1
2
3
4
5
100

როდის მოვიდა ადოლფ ჰიტლერი გერმანიის სათავეში?

1933 წელს.

100

რა მიზნით შეიქმნა 1919 წელს საერთაშორისო გაერთიანება „კომინტერნი“?

მსოფლიოში რევოლუციების მოწყობისა და კომუნიზმის გავრცელების მიზნით.

100

რომელi პარტია დაუპირისპირდა გერმანიაში კომუნისტურ მოძრაობას?

ნაციონალ-სოციალისტურმა მუშათა პარტიამ.

100

რატომ დატოვა გერმანიამ „ერთა ლიგა“?

ვერსალის ზავით დაწესებული სამხედრო შეზღუდვებისგან თავის დასაღწევად.

100

რა შედეგით დასრულდა 1935 წელს ჩატარებული გამოკითხვა ზაარის მხარეში?

ზაარის მხარე რაიხს შეუერთდა.

200

როდის დაიკავა გერმანიამ რაინის დემილიტარიზებული ზონა?

1936 წელს.

200

რა იყო დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის „დაშოშმინების პოლიტიკის“ არსი?

გერმანიის აგრესიაზე თვალის დახუჭვა და დათმობები ომის თავიდან ასაცილებლად.

200

ჩეხოსლოვაკიის რომელი რეგიონის გადაცემას ითხოვდა ჰიტლერი 1938 წელს?

სუდეტის ოლქის.

200

რომელი 4 სახელმწიფოს წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი მიუნხენის შეთანხმებას?

გერმანია, იტალია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი.

200

რა ბედი ეწია სუდეტის ოლქს მიუნხენის შეთანხმების შედეგად?

ოლქი გერმანიას გადაეცა.

300

რა შეფასება მისცა უინსტონ ჩერჩილმა მიუნხენის შეთანხმებას?

„ჩვენ ავირჩიეთ სირცხვილი და ვერც ომს გადავურჩით“.

300

როდის დაიკავა გერმანიამ ჩეხეთის ტერიტორია?

1939 წელს.

300

რომელ სახელმწიფოში შეიყვანა იტალიამ ჯარები 1935-36 წლებში?

ეთიოპიაში.

300

რა ზომები გაატარა „ერთა ლიგამ“ იტალიის აგრესიის საპასუხოდ?

მხოლოდ ეკონომიკური სანქციები.

300

განმარტეთ ტერმინი: ეკონომიკური სანქცია

ხელშეკრულების დამრღვევი ქვეყნის მიმართ იძულებითი ზომების მიღება, მაგ., საქონლის შეტანა-გატანის აკრძალვა.

400

რომელმა სახელმწიფოებმა მოაწერეს ხელი „ანტიკომინტერნულ პაქტს“ 1936 წელს?

გერმანიამ და იაპონიამ.

400

რა იყო „ანტიკომინტერნული პაქტის“ ძირითადი მიზანი?

კომუნიზმის გავრცელების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა.

400

რომელ სახელმწიფოს წაუყენა ჰიტლერმა ტერიტორიული პრეტენზიები 1939 წელს?

პოლონეთს.

400

რა სახელით არის ცნობილი გერმანია-სსრკ-ს 1939 წლის ხელშეკრულება?

მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი.

400

რას ითვალისწინებდა მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის საიდუმლო დამატება?

აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიების დანაწილებას გავლენის სფეროებად.

500

საიდუმლო ოქმის მიხედვით, პოლონეთის რომელი ნაწილი ხვდებოდა გერმანიის გავლენის სფეროში?

დასავლეთი პოლონეთი.

500

რომელი ქვეყნები შევიდა სსრკ-ს გავლენის სფეროში 1939 წლის საიდუმლო ოქმით?

აღმოსავლეთი პოლონეთი, ბესარაბია, ფინეთი და ბალტიისპირეთი.

500

როდის გახდა ცნობილი მსოფლიოსთვის მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის საიდუმლო ოქმის შესახებ?

1945 წელს, ნაცისტური არქივების აღმოჩენის შემდეგ.

500

ჩერჩილის აზრით რა ტაქტიკას მიმართავდა ჰიტლერი?

სახელმწიფოების „ცალ-ცალკე“ განადგურების მეთოდს.

500

რატომ აღმოჩნდა „ერთა ლიგის“ ქმედებები არაეფექტური აგრესორების მიმართ?

რადგან მხოლოდ ეკონომიკური სანქციებით შემოიფარგლებოდნენ და არ ჰქონდათ რეალური სამხედრო ბერკეტი.

M
e
n
u