როცა ანბანს ვსწავლობთ, ვამბობთ ასო-ბგერა ა, ასო-ბგერა ბ...
დაასახელე განსხვავება ასოსა და ბგერას შორის.
ასოს ვწერთ და ვხედავთ, ბგერას წარმოვთქვამთ და გვესმის.
ჩაწერე, რამდენი გრამია
20 კგ და 7 გ
20007 გ
თუ ღამის 12 საათზე წვიმს, შეიძლება თუ არა 72 საათის შემდეგ იყოს მზიანი ამინდი?
შეუძლებელია, რადგან 72 საათის შემდეგ ისევ ღამის 12 საათი იქნება.
სად გამოიყენება სიტყვები :
ლალე, დელიავ - რანუნი, ორერა, რერო, ნანინა?
ქართულ სიმღერაში
წარმოიდგინეთ, რომ შედიხათ ბნელ ოთახში. შეგაქვთ სამი ლამპა: ნავთის, გაზის და სპირტის. რას აანთებთ პირველად?
ასანთს/სანთებელას
დაასახელეთ ქართველი მწერალი, რომელსაც გამოცემული აქვს მრავალი წიგნი. მისი სცენარების მიხედვით გადაღებულია ფილმები. მისი მოთხრობა ,,პატარა ბიჭების ფიქრები" კი მე-4 კლასში შევისწავლეთ.
რევაზ ინანიშვილი
კვადრატის გვერდების სიგძეთა ჯამია 36 სმ. მაშინ ამ კვადრატის სამი გვერდის სიგრძეთა ჯამი იქნება ....
27 სმ
დაასახელე აფრიკის და დედამიწის უგრძესი მდინარე.
ნილოსი-6671 კმ
რა არის ფოლკლორი?
ხალხური სიბრძნე
8 კილოგრამი მურაბის მოხარშვას ადუღებიდან 2 საათი სჭირდება. რამდენი საათი დასჭირდება 4 კილოგრამი მურაბის მოხარშვას?
2 საათი
განმარტე, რას ნიშნავს ხატოვანი გამოთქმა:
,,დღე და ღამეს ასწორებს".
მშრომელია
1-დან 100-მდე რიცხვებში რამდენჯერ გვხვდება ციფრი 9?
20-ჯერ
9,19,29,39,49,59,69,79,89,
90,91,92,93,94,95,96,97,98,99
როცა გარეთ ცივა, ოთახში კი თბილა, ფანჯრის მინები იორთქლება. ცოტა ხანში მინაზე ორთქლი ცივდება და წყლის წვეთებად იქცევა.
გაიხსენეთ, რა ჰქვია პროცესს, როცა წყალი აირადი მდგომარეობიდან თხევად მდგომარეობაში გადადის?
კონდენსაცია
სხვადასხვა საკრავზე შემსრულებელ მუსიკოსთა დიდი კოლექტივი არის...
ორკესტრი
გაიხსენეთ მულტფილმი, სადაც მთავარი გმირი ამბობს:
,,მიშველე, ფიცხელ, ვიღუპები, ბატონმა ქორწილიდან საცოლე მომტაცა!
წუნა და წრუწუნა
მერანი, რაში, ბედაური, სახედარი, კვიცი.
ჩამოთვლილი სიტყვებიდან მნიშვნელობით რომელი არ უკავშირდება ცხენს?
სახედარი
ტესტებში თეამ, ლიამ და მარიმ მიიღეს განსხვავებული ქულები- 18, 19 და 20. შეკითხვაზე, ვინ რამდენი ქულა მიიღო, გოგონებმა ასეთი პასუხი გასცეს: თეა:,,ლიამ მიიღო 20 ქულა" მარი:,,თეამ მიიღო ლიაზე მეტი ქულა"
ვინ რამდენი ქულა მიიღო, თუ ორივემ იცრუა?
თეა-18 ქულა, ლია-19 ქულა, მარი-20 ქულა
გაიხსენეთ საშიში ბაქტერიული დაავადება, რომელიც რამდენჯერმე გავრცელდა მსოფლიოში (მათ შორის ბოლოს მე-19 საუკუნეში) და ყოველ ჯერზე მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. თუმცა, დღეს კი ეს დაავადება საშიშროებას აღარ წარმოადგენს, რადგან მას წარმატებულად მკურნალობენ.
შავი ჭირი
დაასახელეთ სახვითი ხელოვნების სახეობა, რომელიც სრულდება მყარი ან პლასტიკური მასალისაგან(ქვა, ლითონი, მერქანი, ძვალი, თაბაშირი, ყინული, თიხა, ცვილი...).
ქანდაკება/სკულპტურა
სახლში ხუთი დაა. ხუთივე დაკავებულია სხვადასხვა საქმით. პირველი – კითხულობს, მეორე – გაკვეთილს ამზადებს, მესამე – ჭადრაკს თამაშობს, მეოთხე – ხატავს. რას აკეთებს მეხუთე და?
მესამე დას ეთამაშება ჭადრაკს.
რაოდენობითი რიცხვითი სახელი ორმოცდათექვსმეტი-56 გამოსახე რიგობით რიცხვით სახელად და ჩაწერე არაბული და რომაული ციფრებით.
56-ე და LVI
საზამთროს წონაა 8 კგ და კიდევ ნახევარი საზამთრო. რას იწონის საზამთრო?
16 კგ
ის არის ყველაზე ბრტყელი, უწყლო, უტყეო და ნაკლებად დასახლებული კონტინენტი, სადაც არ არის ვულკანები და მყინვარები და თითქმის არ ხდება მიწისძვრები. მას ,,ცოცხალი ნამარხების" კონტინენტსაც უწოდებენ.
რომელი კონტინენტია ეს?
ავსტრალია
დაასახელეთ ფერწერის სახეობა, რომელიც გულისხმობს ცხოველთა ხატვას.
ანიმალისტური ჟანრი
შეეცადეთ თანმიმდევრობით დაასახელოთ 5 დღე ისე, რომ არ გამოიყენოთ არც კვირის დღეების სახელწოდება და არც რიცხვები.
გუშინწინ, გუშინ, დღეს, ხვალ, ზეგ.