1
2
3
4
5
100

რამდენი მთავარი რეგიონია მსოფლიოში

15 მთავარი რეგიონი.

100

რომელი ქვეყნები ქმნიან რეგიონს "ჩრდილოეთი ამერიკა" (ანგლოამერიკა)?

აშშ და კანადა.

100

რა ეწოდება ტერიტორიის რეგიონებად დაყოფის პროცესს?

დარაიონება
100

ფიზიკური გეოგრაფიის მიხედვით, რამდენი კონტინენტი არსებობს დედამიწაზე?

6 კონტინენტი
100

რომელი ოკეანის აუზში მდებარეობს ოკეანეთის რეგიონი?

წყნარი ოკეანის

200

რა არის მთავარი პრინციპი, რომელიც უნდა იყოს დაცული რეგიონის გამოყოფისას?

 რეგიონი უნდა იყოს ტერიტორიულად უწყვეტი და ერთიანი მთლიანი ერთეული.

200

რომელი ქვეყნები შედიან "აღმოსავლეთ აზიის" რეგიონში და რატომ არიან ისინი მნიშვნელოვანნი?

ჩინეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა. ისინი მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკური გიგანტები არიან. 


200

რომელი ორი კულტურის შერწყმით ჩამოყალიბდა ლათინური ამერიკა?

ესპანურ-პორტუგალიური და ადგილობრივი ინდიელების კულტურების.

200

რომელი ქვეყანა დომინირებს სამხრეთ აზიის რეგიონში?

რომელი ქვეყანა დომინირებს სამხრეთ აზიის რეგიონში?

200

 რა განსხვავებაა მარტივ და კომპლექსურ დარაიონებას შორის?

მარტივი ხდება ერთი ნიშნით, კომპლექსური — რამდენიმე (ეკონომიკური, კულტურული და ა.შ.) ფაქტორით.

300

რატომ აერთიანებენ ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთს ხშირად ერთ რეგიონში?

საერთო ისტორიული, რელიგიური (ისლამი) და ეთნოკულტურული ფაქტორების გამო.

300

რომელი ქვეყნები შედიან სკანდინავიის გარდა ჩრდილოეთ ევროპის რეგიონში თანამედროვე გაგებით?

ბალტიისპირეთის ქვეყნები: ესტონეთი, ლატვია და ლიტვა

300

რა ნიშნით იყოფა ევროპა რეგიონებად?

ფიზიკურ-გეოგრაფიული, ისტორიულ-პოლიტიკური, ეკონომიკური და რელიგიური ნიშნებით.

300

რა არის დამახასიათებელი ტროპიკული აფრიკის ქვეყნებისთვის?

ისტორიული ბედის მსგავსება, ეკონომიკური პრობლემები და დამოუკიდებელი აფრიკული ცივილიზაცია.

300

რომელი რელიგიაა დომინანტური აღმოსავლეთ ევროპისა და რუსეთის რეგიონში?

მართლმადიდებლური ქრისტიანობა.

400

როგორ შეიცვალა "დასავლეთ ევროპის" ცნება XX საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ?

ადრე მასში ყველა კაპიტალისტურ ქვეყანას გულისხმობდნენ, ახლა კი უფრო ვიწრო გაგებით იყენებენ (მაგ: ბრიტანეთი, საფრანგეთი).

400

რატომ ითვლება სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის გაერთიანება ერთ რეგიონში პირობითად?

რადგან ისინი ფიზიკურ-გეოგრაფიულად განსხვავდებიან, თუმცა აერთიანებთ პოსტსაბჭოთა წარსული. 

400

რატომ არის ევროპა განსაკუთრებული რეგიონი მსოფლიოს დაყოფის სქემებში?


მიუხედავად სიმცირისა, მისი დიდი მნიშვნელობის გამო იგი 4-6 დამოუკიდებელ რეგიონად იყოფა.

400

რა ფაქტორები უდევს საფუძვლად პოლიტიკურ-გეოგრაფიულ დარაიონებას?

პოლიტიკური კურსი, ორიენტაცია და პოლიტიკური კავშირები

400

რომელი რელიგიები გვხვდება სამხრეთ აზიის რეგიონში?(3)

ინდუიზმი (დომინანტი), ისლამი და ბუდიზმი.

500

განმარტეთ, რატომ შეიძლება ერთი და იმავე გეოგრაფიულ რეგიონში სრულიად განსხვავებული ქვეყნები მოხვდნენ?

რადგან რეგიონის მთლიანობისთვის აუცილებელია ტერიტორიული უწყვეტობა, რაც ზოგჯერ აიძულებს მკვლევარს, ეკონომიკურად ან კულტურულად განსხვავებული მეზობლები ერთად მოაქციოს.

500

შეადარეთ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის დაყოფის პრინციპები ფიზიკურ და საზოგადოებრივ გეოგრაფიაში.

ფიზიკურად საზღვარი პანამის ყელზე გადის, საზოგადოებრივად კი — აშშ-მექსიკის საზღვარზე, სადაც ანგლოამერიკული და ლათინოამერიკული კულტურები იყოფა.

500

რა როლს თამაშობს "ისტორიული ბედის მსგავსება" რეგიონების ჩამოყალიბებაში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მაგალითზე?

ბალკანეთის ქვეყნებს, მიუხედავად ენობრივი სხვაობისა, აერთიანებთ საერთო ისტორიული წარსული და სოციალისტური სისტემის გამოცდილება.

500

იმსჯელეთ "ცენტრალური ევროპის" რეგიონის ორგვაროვან ბუნებაზე.

იგი მოიცავს როგორც განვითარებულ გერმანულენოვან ქვეყნებს, ისე ყოფილ პოსტსოციალისტურ "ვიშეგრადის ჯგუფის" ქვეყნებს.

500

როგორ აისახება ეკონომიკური განვითარების დონე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონის დახასიათებაში?

რეგიონი ინტენსიურად განვითარებადია და აქ რამდენიმე ე.წ. "ახალმა ინდუსტრიულმა ქვეყანამ" წამყვანი პოზიციები დაიკავა მრეწველობაში.

M
e
n
u