                                                                                                              შეკითხვა:ვინ არის ეს მეცნიერი?  

ლოოენცო ვალა

M
e
n
u