ჰქონდა თუ არა ჰექტორს გადაწყვეტილი მოხუცის ურიკის ტბაში გადაგდება?
არა
რა უყო ჰექტორმა მისის ვერგარასადმი მიძღვნილ წერილს, რომელიც მამის დავალებით დაწერა?
დაკუჭა და გადააგდო, სანაცვლოდ კი სხვა წერილი წაიღო.
რა გააკეთეს ვილმა და მასთან შაბათ დღეს სტუმრად მისულმა ჰექტორმა?
ჯერ კომპიუტერული თამაში ითამაშეს, მერე კი ავტობუსით ბიგ ბენთან მივიდნენ და სკეიტბორდებით ისეირნეს.
რამ დაარწმუნა ჰექტორი, რომ წინა ღამით შადრევნის ქანდაკებასთან მომხდარი ამბავი სინამდვილე იყო და არა სიზმარი?
ყვითელმა საღებავმა, რომელიც თითებზე ეცხო.
თქვენი აზრით, როგორი დამოკიდებულება აქვს მამას ჰექტორის მიმართ? დაასაბუთეთ თქვენი აზრი.
ცივი. მხოლოდ მაშინ ეკონტაქტება, როცა ჰექტორი რამეს დააშავებს. ისიც დასატუქსად. სხვა დროს არასოდეს უშვებს თავის სახელოსნოში. არ პასუხობს ბიჭის შეკითხვებს.
რისი მოლოდინი აქვს ჰექტორს, მას შემდეგ რაც მოხუცის ურიკას წყალში გადააგდებს?
ჰექტორს ფიქრობს, რომ დააპატიმრებენ და ტელევიზიით, ახალ ამბებში გამოაცხადებენ.
რა ერქვა სკოლის მახლობლად მდებარე ტკბილეულის მაღაზიას და როგორ ახასიათებს მას ჰექტორი?
,,მაკევანის სიტკბოება". მაკევანები ყველაზე მკაცრი დასაშიში გამყიდველები არიან. 4 ადამიანზე მეტს მაღაზიაში არ აჩერებენ, რომ ვინმემ ტკბილეული არ მოჰპაროთ.
ლონდონის რა ღირსშესანიშნაობებია ნახსენები მე-7 თავში? დაასახელეთ 3 მაინც.
ბიგ ბენი, პიკადილის ცირკი, მდინარე ტემზა, ეროსის ქანდაკება.
რატომ ვერ ჩართო ჰექტორმა კვირა დილით კომპიუტერი?
ლიზამ, მშობლების თხოვნით, ჰექტორის კომპიუტერს პაროლი შეუცვალა.
როცა ჰექტორი მისის და მისტერ მაკევანებს თავაზიანად მიმართავს, ისინიც ტკბილად პასუხობენ, მიუხედავად იმისა, რომ მასზე გაბრაზებულები არიან. განაზოგადე ეს ფაქტი და იმსჯელე. გაიხსენე, რომელი ქართული აფორიზმი შეესაბამება აღნიშნულ სიტუაციას.
თუ გინდა, რომ ადამიანების კეთილგანწყობა მოიპოვო, მათ ყოველთვის თავაზიანად უნდა მოექცე. ,,გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი." (შოთა)
რის შესახებ გადაიღო ჰექტორის მამამ თავისი ბოლო ფილმი?
უსახლკაროთა შესახებ.
სად იპოვა ჰექტორმა ურიკიანი მოხუცი და ვინ დაინახა მასთან ერთად?
ტკბილეულობის მაღაზიასთან. იქვე იყო პოლიციელი ქალი, რომელიც ტელეფონზე ლაპარაკობდა.
რატომ აღმოჩნდა ჰექტორი თითქმის სრულიად მარტო ქალაქის ცენტრალურ მოედანზე?
ფეხბურთის მნიშვნელოვანი მატჩი მიმდინარეობდა და ყველა მას უყურებდა.
რა საკითხზე ლაპარაკობდა მამა ტელეფონზე, როცა ჰექტორმა მის კაბინეტთან (სახელოსნოსთან) ჩაიარა?
პიკადილის ცირკის წინ მდებარე ქანდაკების ძარცვაზე.
წაკითხული თავებიდან გაიხსენე ფაქტები, როცა ბავშვები უპოვარ (უსახლკარო) ადამიანებს ცუდად ეპყრობიან. გააკეთე შენეული შეფასება
ჰექტორი ქუდს გასტაცებს ტომასს; შემდეგ მის ურიკაში ტბაში აგდებს; ჰექტორი ფეხს გაჰკრავს ყუთში მწოლარე უსახლკაროს; პიცერიის უკან, კარავში მცხოვრები ქალი საყვედურობს, რომ სკოლის ბავშვები ცუდად ეპყრობიან. ყველა ეს საქციელი დასაგმობია, რადგან ასეთ ადამიანებს ჩვენგან ხელის გაწვდენა და დახმარება სჭირდება, არათუ დამცირება. არავინ იცის, ვის რა მოელის მომავალში.
ვინ არის სერ ნეზბიტი და რატომ ამახვილებს მასზე ყურადღებას ჰექტორის მამა?
სერ ნეზბიტი არის ქველმოქმედი, რომელმაც უსახლკაროებს 5 მლნ გადასცა. მამა ჰექტორს მოუწოდებს, როცა გაიზრდება, მას მიჰბაძოს.
შესვენებაზე ვინ დახვდა ჰექტორს საკლასო ოთახში და რას აკეთებდნენ?
მისის ვერგარა, მეი-ლი, რობერტი და რანია. წიგნების თაროზე ალაგებდნენ იმ თვის წასაკითხ წიგნებს.
რამ გააშეშა გაოცებისგან ჰექტორი ავტობუსის მოლოდინში? გვიამბეთ ეპიზოდის შინაარსი.
მის წინ, ძველი შენობის კართან, დაძონძილ პალტოსა და ნაქსოვ ქუდში გამოწყობილი წვერებიანი მოხუცი წამოიმართა, რომელიც ტომასს მიამსგავსა. ბიჭს ეგონა, რომ მას აედევნა შურის საძიებლად. თუმცა მოხუცს მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, გაჩახჩახებული ბილბორდებისკენ გაექანა.იქაურობა მოათვალიერა და როცა დარწმუნდა, რომ არავინ იყო, რაღაც ბრჭყვიალა ნივთი ამოიღო და ბილბორდებს მიუშვირა. ყველაფერი ჩაბნელდა. შემდეგ ზუზუნის ხმა გაისმა - მოხუცი ქანდაკებაზე ამძვრალიყო და იქედან ნაპერწკლები სცვიოდა. როცა განათდა, ქანდაკებას დეტალი აკლდა. შადრევნის კიბეზე კი ყვითელი საღებავით უცნაური ნიშნები იყო დატოვებული.
რატომ და როგორ ცდილობს ჰექტორი, ოჯახის წევრების გული მოიგოს?
იმიტომ, რომ უნდა, მშობლებმა გარეთ გასვლის ნებართვა მისცენ, წავიდეს და ის მოხუცი იპოვოს, ვინც ქანდაკება გაძარცვა. ლიზას ესალმება და უღიმის;ჰერკულესს თავის ფაფას უთმობს; მისის სანდერსის დახმარებაზე უყოყმანოდ თანხმდება.
თქვენი აზრით, რატომ ცდილობს ჰექტორი ქანდაკების მძარცველი მოხუცის პოვნას?
1) უნდა მშობლებს დაუმტკიცოს, რომ სასარგებლო საქმის კეთებაც შეუძლია: 2) უსახლკარო მოხუცის წინაშე თავს დამნაშავედ გრძნობს ურიკის გამო და თუ დაამტკიცებს, რომ ეს მოხუცი თავადაა დამნაშავე, მდგომარეობას შეიმსუბუქებს.
გვიამბეთ ეპიზოდი, სადაც მამისა და ჰექტორის დიალოგია.
მამა პასუხს სთხოვს ჰექტორს მისის ვერგარას ნახატზე. ჰექტორი უარჰყოფს რომ ნახატი თავად დაჰხატა. მამა არიგებს და ავალდებულებს, მისის ვერგარას ბოდიშის წერილი მისწეროს, რაზეც ჰექტორი არ თანხმდება.
თქვენი სიტყვებით გადმოეცით ჰექტორსა და მეი-ლის შორის დიალოგი საკლასო ოთახში.
ჰექტორი დაემუქრა მეი-ლის, რომ არსად ეთქვა, რაც მან მოხუცს დამართა. მეი-ლიმ თვალი უშიშრად გაუსწორა და იქით დაემუქრა, რომ თუ ტომასს (მოხუცს) ბოდიშს არ მოუხდიდა და ახალ ურიკას არ მიუტანდა, სანანებლად გაუხდიდა საქმეს. მეი-ლის სიმამაცემ როგორც ჰექტორი, ასევე იქ მყოფი ბავშვები, რობერტი და რანია ძლიერ გააკვირვა.
ვისია სინამდვილეში პიკადილის ცირკის წინ მდგარი ქანდაკება, რომელსაც ხალხი ეროსის ქანდაკებად იცნობს და ვისგან იცის ეს ჰექტორმა.
ეროსის ძმის ანტეროსის. მშობლებისაგან, რომლებიც ბერძნული მითოლოგიით არიან გატაცებულნი.
გვიამბე იმ ეპიზოდის შინაარსი, რომელშიაც ჰექტორი ტომასის საძებრად პოლიციის განყოფილებასთან მიდის.
მაკევანების მითითებით, ჰექტორი პოლიციის განყოფილებასთან ეძებს ტომასს. იქ, ერთ-ერთ შესასვლელთან, შენიშნავს მუყაოს ყუთში ჩაწოლილ კაცს, რომელსაც თავზე საბანი აქვს წამოხურული. დაუძახებს და ფეხს გაჰკრავს. კაცი ფეხში სწვდება და აფრთხილებს, რომ ასეთი საქციელი მეორედ აღარ ჩაიდინოს. შემდეგ კი ტომასის სავარაუდო ადგილსამყოფელს ასწავლის.
თქვენი აზრით, რატომ გააფრთხილა სემმა ჰექტორი, ფეხით არავის არასოდეს შეეხოო. იმსჯელე აღნიშნულ ფაქტზე.
იმიტომ, რომ ფეხით ადამიანზე შეხება ღირსების შემლახავი საქციელია. ადამიანურ ღირსებას კი ყოველთვის პატივი უნდა ვცეთ მიუხედავად იმისა, ვისთან გვაქვს საქმე. თუნდაც ადამიანი უსახლკარო იყოს, თუნდაც საშიში დამნაშავე.