რ სახელითაა ცნობილი სამეგრელოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ უძველესი და გამორჩეული კულტურა?
კოლხური კულტურა
რომელი ლითონისგან ამზადებდნენ ცულებს კოლხები?
ბრინჯაო
რა ეწოდება კოლხეთის სამეფოში გავრცელებულ უძველეს ქართულ ფულს? 
კოლხური თეთრი
რომელ საუკუნეში შეიქმნა კოლხეთში პირველი ბერძნული ახალშენები (კოლონიები)?
ძვ.წ. VI საუკუნეში
დაასახელეთ კოლხეთის სანაპიროზე არსებული ერთ-ერთი ბერძნული ახალშენი.
ფაზისი (ან გიენოსი, დიოსკურია, პიტიუნტი)
რა მიზნით აარსებდნენ ბერძნები კოლონიებს შავი ზღვის სანაპიროზე კოლხეთის სამფოში?
ადგილობრივ მოსახლეობასთან სავაჭროდ
ჩამოთვალეთ პროდუქტები, რომლებიც ბერძნებს კოლხეთიდან გაჰქონდათ.
ხე-ტყე, თაფლი, ცვილი და მარცვლეული
რა შემოჰქონდათ ბერძნებს კოლხეთში გასაყიდად?
ძვირფასი ნაკეთობები, კერამიკა და ღვინო
რით განსხვავდებოდა ბერძნული ღვინის სმის კულტურა ქართული ტრადიციისგან?
ბერძნები ღვინოს წყალში აზავებდნენ
რატომ ითვლებოდა ქართული ღვინო ბერძნებისთვის ძალიან მათრობელად?
რადგან ქართველები მას წყალში გაუზავლებლად სვამდნენ
რა მასალით შენდებოდა სახლები აღმოსავლეთ საქართველოში?
ქვითკირით
რა მასალისგან აგებდნენ სახლებს ძველ სამეგრელოში?
ხისგან
რატომ არ იყო მიზანშეწონილი სამეგრელოში ქვითკირისაგან სახლების აშენება?
ქვითკირი ჰაერიდან სინესტეს ადვილად იღებს
განმარტე: რა არის ფაცხა და რა მასალისაგან აგეებდნენ ფახას კოლხები?

განმარტება: წნულით შემოღობილი და თიხა-ტალახით შელესილი საცხოვრებელი ნაგებობა.
რა არის ისლი?
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე, რომელიც სახურავად გამოიყენებოდა
როგორ საცხოვრებელ სახლს ეწოდება ოდა?

ოდა დახერხილი ფიცრებით ნაგები სახლა, რომელიც სიმინჯებზე დგას
რა დანიშნულება აქვს ოდა-სახლის ქვეშ მოთავსებულ ხიმინჯებს?
ხიმინჯები იცავს სახლს ნიადაგის სინესტისგან
რატომ აშენებდნენ სახლებს სამეგრელოში ერთმანეთისგან დაშორებულად?
ბუნებრივი პირობების გამო
რატომ იყო დასავლეთ საქართველოში მტრისთვის სოფლების პოვნა რთული?
სოფლები ხშირ ტყეებში იყო ჩაფლული
რა მიზნით ცხოვრობდნენ აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობა ერთმანეთთან ახლოს?
თავის უკეთ დასაცავად
ვის რეზიდენციას წარმოადგენდა წარსულში დადიანების სასახლე?

სამეგრელოს მთავრების
სად მდებარეობს საქართველოში ყველაზე დიდი სამეჯლისო დარბაზი?
დადიანების სასახლეში
რომელი ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ კოლხეთი შავიზღვისპირეთში ყველაზე განვითარებული სახელმწიფო იყო?
საკუთარი ფულის (კოლხური თეთრის) არსებობა
რა სახის ავეჯი და ჭურჭელი ინახება დადიანების სასახლეში, რაც მათ ევროპულ ყაიდაზე ცხოვრებას მოწმობს?
ევროპული ავეჯი და ჭურჭელი
რას იყენებდნენ ძველ სამეგრელოში სახლების გადასახურად ისლის გარდა?
ყავარს
კოლხური თეთრის გარდა, კიდევ რა ნივთები აღმოაჩინეს არქეოლოგებმა კოლხი მოსახლეობის ნასახლარებში?
ბრინჯაოს ცულები და საოჯახო ნივთები
რა ეწოდებოდა ბერძნულ კოლონიას, რომელიც თანამედროვე ფოთის ტერიტორიაზე მდებარეობდა?
ფაზისი
რა ჰქვია ბერძნულ ახალშენს, რომელიც თანამედროვე სოხუმის ტერიტორიაზე იყო?
დიოსკურია
რას უწოდებდნენ ფოტოზე გამოსახულ მეგრულ ტრადიციულ სახლს?

ჯარვალი
ვინ მართავდნენ სამეგრელოს სამთავროს?
დადიანები