რას ვუწოდებთ სხვისი აზრის, რელიგიის ან ცხოვრების წესის პატივისცემასა და მიღებას, მაშინაც კი, როცა ის ჩვენსას არ ჰგავს?
ტოლერანტობა
წელიწადის რომელ დღეს აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და რატომ არის ეს ჩვენი ქვეყნის უმთავრესი დღესასწაული?
26 მაისს (ამ დღეს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა).
საქართველოს სახელმწიფო დროშა თეთრი ფერისაა და მასზე ხუთი წითელი ჯვარია გამოსახული. რისი სიმბოლოა თეთრი ფერი?
უმანკოების, სისუფთავის და სიწმინდის
ნიკას ძალიან უყვარს ხმამაღლა მუსიკის მოსმენა თავის ოთახში, თუმცა ამ დროს მის დას მეცადინეობა სურს. ნიკას რომელი მოვალეობა ირღვევა ამ დროს?
სხვისი უფლებების პატივისცემა (სხვას აქვს მშვიდ გარემოში ყოფნის უფლება).
რა ეწოდება იმ წესებს, რომლებიც ყველამ უნდა დავიცვათ, რათა ქვეყანაში იყოს წესრიგი და სამართლიანობა?
კანონი
ამ რელიგიის მიმდევრებისთვის უმთავრესი წიგნია ბიბლია, ხოლო ლოცვისთვის ისინი ტაძარში (ეკლესიაში) დადიან. რა ჰქვია ამ რელიგიას?
ქრიატიანობა
1978 წელს, ამ დღეს ქართველმა ხალხმა დაიცვა თავისი მშობლიური ენა. რა თარიღია ეს და რას ვზეიმობთ ამ დროს?
14 აპრილი — დედაენის დღე.
რა ჰქვია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს?
თავისუფლება
მოსწავლეს აქვს უფლება, მიიღოს განათლება და იაროს სკოლაში. რა არის მისი მთავარი მოვალეობა გაკვეთილზე ყოფნისას?
წესრიგის დაცვა და მასწავლებლის მოსმენა.
რა ჰქვია სპეციალურ შენობას და ორგანოს, სადაც ხალხის მიერ არჩეული ადამიანები იკრიბებიან კანონების მისაღებად?
პარლამენტი
ისლამის მიმდევრებს მუსლიმებს ვუწოდებთ. რა ჰქვია მათ წმინდა წიგნს და ნაგებობას, სადაც ისინი სალოცავად იკრიბებიან?
ყურამი და მეჩეთი
ამ თარიღს ორი დიდი მნიშვნელობა აქვს: ჩვენ პატივს მივაგებთ სამშობლოსთვის დაღუპულ გმირებს და ასევე აღვნიშნავთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას. რომელი დღეა ეს?
9 აპრილი
საქართველოს სახელმწიფო გერბზე გამოსახულია წმინდა გიორგი, რომელიც გველეშაპს კლავს. რა აწერია გერბის ქვემოთ მოთავსებულ სადევიზო ლენტს?
ძალა ერთობაშია
ანამ სკოლის ეზოში ნაგავი დაინახა. მას აქვს უფლება იცხოვროს სუფთა გარემოში. რა არის მისი, როგორც მოქალაქის მოვალეობა ამ დროს?
გარემოზე ზრუნვა (ნაგვის ურნაში ჩაყრა და ეზოს გაფრთხილება).
რა ჰქვია სპეციალურ შენობას და ორგანოს, სადაც ხალხის მიერ არჩეული ადამიანები იკრიბებიან კანონების მისაღებად?
პარლამენტის წევრები/დეპუტატი
ს არის მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი რელიგია. მისი მიმდევრები სინაგოგაში ლოცულობენ, ხოლო მათ წმინდა წიგნს თორა ჰქვია. რომელ რელიგიაზეა საუბარი?
იუდაიზმი
ვინ არის მოქალაქე?
დროშა, გერბი და ჰიმნი
რა უნდა გააკეთოს მოქალაქემ, როდესაც სახელმწიფო ჰიმნი სრულდება ან დროშა აღიმართება?
უნდა წამოდგეს ფეხზე (და მამაკაცებმა უნდა მოიხადონ ქუდი).
თამაშის დროს ბავშვებს შორის დავა ჩამოვარდა. ერთ-ერთს სურს აზრის გამოთქმა. რომელი უფლებით სარგებლობს ის ამ დროს?
აზრის გამოხატვის თავისუფლება.
რატომ არის საჭირო კანონები?
....
ზოგჯერ ადამიანებს სწამთ, რომ სამყარო რელიგიური ძალების გარეშე შეიქმნა და არ მიეკუთვნებიან არცერთ სარწმუნოებას. რა ჰქვია ამ მსოფლმხედველობას?
ათეიზმი
საქართველოს რომელი სახელმწიფო სიმბოლოები უნდა იცოდეს და სცეს პატივი ქვეყნის ყოველმა ერთგულმა მოქალაქემ?
დროშა, გერბი და ჰიმნი
სახელმწიფო გერბზე ფარს გვერდებიდან ორი ცხოველი იჭერს. რომელი ცხოველია ეს და რისი სიმბოლოა ის?
ლომი (სიმამაცის, ძლიერების და მეფობის სიმბოლო).
წარმოიდგინე, რომ ბავშვი სკოლის ქონებას (მერხს, წიგნს) აზიანებს. ის ამბობს: „ეს ჩემი სკოლაა და რაც მინდა იმას ვიზამ“. რატომ ცდება ის და რა მოვალეობას ივიწყებს?
სახელმწიფო და საზოგადოებრივი ქონების გაფრთხილების მოვალეობას.
წარმოიდგინეთ, რომ პარლამენტი არის ქვეყნის „დიდი სამზარეულო“, სადაც ხალხის მიერ არჩეული ადამიანები ქვეყნისთვის საერთო „წესების რეცეპტებს“ წერენ. რა ჰქვია ქვეყნის ყველაზე მთავარ წიგნს, სადაც წერია ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი წესები და რომელსაც სხვა ყველა კანონი უნდა ემორჩილებოდეს?
კონსტიტუცია