დაასახელეთ ნივთიერების 3 აგრეგატული მდგომარეობა.
თხევადი, აირადი და მყარი.
როგორი აგრეგატული მდგომარეობა შეიძლება ჰქონდეს ნარევს?
თხევადი, აირადი და მყარი.
რა ეწოდება წარმოსახვით ხაზს, რომელიც დედამიწას ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებად ჰყოფს?
ეკვატორი
რელიეფის როგორი ფორმაა ვაკე?
დადებითი
რაზეა დამოკიდებული აორთქლების სისწრაფე?
ტემპერატურაზე.
ნარევი, რომელშიც შემადგენელი კომპონენტები ცალ-ცალკე მიკროსკოპითაც კი არ ჩანს, არის....
ერთგვაროვანი ნარევი.
როგორია დედამიწის მოძრაობის ტრაექტორია მზის გარშემო?
მრუდი წირი
დაასახელეთ მსოფლიოს უგრძესი მთათა სისტემა.
კორდილიერები და ანდები
რა ემართება ნივთიერებას ქიმიური გარდაქმნის დროს?
ნივთიერება იცვლება და ახალი ნივთიერება მიიღება.
რა ეწოდება ნივთიერებებს, რომელთა ერთ-ერთი კომპონენტი წყალია?
წყალხსნარები
ამ დღეებში მზე ზენიტშია ეკვატორზე, დედამიწის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროები თანაბარი რაოდენობით სითბოსა და სინათლეს იღებს. დაასახელეთ ეს თარიღები.
23 სექტემბერი და 21 მარტი
რა ეწოდება ვაკეს, რომელიც ზღვის დონიდან200-500 მეტრამდე მდებარეობს?
მაღლობი
როგორ შეიძლება დადგინდეს ნივთიერებათა თვისებები?
გრძნობათა ორგანოებისა და ხელსაწყოების გამოყენებით.
დაასახელეთ ნარევების დაყოფის 5 ხერხი.
გამოხდა, ამოშრობა, გაფილტვრა, დაწდომა, მაგნიტით გაყოფა.
ამ დღეს მზე ზენიტშია სამხრეთ ტროპიკზე და ეს ნახევარსფერო იღებს ყველაზე მეტ სითბოსა და სინათლეს. დაასახელეთ ეს თარიღი.
22 დეკემბერი
რა ეწოდება ზღვის ტალღების დამანგრეველ მოქმედებას?
აბრაზია
იცვლის თუ არა სითხე ფორმასა და მოცულობას?
სითხე ადვილად იცვლის ფორმას და ძნელად იცვლის მოცულობას.
დაყოფის რომელი ხერხია საჭირო ზეთისა და წყლის კომპონენტებად დასაყოფად?
გამოხდა
დაასახელეთ დედამიწის 7 ძირითადი კლიმატური სარტყელი.
ეკვატორული, 2-ტროპიტკული, 2-ზომიერი, არქტიკული და ანტარქტიკული.
დაასახელეთ მსოფლიოში ყველაზე დაბალი ადგილი, რომელიც ზღვის დონეზე 411 მ-ით დაბლა მდებარეობს.
მკვდარი ზღვა