1
2
3
4
5
6
100

რას თესავდა წარსულში მეგრელი გლეხი ხორბლის ნაცვლად?

ფეტვსა და ღომს.

100

რით იკვებებოდნენ მეგრელები ტრადიციულად, სიმინდის ფართოდ გავრცელებამდე?

ღომითა და მჭადით.

100

რომელ საუკუნეში გაჰქონდათ საქართველოდან სიმინდი საფრანგეთში გასაყიდად?

XIX (მე-19) საუკუნეში.

100

რომელი ჯიშის ვაზი იძლეოდა სამეგრელოში საუკეთესო ღვინოსა და დიდ მოსავალს?

ოჯალეში.

100

სად მდებარეობდა „ღია მარანი“ სამეგრელოში?

ეზოში, ხეების ჩრდილში.

100

საქართველოს რომელი კუთხის მცხოვრებლებმა გამოიგონეს ყველი სულგუნი?

მეგრელებმა.

200

რატომ არ იყო სამეგრელოს დაბლობებში ხორბლის მოყვანა მიზანშეწონილი?

ნესტიანი ჰავის გამო.

200

რა ფაქტორმა შეუწყო ხელი  სამეგრელოში ქართლ-კახეთისგან განსხვავებული მიწათმოქმედების სისტემის ჩამოყალიბებას?

ზღვის სიახლოვემ.

200

რის მიხედვით ადგენდნენ ქართველები საზღვარს მთასა და ბარს შორის?

ვაზის გავრცელების მიხედვით.

200

როგორი ვენახებია დამახასიათებელი დასავლეთ საქართველოსა და სამეგრელოსთვის?

მაღლარი.

200

გარდა სამეურნეო დანიშნულებისა, კიდევ რისთვის გამოიყენებოდა მარანი სამეგრელოში?

რიტუალების შესასრულებლად

200

რა არის სულგუნი?

ჩვეულებრივი ჭყინტი ყველი, ოღონდ მოხარშული და გადაზელილი.

300

რატომ უბიძგა ბუნებამ მეგრელ გლეხს ვაზის მაღალ ხეებზე გაშვებისკენ?

ზღვის სიახლოვით გამოწვეული ნესტიანი ჰავის გამო.

300

რატომ მწიფდებოდა ყურძენი უკეთ მაღალ ხეზე?

იქ ჰაერი უფრო კარგად უვლიდა.

300

თხილისა და ვაზის გარდა, კიდევ რას აწარმოებს სამეგრელოს მოსახლეობა?

ციტრუსებს.

300

რით შემოაქვთ სუფრაზე საგანგებოდ მომზადებული ღომი?

ხის პატარა ნიჩბებით.

300

როგორ ხვდებოდა ოჯახის უფროსი ეკლესიიდან მობრუნებულ მაყრიონს სამეგრელოში?

მარანთან ეგებებოდა და ნეფე-დედოფალი იქ შეჰყავდა დასალოცად.

300

რატომ ვერ ინახებოდა ჩვეულებრივი ყველი სამეგრელოში დიდხანს?

ტენიანი ჰავის გამო.

400

რატომ სჭირდებოდათ მეგრელებს ყველის მარაგის შექმნა ზამთრისთვის?

რადგან ისინი მიწათმოქმედები იყვნენ და ბევრი ძროხა არასდროს ჰყოლიათ.

400

რა ცვლის სულგუნის თვისებებსა და ფერს შებოლვისას?

შუაცეცხლიდან ასული კვამლი.

400

რამდენა ნაწილად დაყვეს მონღოლებმა საქართველო მეფობის გაუქმების შემდეგ და რაუწოდეს მათ?

რვა ნაწილად — დუმანებად.

400

ვინ მართავდა სამეგრელოს დუმანს მონღოლების ბატონობის დროს?

ცოტნე დადიანი.

400

სად შეიკრიბნენ ქართველი დიდებულები მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყების მოსამზადებლად?

კოხტასთავში.

400

რა ბედი ეწიათ კოხტასთავში შეკრებილ დიდებულებს?

მონღოლებმა შეიტყვეს გეგმის შესახებ და ყველა მონაწილე დააპატიმრეს.

500

სად წაიყვანეს ტყვეები მონღოლებმა?

ქალაქ ანისში.

500

რატომ წავიდნენ ცოტნე და კახაბერი თავიანთ სამფლობელოებში შეკრების დასრულებამდე?

აჯანყებისთვის უკეთ მოსამზადებლად.

500

როგორ დასაჯეს მონღოლებმა ქართველი ტყვეები ანისში?

გაშიშვლებულებს ტანზე თაფლი წაუსვეს და მზის გულზე დაყარეს.

500

რა გააკეთა ცოტნე დადიანმა, როცა მეგობრების დატყვევების შესახებ შეიტყო?

ანისში ჩავიდა და ნებაყოფლობით შეუერთდა მათ.

500

რა შედეგი გამოიღო ცოტნე დადიანის თავდადებამ?

მონღოლებმა ყველა ქართველი დიდებული გაათავისუფლეს.

500

რატომ ეწოდება მეგრული ღვინის შესანახ ადგილს „ღია მარანი“?

რადგან ის ეზოში, ღია ცის ქვეშ მდებარეობს.

M
e
n
u