რას ეწოდება პირადი ინფორმაცია?ჩამოთვალეთ
პირადი ინფორმაციაა ყველაფერი, რითაც შეიძლება ადამიანის ამოცნობა: სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ფოტოები და პაროლები
რატომ არის პაროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი?
იცავს პირად ანგარიშს უცხო პირებისგან
რას ნიშნავს ონლაინ წესების დაცვა?
უსაფრთხო და თავაზიან ქცევას ინტერნეტში.
რა ჰქვია პროგრამას, რომელიც კომპიუტერს აზიანებს?
მავნე პროგრამა
რა არის კიბერბულინგი?
ინტერნეტში ადამიანის დაცინვა, შეურაცხყოფა ან შევიწროება.
რატომ არ უნდა გავაზიაროთ პირადი ინფორმაცია?
უსაფრთხოების მიზნით
როგორი პაროლი არის ძლიერი?
ძლიერი პაროლი შედგება დიდი და პატარა ასოების, ციფრებისა და სპეციალური სიმბოლოებისგან.
რა უნდა გავაკეთოთ, თუ უცნობი ადამიანი ინტერნეტში ცუდ შეტყობინებას გვიგზავნის?
არ ვუპასუხოთ და ვუთხრათ მშობელს ან მასწავლებელს.
რა არის ფიშინგი?
პირადი ინფორმაციის მოპარვის მცდელობა ყალბი შეტყობინებების ან ვებგვერდების საშუალებით.
თუ ხედავ, რომ თანაკლასელს ინტერნეტში ჩაგრავენ, როგორ უნდა მოიქცე?
დავეხმარები თანაკლასელს და ამის შესახებ მასწავლებელს ან მშობელს ვეტყვი
„რატომაა სახიფათო პირადი ინფორმაციის გაცემა?“
ბოროტმა ადამიანებმა შეიძლება მოგატყუონ, შენი პირადი ინფორმაცია მოიპოვონ ან შენი ანგარიში გატეხონ
ვინ არიან ტროლები?
ადამიანები, რომლებიც განზრახ ავრცელებენ პროვოკაციულ ან შეურაცხმყოფელ კომენტარებს.