რა ჰქვია ჟან შარდენის ნაშრომს, რომელშიც ის საქართველოში მოგზაურობას აღწერს?
„მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში“
საქართველოს ისტორიის რომელ პერიოდს მოიცავს ჟან შარდენის ცნობები საქართველოს შესახებ?
გვიან შუა საუკუნეებსა და ადრეულ ახალ დროს
ჟან შარდენის აღწერით როგორია სამეგრელოს (კოლხეთის) რელიეფი?
ქვეყანა მთლიანად დაფარულია ხშირი და მაღალი ტყით
შარდენის მიხედვით როგორი ჰავა და კლიმატური პირობებია სამეგრელოში
ჰაერი ძალიან ნოტიოა და თითქმის შეუჩერებლად წვიმს
შარდენიის მიხედვით რამდენად მისაღებია სამეგრელოს ნიადაგში მარცვლეული კულტურების მოყვანა?
ნიადაგი ცუდია, თუმცა ზოგიერთი ჯიშის მარცვლეული მაინც მოჰყავთ
ქართლის რომელ ოთხ ქალაქს აღწერს შარდენი თავისი მოგზაურობის დროს?
გორი, სურამი, ალი და თბილისი
რას წერს შარდენი სამეგრელოში მოყვანილი ხილის შესახებ?
ხილი ველური და უგემურია
შარდენის თქმით სამეგრელოში მოყვანილი რომელი კულტურაა „საუკეთესო“ და „მოსაწონი“?
ვაზი და მისგან დამზადებული ღვინო
როგორ აღწერს შარდენი სამეგრელოში ვენახის გაშენების ტრადიციულ მეთოდს?.
ვაზი ხის ძირშია დარგული და ხის კენწერომდე აღწევს
შარდენის გადმოცემით სად ინახავდნენ მეგრელები ღვინოს დაწურვის შემდეგ?
მიწაში ჩაფლულ ქვევრებში
შარდენის გადმოცემით რა წარმოადგენს მეგრელების ძირითად ყოველდღიურ საკვებ მარცვლეულს?
ღომი (რომელიც ფეტვს ჰგავს)
შარდენის გადმოცემით როგორი კლიმატია აღმოსავლეთ საქართველოში (ქართლ-კახეთში)?
ჰავა ჯანსაღი და მშრალია
შარდენის გადმოცემით სამეგრელოს მოსახლეობის მხოლოდ რომელი სოციალური ფენა მიირთმევს ხორბლის პურს?
მხოლოდ შეძლებული ადამიანები
შარდენის გადმოცემით რომელი ცხოველის ხორცი ითვლება სამეგრელოში საუკეთესო ხარისხის საკვებად?
ძროხისა და ღორის ხორცი
შარდენის გადმოცემით რატომ იყო სამეგრელოში შინაური ფრინველი მცირე რაოდენობით?
ომიანობის გამო, რამაც ქვეყანა გააღატაკა
შარდენის გადმოცემით საიდან შემოჰქონდათ სამეგრელოში დამარილებული თევზი?
თურქეთიდან
შარდენის გადმოცემით რა ითვლება მეგრელი დიდებულებისათვის ძირითად გართობად?
ნადირობა მტაცებელი ფრინველებით
რას ამბობს შარდენი ქართლ-კახეთის პურისა და ხილის ხარისხზე?
მსოფლიოში არსად არ არის ისეთი გემრიელი პური და ხილი, როგორც აქ
შარდენის მიხედვით როგორია ნანადირევის განაწილების წესის?
მარჯვენა ბეჭი ბატონისაა, მარცხენა — ქალბატონის, დანარჩენი — მონადირეების
შარდენის მიხედვით რა მასალისგანაა ნაგები სამეგრელოში ყველა სახლი და რატომ?
ხისგან, რადგან ტყე ბევრია და მშენებლობა იაფი ჯდება
შარდენის გადმოცემით რით განსხვავდება სამეგრელოში დიდებულებისა და ღარიბების სახლები?
დიდებულების სახლები ორსართულიანია, ღარიბებისა — ერთსართულიანი
შარდენის მიხედვით რატომ არის სამეგრელოს სახლების იატაკი მუდამ ფიცარნაგი?
მიწის დიდი სინოტივის გამო
შარდენის გადმოცემით მეგრელ ქალებსი ცაცმულობის რომელი სტილია გავრცელებული?
სპარსული
შარდენის გადმოცემით სად გააქვთ ქართლ-კახეთიდანსაწქსპორტოდ დიდი რაოდენობით ღვინო?
სომხეთსა და ისპაჰანში
შარდენის გადმოცემით სრულად ჩამოტვალეთ, თუ რომელ იარაღებს იყენებდნენ მეგრელები საბრძოლველად?
შუბი, მშვილდ-ისარი, სწორი ხმალი, კომბალი და ფარი
რა არის „ეკიუ“?
ფრანგული ოქროს ფული
შარდენის გადმოცემით სრულად ჩამოთვალეთ თუ რა წარმოადგენდა სამეგრელოს მთავრის შემოსავლის ძირითად წყაროებს?
ბაჟი, ადამიანების გაყიდვა და თვითნებურად შეწერილი გადასახადები
შარდენის მოგზაურობის დროს რომელი იმპერიის გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ კახეთისა და ქართლის სამეფოები?
სპარსეთის იმპერიის
რა მდგომარეობაში იყო კახეთის ქალაქები შარდენის მოგზაურობისას?
ყველა მათგანი ნანგრევებად იყო ქცეული, გარდა ერთისა
რას მიაწერს შარდენი ქართველების ზნე-ჩვეულებათა მრავალფეროვნებას?
სავაჭრო ურთიერთობებს სხვა ხალხებთან და რელიგიურ თავისუფლებას