რომელი მარცვლეული კულტურები მოჰყავდათ სვანეთში ძველად?
ქერი, ჭვავი და ფეტვი
რა ფიზიკური მახასიათებელი გამოარჩევს სვანურ კარტოფილს სხვა კარტოფილებისაან?
მას მოწითალო ფერი დაჰკრავს და ძალიან გემრიელია.
რატომ იყო მესაქონლეობა სვანეთში მიწათმოქმედებისათვის დამხმარე დარგი?
ხარები ხის სახნელს ეწეოდნენ და ნაკელით მიწას ანოყიერებდნენ.
რას ნიშნავს ტერმინი „გარე სამუშაო“?
სვანი მამაკაცების წასვლას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სამუშაოდ.
რას უწოდებენ სვანეთს საქართველოს ისტორიაში მისი განსაკუთრებული დამცველობითი ფუნქციის გამო?
საქართველოს განძთსაცავს
რატომ გახდა სვანეთი საქართველოს განძთასაცავი?
რათა ბარში შემოსული მტრისგან დაეცვათ საეკლესიო ნივთები, ხატები და ხელნაწერები.
რატომ სწირავდნენ საქართველოს მეფეები სვანეთის ეკლესიებს ხატებსა და ძვირფასეულობას?
სვანების მიერ ქვეყნის ერთგული სამსახურისა და თავდადების გამო.
რომელი დინასტია მიიჩნეოდა გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოდ სვანურ ლოცვებში?
ბაგრატიონთა სამეფო დინასტია.
წელიწადის რომელ პერიოდში მიდიოდნენ სვანები „გარე სამუშაოზე“?
გვიანი შემოდგომიდან გაზაფხულის დადგომამდე.
რა პროდუქტები მოჰქონდათ სვანებს ბარიდან, რაც მთაში არ მოიპოვებოდა?
მარილი, ღვინო და სხვა მსგავსი პროდუქტები.
რომელი ხეობების სათავეებიდან გადადიოდნენ სვანები აღმოსავლეთ საქართველოში?
ენგურისა და ცხენისწყლის ხეობებიდან.
საქართველოს რომელი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარის გავლით მიდიოდნენ სვანები ქართლში სამუშაოდ?
რაჭის გავლით
რომელი უძველესი ქართული ხელნაწერი ინახებოდა სოფელ ადიშში?
ადიშის ოთხთავი.
რომელი წლით თარიღდება ადიშის ოთხთავი?
ადიშის ოთხთავი 897 წელს არის გადაწერილი.
საქართველოს რომელი კუთხეში შეიქმნა სვანეთში დაცული ადიშის ოთხთავი?
ტაო-კლარჯეთი
ვინ შესწირა ზარი ლატალის თემის ეკლესიას 1600 წელს?
კახეთის მეფე ალექსანდრემ.
რატომ მიიჩნევიან სვანები მაღალსართულიანი შენობების ფასადების საუკეთესო მღებავებად?
ისინი შეჩვეულები არიან სიმაღლეს და ამ საქმეს მათზე უკეთესად არავინ ასრულებს
რა მასალისგან მზადდება ტრადიციული სვანური ქუდი და ნაბადი?
ცხვრის მატყლისგან
რა გამოსახულებას ქმნის სვანურ ქუდზე ზემოდან გადაჭიმული ზონრები?
ჯვრის გამოსახულებას
რით განსხვავდებოდა ძველი სვანური ქუდი თანამედროვესგან?
ძველ ქუდს ჰქონდა მიკერებული ფარფლები, რომლებიც მამაკაცს ყურებს უფარავდა.
რატომ უწოდებენ სვანეთს „ქართული კულტურის საგანძურს“?
იქ დაცული ადგილობრივი და სხვა კუთხეებიდან შემოტანილი კულტურული ძეგლების სიმრავლის გამო.
ეკლესიების გარდა, სად ინახებოდა ძვირფასეულობა და ხელნაწერები სვანეთში?
საუკუნეების განმავლობაში განძი სვანურ ოჯახებშიც ინახებოდა.
როდის გავრცელდა ქრისტიანობა სვანეთში?
ქრისტიანობა სვანეთში ადრიდანვე გავრცელდა.
რა განასხვავებს სვანეთის ეკლესიების უმეტესობას სხვა ეკლესიებისაგან?
ულამაზესი ფრესკებითა და ძველი ქართული წარწერებით ეკლესიების გარეთა ფასადზეა
რა დანისნულება ჰქონდა სვანურ ქუდს ომების დროს?
დსაცავად, რადგანაც იგი იმდენად სქელი და გამძლეა, რომ რამდენჯერმე გადაკეცილი ხანჯლის დარტყმასაც უძლებს.
ოქროს მოპოვების რომელი ისტორიული ტრადიცია შემოინახა სვანეთმა?
მდინარეში ხვრის ტყავების საშუელლლლლებით ოქროს მოპოვების ტრადიცია
ვინ იყო მიხეილ ხერგიანი?
მსოფლიოში ცნობილი სვანი ალპინისტი.
რა ზედმეტსახელი შეარქვეს მიხეილ ხერგიანს ინგლისში?
„კლდის ვეფხვი“
სვანეთის რომელი ეკლესიის გარე ფასადის მოხატულობაზეა გამოსახული მხედრები?
ლენჯერის ეკლესიის
სად მდებარეობს ფრესკა, რომელზეც დემეტრე პირველის მეფედ კურთხევის სცენაა ასახული?
მაცხვარიშის ეკლესიაში.
რომელი სოფლის ეკლესიის კედელზეა შემორჩენილი წმინდა გიორგისა და სხვა მხედრების გამოსახულებები?
ადიშის ეკლესიის
რომელი სამეფო დინასტიის ლოცვა ითვლებოდა სვანეთში ქვეყნის ერთიანობის ლოცვად?
ბაგრატიონთა დინასტიის.
რას მიიჩნევდა მიხეილ ხერგიანი თავის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად?
მრავალი ალპინისტის სიცოცხლის გადარჩენას.
რა კავშირია არგონავტების მითსა და სვანეთს შორის?
ოქროს მოპოვების წესი
როგორ მოქმედებდა გარე სამუშაო სვანების ენობრივ ინტეგრაციაზე?
ამყარებდა კავშირს სალიტერატურო ქართულსა და სვანურ მეტყველებას შორის.
რა არის სვანური ქუდის პოპულარობის მიზეზი მთელ საქართველოში?
ორიგინალურობა და ტრადიციულობა.
რომელ წელსაა შექმნილი ლატალის თემის ეკლესიის ზარი?
1600 წელს.
რა იყო ძირითადი მიზეზი იმისა, რომ სვანეთი საქართველოს საგანძურის თავშესაფრად იქცა?
ბარში შემოჭრილი მტრისგან საეკლესიო ნივთებისა და ხელნაწერების დაცვა.
რომელი ისტორიული მხარიდან არის სვანეთში გადატანილი ქართული კულტურის მრავალი უძველესი ნიმუში?
ტაო-კლარჯეთიდან
რა ენაზეა შესრულებული სვანეთის ეკლესიებში არსებული წარწერები?
ქართულ ენაზე