ვინ დაწერა "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება"?
გიორგი მერჩულემ
პირობის თანახმად, რამდენ ხანში უნდა მოეძებნა ავთანდილს უცხო მოყმე?
სამ წელში
"განთიადი", "გამზრდელი", "თორნიკე ერისთავი" - ვისი ნაწარმოებებია ჩამოთვლილი?
აკაკი წერეთლის
რომელ დღესასწაულზე აწამეს აბო თბილელი?
ნათლისღებას
ვინ არის ავტორი ნაწარმოებისა "დავითიანი"?
დავით გურამიშვილი
ილია ჭავჭავაძის აზრით, რა არის "ქვეყნის სიცოცხლისა და ღონის მიმცემი"? ("მგზავრის წერილები")
მოძრაობა
"ბრძნად მეტყველებაი ვეცხლი არს წმიდაი, ხოლო დუმილი ოქროი რჩეული", რომელი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები იწყება ამ სიტყვებით?
გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება
რომელი ლიტერატურული მიმდინარეობის წარმომადგენელია გალაკტიონ ტაბიძე?
სიმბოლიზმის
აკაკი წერეთელმა ვის მიუძღვნა ლექსი "განთიადი"
დიმიტრი ყიფიანს
ვინ იყო ვარდან მამიკონიანი?
სომეხი მხედართმთავარი, შუშანიკის მამა.
რომელი ნაწარმოები მთავრდება ტექსტით: "დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან"?
თავსაფრიანი დედაკაცი
ვისი სიყვებია: "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს"? ("მგზავრის წერილები")
ლელთ ღუნიასი