XII საუკუნის ინგლისის მეფე, რომელიც ცნობილი იყო თავისი სამხედრო ლიდერობით მესამე ჯვაროსნულ ლაშქრობაში და თავისი განსაკუთრებული სიმამაცით
რიჩარდ 1 ლომგული
ამ კომპოზიტორის სახელს ატარებს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი
ზაქარია ფალიაშვილი
ეს მანგა ითვლება ყველაზე გაყიდვად მანგას სერიად მსოფლიოში
„One Piece“
ამ წელს მოიპოვა დავით აღმაშენებელმა გამარჯვება ძლევაი საკვირველში თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქრის წინააღმდეგ
1121 წელი
ამ წელს დაიწყო ევროპაში გავრცელება შავმა ჭირმა, რომელმაც მოსახლეობის დიდი ნაწილი შეიწირა და მნიშვნელოვნად შეცვალა შუა საუკუნეების სოციალური და ეკონომიკური სტრუქტურა
ნობელის პრემია
ეს ცნობილი ქანდაკება მდებარეობს ეგვიპტეში და გამოსახავს ლომის სხეულისა და ადამიანის თავს, რაც ძველი ცივილიზაციის ძალაუფლების სიმბოლოა
დიდი სფინქსი
ეს თეატრალური ჟანრი ძველ საბერძნეთში წარმოიშვა და ხასიათდება მთავარი გმირისთვის მტკივნეულად განვითარებული სიუჟეტით, სადაც მთავარი გმირი ხშირად გარდაუვალ ბედისწერას ეჯახება
ტრაგედია
„Death Note“-ის ზებუნებრივი არსებები, რომლებიც აკვირდებიან ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობას და შეუძლიათ ადამიანის სიკვდილი გამოიწვიონ სპეციალური რვეულის გამოყენებით
შინიგამი
ამ წელს დაეცა კონსტანტინოპოლი ოსმალთა იმპერიის მიერ, რაც შუა საუკუნეების დასასრულის სიმბოლოდ ითვლება
1453 წელი
—ეს მეცნიერი ქალი გახდა პირველი ადამიანი ისტორიაში, რომელმაც ნობელის პრემია ორ სხვადასხვა დარგში - ფიზიკასა და ქიმიაში - მიიღო და მისი კვლევები დაკავშირებულია რადიოაქტივობის აღმოჩენასთან
მარია კიური
ეს ევროპული ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ცნობილია თავისი „სამი ლომის“ სიმბოლოთი, რომელიც მათ ემბლემაზეა გამოსახული
ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
XX საუკუნის ეს მიმდინარეობა ცდილობს მაყურებელს დაანახოს სამყაროს ალოგიკურობა და ადამიანის არსებობის ტრაგიკული უაზრობა
აბსურდის თეატრი
ეს 1987 წლის მანგა ცნობილია ძალების უნიკალური სისტემითა და მუსიკალური, მოდისა და პოპკულტურის უამრავი, რომლებიც ხშირად პერსონაჟებისა და ძალების სახელებშიც ჩანს
„ჯოჯოს დაუჯერებელი თავგადასავალი“
ამ წელს მიიღეს დოკუმენტი, რომლითაც 13 ბრიტანულმა კოლონიამ ჩრდილოეთ ამერიკაში გამოაცხადა დამოუკიდებლობა და საფუძველი ჩაეყარა ახალი სახელმწიფოს შექმნას
1776 წელი
1939 წელს შვედეთის ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ირონიულად დაასახელა ეს ისტორიული პირი ნობელის მშვიდობის პრემიაზე, რამაც პოლიტიკური სკანდალი გამოიწვია და ნომინაცია მალევე გაუქმდა
ადოლფ ჰიტლერი
ბერძნულ მითოლოგიაში ეს ადგილი პელოპონესში მდებარეობდა და სწორედ აქ ცხოვრობდა დაუმარცხებელი ლომი, რომელსაც ჰერაკლემ ერთ-ერთი თავისი საგმირო საქმის დროს მოუღო ბოლო
ნემეა
ეს იაპონური კლასიკური თეატრი ცნობილია ნიღბებით, ნელი მოძრაობით და სიმბოლური, მედიტაციური შესრულებით; სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც ოსტატობა
ნოო/ნო/ნოგაკუ
Madhouse-ის თანადამფუძნებელმა მასაო მარუიამამ მოგვიანებით დააარსა ეს იაპონური ანიმაციური სტუდია; მისი გვარის პირველი ასო თავად სტუდიის აკრონიმშიც გვხვდება
MAPPA
ამ წელს დასრულდა ნაპოლეონის მმართველობა ვატერლოოს ბრძოლაში დამარცხებით
1815 წელი
ამ მსახიობს ყველაზე მეტი ოსკარი აქვს მიღებული და ოთხივე ჯილდო „საუკეთესო მსახიობი ქალის“ კატეგორიაში მოიპოვა
კათრინ ჰეპბერნი
დასავლეთ აფრიკის ქვეყანა, რომლის სანაპიროსაც 1462 წელს ესპანელი ზღვაოსანი პედრუ დი სინტრა მოადგა და უწოდა სახელი, რომელიც ითარგმნება როგორც „ლომის მთები“
სიერა-ლეონე
სპექტაკლის სახელწოდება, რომელსაც უილიამ შექსპირის „ჰამლეტში“ მთავარი გმირი დგამს, რომლის მიზანიცაა მეფის რეაქციის შემოწმება
„გონზაგოს მკვლელობა“ / „თაგვის ხაფანგი“
ამ ანიმეში მთავარი გმირი მუდმივად ებრძვის დროის განმეორებად ციკლს, სადაც სიკვდილის შემდეგ ისევ თავიდან იწყება ერთი და იგივე მოვლენები
„Re: Zero - სხვა სამყაროში ცხოვრების ნულიდან დაწყება“
ამ წელს დაიწყო ევროპაში გავრცელება შავმა ჭირმა, რომელმაც მოსახლეობის დიდი ნაწილი შეიწირა და მნიშვნელოვნად შეცვალა შუა საუკუნეების სოციალური და ეკონომიკური სტრუქტურა
1347 წელი
ეს სამხრეთკორეული მუსიკალური დაჯილდოება პირდაპირ ეყრდნობა ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს მუსიკალურ სტრიმინგ-პლატფორმის „Melon“-ის მონაცემებს
Melon Music Awards