Breaking Bad-ის ფრენჩაიზში ვხვდებით ერთ-ერთ პერსონაჟს, რომელზეც შემდგომ ვიგებთ, რომ მან სახელი შეიცვალა. როცა კიმ ვექსლერი სახელის შეცვლის იდეის გონივრულობას ეჭვქვეშ დააქენებს, ჯიმი მაქგილი მას პასუხობს "It's all good man". დაასახელეთ ეს გენიალური პერსონაჟი.
Saul Goodman
1970 წელს Black Sabbath-ს ჩაწერისას პროდიუსერმა უთხრა, რომ მათი ალბუმს რამდენიმე წუთი აკლდა LP-მდე (ვინილზე გასაშვებ ფორმატამდე). ამისთვის ბენდმა 20-25 წუთში ჩაწერა filler სიმღერა, რომელიც შემდეგ ამ ბენდის ყველაზე პოპულარული სიმღერა გახდა. დაასახელეთ ეს სიმღერა.
Paranoid
ვინ გაიტანა 2026 ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ერთადერთი გოლი?
ფერან ზვიგენ ტორესი
სად მიდის ყველა გზა?
რომი
ნინძა, ბიკი, პატი, პიდონი. ეს და სხვა მრავალი სახელი ძალიან უხდება რეპტილიათა კლასის კონკრეტულ წარმომადგენელს. დაასახელეთ ეს რეპტილია/ცხოველი.
კუ
Shrek
2007 წლის 11 სექტემბერს ბევრი აღიარებს როგორც განგსტა რეპის სიკვდილის დღედ. ამ დღეს გამოშვებულ ორ ჰიპ-ჰოპ ალბუმს შორის კანიე უესტის Graduation აშკარად უფრო პოპულარული იყო ვიდრე იქსის Curtis. დაასახელეთ იქსი თუ მისი ქართული სახელწოდება დღევანდელი კურსით (01.09.2026) ლარი და ოცდაათი იქნებოდა.
50 cent
ფორმულა ერთში მოასპარეზე მექსიკელ პილოტს, სერხიო (ჩეკო) პერეზს ბევრი უნარი აქვს. მისი ყველაზე გამორჩეული უნარი მოიცავს იმას, რომ უკან მყოფ მანქანას არ მისცეს გასწრების საშუალება. ამ უნარის გამო მასზე ხუმრობით შეარქვეს მექსიკის იქსის მინისტრი. დაასახელეთ იქსი.
თავდაცვა, მექსიკის თავდაცვის მინისტრი
დაასახელეთ საქართველოში მდებარე კავკასიონის ქედის უმაღლესი მწვერვალი.
შხარა
ამ კომპანიის სახელი მოდის დანიური ფრაზიდან, რომელიც ითარგმნება, როგორც "Play well". სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა, რომ კომპანიის სახელი ლათინურად ითარგმნება, როგორც "I put together", რაც ამ კომპანიის მომხმარებელთა საქმიანობაზე მიუთითებს. დაასახელეთ კომპანია.
LEGO
ფილმში "Cars" ვხვდებით პერსონაჟებს, რომელთა ხმა სხვადასხვა მრბოლელებს ეკუთვნით. მათგან გამორჩეულია NASCAR-ის მეფე Richard Petty, რადგან სწორედ მასზე არის ერთ-ერთი პერსონაჟი დაფუძნებული. მისი 7 NASCAR ჩემპიონატი, 1970 წლის Plymouth Superbird (მანქანა) და ნომერი 43 იყო ინსპირაცია ამ პერსონაჟის უკან. დაასახელეთ ეს პერსონაჟი.
The King, Strip Weathers
ეს ბენდი გახდა პირველი, რომელმაც კონცერტი შვიდივე კონტინენტზე ჩაატარა. დაასახელეთ ბენდი, თუ ლევანის მსგავსად ამ ბენდის დრამერსაც ეშინია მეტრონომის.
UFC-ში გდების (Takedown) საერთო რაოდენობის რეკორდი მერაბ დვალიშვილს უჭირავს, რომელიც მან უმარ ნურმაგომედოვთან ჩხუბის დროს მოხსნა. დაასახელეთ რომელი კანადელი-ფრანგი მოასპარეზის რეკორდი მოხსნა მერაბმა.
George Saint-Pierre
დაასახელეთ ყველაზე გრძელი მთათა სისტემა
ანდები
ლუპო ავთო ქაშაკაშვილის პირველი მეტოქე არის. ეს იმით არის გამოწვეული, რომ ავთომ ლუპო დააიგნორა, როცა მას ლამაზი დღის და ნათელი მზის აღნიშვნა სურდა. ლუპოს რა მოქმედება დააიგნორა ავთომ?
დაბადების დღის მილოცვა
სოპრანოებში კრისტოფერ მოლტისანტი მაფიოზად კურთხევის ცერემონიალის დროს ფანჯარაში იქსს დაინახავს, რაც სიმბოლურად მის ბნელ დასასრულზე მიანიშნებს. დაასახელეთ რა დაინახა კრისტოფერმა ფანჯარაში, თუ მას მიიჩნევენ ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან ფრთოსანად და თუ ის საყოველთაოდ მიჩნეულია როგორც სიკვდილის და უიღბლობის სიმბოლოდ.
ყვავი
Every Breath You Take
ამ სპორტულ ღონისძიებას ინგლისში კუპერის ბორცვზე ყოველწლიურად ატარებენ. ამ სპორტს წარმართული ტრადიცია უდევს საფუძვლად. ადამიანები გაზაფხულზე ცეცხლმოკიდებულ ტოტებს აგორებდნენ ციცაბო ბორცვიდან, რაც ზამთრის დასასრულის სიმბოლო იყო. მოგვიანებით ტოტები საჭმელმა ჩაანაცვლა. დაასახელეთ სპორტი.
ყველის დევნა (სხვა ვერსიებიც წავა)
დაასახელეთ საქართველოს უგრძესი მდინარე. (საქართველოს, ანუ სათავეს იღებს საქართველოში)
თერგი
მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანელებს სურდათ საჰაერო და საზღვაო ძალებთან ეფექტური კომუნიკაციის საშუალება, რადგან იმდროინდელი რადარების სიგნალის მიღებისთვის საჭირო ანტენები ზედმეტად დიდი იყო თვითმფრინავზე დასამაგრებლად. ამისთვის შეიქმნა ხვრელებიანი მაგნეტრონი, რომელიც რადიოტალღებს აპატარავებდა, რათა პატარა ანტენითაც მიეღოთ სიგნალი. ერთ-ერთმა მეცნიერმა შენიშნა, რომ როცა ჩართული მოწყობილობის გვერდით დადგა მას ჯიბეში შოკოლადი გაუდნა, რაც ინსპირაცია გახდა დღევანდელი იქსისთვის. დაასახელეთ ეს გამოგონება.
მიკროტალღური ღუმელი
ჰარი პოტერი და ფილოსოფიურ ქვაში ვხვდებით უჩვეულო ძაღლს სახელად ფლაფის, რომელიც ქვის ერთ-ერთი მცველია. დაასახელეთ რომელ მითოლოგიურ პერსონაჟზეა დაფუძნებული ის, თუ ეს მითოლოგიური პერსონაჟი ფლაფისგან განსხვავებით ქვემოთ ჩასასვლელს ორმხრივად იცავს.
კერბერი
ამ არტისტზე ხშირად ამბობენ, რომ არის overrated რადგან მის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ალბუმში "Berry is On Top" ყველა სიმღერა ერთმანეთს ჰგავს. დაასახელეთ ეს არტისტი, თუ ის თავის ერაში ცალსახად საუკეთესო გიტარისტი იყო.
ჩაკ ბერი
ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში მაქსიმალური გოლების რეკორდი კრიშტიანუ რონალდუს აქვს (17 გოლი). საგოლე გადაცემების რეკორდი ორ მოთამაშეს: ლუის ფიგუს და იქსს. დაასახელეთ იქსი, თუ მან ჩემპიონთა ლიგაზე 2017/18 სეზონში ლივერპულის მაისურით 9 საგოლე გადაცემა დაიწერა.
ჯეიმს მილნერი
ბიბლიის ძველ აღთქმაში ვხვდებით ებრაელების ეგვიპტიდან გამოსვლის ისტორიას. ისტორიაში აღწერილია ეგვიპტის 10 სასჯელი, რომელიც ნილოსში სისხლის დინებით იწყება. მეათე სასჯელის შემდეგ ფარაონი დათანხმდება მოსეს და ებრაელებს გაათავისუფლებს მონობისგან. რომელი ზღვა გაიარეს მოსემ და ებრაელებმა, რათა ფარაონის მიერ დადევნებულ არმიას გაქცეოდნენ.
წითელი ზღვა
ჰომეროსის ოდისეაში, ციკლოპის დაბრმავების შემდეგ ოდისევსი მას ეტყვის, რომ მას იქსი ჰქვია, რის გამოც ბრმა ციკლოპს სხვა ციკლოპები დასცინებენ, როცა ის მათ მისი დამაბრმავებლის ვინაობას ეტყვის. დაასახელეთ იქსი, თუ ის არის უნაკლო, დგას კანონის ზემოთ და არის სრულიად ბოროტი ან კეთილი.
არავინ