დაასახელეთ ამ ცნობილი გერმანული მანქანის ბრენდის სახელი, რომლის სრული სახელიცაა Bayerische Motoren Werke
BMW
რა ჰქვია დენიელ დეფოს ამ ცნობილ რომანს, რომელშიც მთავარი პერსონაჟი გემის დაღუპვის შემდეგ 28 წელს ატარებს უკაცრიელ კუნძულზე და ეხმარება ადგილობრივს, რომელსაც „პარასკევას“ ანიჭებს სახელად.
“რობინზონ კრუზო”
რა ეწოდება HBO-ს ამ პოპულარულ სერიალს, სადაც რკინის ტახტისთვის იბრძვიან სტარკების, ლანისტერებისა და ტარგარიენების საგვარეულოები.
სამეფო კარის თამაშები (Game of Thrones)
ამ დეტროიტელ რეპერს, რომელსაც ასევე „Slim Shady“-ს სახელით იცნობენ, 2000-იანების დასაწყისში უდიდესი პოპულარობა მოუტანა ალბომებმა The Marshall Mathers LP და ავტობიოგრაფიულმა ფილმმა „8 მილი“ (8 Mile).
ემინემი
რა არის ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი მთა დედამიწაზე
ევერესტი
ეს აფრიკელ-ამერიკელი ლეგენდარული ამერიკელი ქალი ჩოგბურთელი ღია ერაში სარეკორდო 23 დიდი სლემის ტიტულს ფლობს ერთეულთა თანრიგში.
სერენა უილიამსი
რა ეწოდება მიგელ დე სერვანტესის ამ ორ ტომიან რომანს, სადაც ლამანჩელი აზნაური საკუთარ თავს რაინდად აცხადებს და თავის მსახურ სანჩო პანსასთან ერთად ქარის წისქვილებს ებრძვის.
“დონ კიხოტი”
სერიალი “Friends”-ის რომელ პერსონაჟს ეკუთვნის ფრაზა “How you doin’?”
ჯოი ტრიბიანს
ადელი
დედამიწაზე რომელია ერთადერთი კონტინენტი, რომლის ტერიტორიაზეც არ მდებარეობს არც ერთი მუდმივი მოსახლეობის მქონე დამოუკიდებელი სახელმწიფო
ანტარქტიდა
რომელ ცნობილ რენესანსის ხელოვანს ეკუთვნის სიქსტეს კაპელის ჭერის მოხატულობა?
მიქელანჯელოს
ჰერმან მელვილის ცნობილი რომანი, “მობი დიკის” ეპიცენტრში ტრიალებს ცხოველი, რომელზეც ნადირობს კაპიტანი აქაბი შურისხიების მიზნით. დაასახელეთ ეს ცხოველი.
ვეშაპი
2004 წლის კომედიაში „ცუდი გოგონები“ (Mean Girls) სკოლას მართავს გოგონების სასტიკი და პოპულარული დაჯგუფება „პლასტიკები“ (The Plastics). დაასახელეთ ამ სამეულის წევრები.
რეჯინა გრეჩენი და კარენი
რომელმა ცნობილმა ქალმა პოპ ვარსკვლავმა მოიგო ოსკარი ფილმში “A star is born,” სადაც მასთან ერთად მთავარ როლში ბრედლი კუპერიც მონაწილეობდა
ლედი გაგა
მსოფლიოში ყველაზე ღრმა ტბას, რომელიც რუსეთში მდებარეობს და დედამიწის მტკნარი წყლის 20%-ს შეიცავს რა ეწოდება?
ბაიკალის ტბა
1928 წელს ობის სოკოდან შემთხვევით აღმოაჩინეს ნივთიერება, რომელმაც მედიცინაში რევოლუცია მოახდინა და გახდა პირველი ეფექტური ანტიბიოტიკი.
პენიცილინი
რა ეწოდება ფრანც კაფკას ცნობილ მოთხრობას, სადაც მთავარი პერსონაჟი გრეგორ ზამზა ერთ დილას გაღვიძებისას აღმოაჩენს, რომ უზარმაზარ მწერად (ხოჭოდ) გადაიქცა.
მეტამორფოზა/გარდასახვა
სტივენ სპილბერგის ამ 1993 წლის 7 ოსკარის მფლობელ ისტორიულ დრამაში ლიამ ნისონი ასრულებს გერმანელი ბიზნესმენის როლს, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს 1000-ზე მეტი ებრაელი გადაარჩინა.
შინდლერის სია
ამ უსინათლო ამერიკელმა მუსიკოსმა, მომღერალმა და კომპოზიტორმა, რომელიც Motown-ის ლეგენდაა, კარიერა ბავშვობაში დაიწყო და შექმნა ისეთი საკულტო ჰიტები, როგორებიცაა Superstition, I Just Called to Say I Love You და Isn't She Lovely.
სტივი უანდერი
ევროპის რომელ სახელმწიფოს დედაქალაქზე გადის გრინვიჩის ნულოვანი მერიდიანი? რომელიც დედამიწას აღმოსავლეთ და დასავლეთ ნახევარსფეროებად ყოფს
დიდ ბრიტანეთში
ბერძნულ მითოლოგიაში გამოყოფენ სამ მთავარ ღმერთს: ცისა და ქუხილის, ზღვისა და წყლების, და ქვესკნელისა და მიცვალებულთა სამეფოს. დაასახელეთ ისინი.
ზევსი, პოსეიდონი და ჰადესი.
დისნეის “კუზიანი ნოტრ-დამიდან” (“the hunchback of notre-dame”) ეფუძნება ცნობილი ფრანგი მწერლის 1831 წლის რომანს. დაასახელეთ ავტორი და რომანის სახელი.
2017 წლის ოსკარის (89-ე) ცერემონიის ისტორიულ კურიოზში, წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციის რეალური გამარჯვებული გახდა „მთვარის შუქი“ (Moonlight), თუმცა არასწორი კონვერტის გადაცემის გამო სცენაზე შეცდომით თავდაპირველად სულ სხვა ფილმი გამოაცხადეს. დაასახელეთ ეს ფილმი.
ლა ლა ლენდი
“პოპის მეფის“ უმცროსმა დამაც დამოუკიდებელი მუსიკალური ვარსკვლავობა შეძლო და 80-90-იან წლებში ისეთი ცნობილი R&B/პოპ-ჰიტები გამოუშვა, როგორებიცაა Nasty, Rhythm Nation და That's the Way Love Goes. დაასახელეთ მისი ვინაობა
janet jackson
ჩამოთვლილი ოთხი ქვეყნიდან: რუმინეთი, ფინეთი, ალბანეთი, ბულგარეთი, რომელი არ ყოფილა სსრკ-ს წევრი?
არცერთი