რომელია ყველაზე პატარა ნატურალური რიცხვი?
პასუხი: 1
რა არის წრფე?
წრფე არის სწორი ხაზი, რომელიც ორივე მიმართულებით უსასრულოდ გრძელდება.
რას ეწოდება კუთხის საერთო წერტილს?
წვერო
რა არის ფიგურის პერიმეტრი?
ფიგურის ყველა გვერდის სიგრძეების ჯამი.
რას გვიჩვენებს წილადის მნიშვნელი?
რამდენ თანაბარ ნაწილად არის დაყოფილი მთელი.
იპოვე რიცხვი, რომელსაც 5ასეულ ათასი, 3 ასეული, 7 ათეული და 2 ერთეული აქვს.
პასუხი: 5 00372.
რამდენი წრფე შეიძლება გავავლოთ ორ განსხვავებულ წერტილზე?
: მხოლოდ ერთი წრფე.
რა არის კუთხის გვერდები?
კუთხის გვერდებია ის ორი სხივი, რომლებიც კუთხეს ქმნიან
კვადრატის გვერდის სიგრძეა 6 სმ. რამდენია მისი პერიმეტრი?
პასუხი: 24 სმ.
რას გვიჩვენებს წილადის მრიცხველი?
.
რამდენი ასეთი ნაწილია აღებული
არის თუ არა 1 მარტივი რიცხვი?
არა. 1-ს მხოლოდ ერთი გამყოფი აქვს.
რამდენი მონაკვეთისგან შედგება ტეხილი A–B–C–D?
3 მონაკვეთისგან: AB, BC და CD.
რა კუთხეს ეწოდება მართი კუთხე?
კუთხეს, რომლის ზომაა 90°, მართი კუთხე ეწოდება
კვადრატის გვერდის სიგრძეა 7სმ. რამდენია მისი ფართობი?
49კვ. სმ
რა ეწოდება წილადს, რომლის მრიცხველი მნიშვნელზე მეტია ან ტოლია?
არაწესიერ წილადს
რა საერთო თვისება აქვთ ყველა მარტივ რიცხვს 2-ის გარდა?
ყველა კენტი რიცხვია.
ტეხილი შედგება 6 მონაკვეთისგან. რამდენი წვერო აქვს მას, თუ ტეხილი ღიაა?
7 წვერო.
რამდენია სამკუთხედის შიდა კუთხეების ჯამი?
პასუხი; 180°.
თუ მართკუთხედის სიგრძე და სიგანე ორივე 2-ით გაიზარდა, როგორ შეიცვლება მისი პერიმეტრი?
გაიზრდება 8-ით
თოლ მნიშვნელიანი წილადებიდან რომელია მეტი?
რომლის მრიცხველიც მეტია
შეიძლება თუ არა შედგენილი რიცხვი იყოს ლუწი?
დიახ. მაგალითად, 4, 6, 8, 10.
დაასრულეთ: თუ წრფეები ერთმანეთს არ კვეთს მაშინ ისინი ერთმანეთის
პარალელურია
როგორ იყოფა სამკუთხედები გვერდების მიხედვით?
ტოლგვერდა, ტოლფერდა და სხვადასხვაგვერდა სამკუთხედებად
თუ მართკუთხედის სიგრძე და სიგანე ორივე 2-ჯერ გაიზარდა, როგორ შეიცვლება მისი ფართობი?
ფართობი 4-ჯერ გაიზრდება
შეიძლება თუ არა ორი განსხვავებული ჩანაწერის მქონე წილადი ერთსა და იმავე რაოდენობას აღნიშნავდეს? მოიყვანე მაგალითი.
დიახ. მაგალითად, 1/2=2/4=4/8.