ქართული
მათემატიკა
საზოგადოებრივი მეცნიერებები
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
მუსიკა, სპორტი, ხელოვნება
100

ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის სწორი ფორმა? 

ა) ვიცვავ;   ბ) ვდგამ;  გ) ვბარავ; დ) ვსვამ;

ა) ვიცვავ

100

წიგნიდან ამოვარდნილი ფურცლების პირველი გვერდია  13, ბოლო - 82. რამდენი ფურცელია ამოვარდნილი?

(82-12):2=35

100

რამ შეუშალა ხელი პირველ ცდაზე არაბთა ჯარს შემოჭრილიყო ქართლში?

მკაცრმა ზამთარმა

100

   რომელი აირის სიჭარბე იწვევს სათბურის ეფექტს?

ნახშირორჟანგის

100

რა არის მუსიკალური ბგერის პირობითი გრაფიკული ნიშანი?

ნოტი

200

ჩამოთვლილთაგან რომელია სწორი ფორმა?

ა) დაუფარია; ბ) დაუჩეხია; გ)დაუხატია; დ) შეუკერია;

ბ) დაუჩეხია

200

რამდენი ციფრია საჭირო 96 გვერდიანი წიგნის ფურცლების გადასანომრად?

9+(96-9).2=183

200

რა შედეგით დასრულდა მონღოლთა პირველი გამოჩენა საქართველოში?

ბრძოლისას მძიმედ დაიჭრა მეფე ლაშა-გიორგი, თუმცა მონღოლები ქვეყანას გაეცალნენ.

200

დაასახელეთ ჟანგბადის წყალბადნაერთები

წყალი და წყალბადის პეროქსიდი

200

რას მიიჩნევენ მუსიკის სიმბოლოდ?

ლირას

300

ვის ეკუთვნის სიტყვები:

"არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,

იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნოს!"

ნიკოლოზ ბარათაშვილს

300

როგორ "დავჭრათ" ნებისმიერი სამკუთხედი ოთხ ტოლ სამკუთხედად?

გაავლეთ სამივე შუახაზი

300

წარსულში ამ ქალაქის ადგილას ჰოლანდიელების დასახლება იყო და ახალი ამსტერდამი ერქვა. 1664 წელს ეს ქალაქი ინგლისელებმა დაიპყრეს ჰერცოგის მეთაურობით და მას ჰერცოგის სახელი უწოდეს.რომელ ქალაქზეა საუბარი და სად მდებარეობს იგი?

ნიუ-იორკი,  აშშ-ში

300

ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი,რაც ადამიანს დაბადებასთან ერთად ეძლევა, ჯანმრთელობაა. ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საჭიროა, იცოდე ჰიგიენის წესები და შეასრულო ისინი. რა არის საჭირო ჯანმრთელობისათვის? (დაასახელე  მინიმუმ სამი)

აქტიური ვარჯიში, ჯანსაღი კვება, სისუფთავის დაცვა, ექიმთან ვიზიტი, დასვენება...

300

რომელმა რენესანსელმა მხატვარმა მოხატა სიქსტეს კაპელა?

მიქელანჯელომ

400

რომელი მხატვრული ხერხები  გვხვდება მოცემულ მონაკვეთში:

"ახლა ჩემს თვალწინ დგას ალმასური სახე, მწყაზარი. მოციმციმე ტრედონა, წყნარი, როგორც მაისის თეთრი წვიმა, ქალი- მტრედივით შემკობილი. ნაზი, როგორც ნიავი..."

ეპითეტი და შედარება

400

სამ ძმას კვადრატული ფორმის ნაკვეთებზე ვენახი აქვს გაშენებული. ყველაზე დიდი ნაკვეთი აქვს უფროს ძმას. ნაკვეთები ისეა განლაგებული, რომ მათ შორის დატოვებულ საძოვარს მართკუთხა სამკუთხედის ფორმა აქვს. უფროსი ძმის ვენახის ფართობია 10 000 მ2. უმცროსის 3 600 მ2. იპოვეთ შუათანა ძმის ნაკვეთის და საძოვრის ფართობი   

შუათანა ძმის 80 კვადრატი=6 400 მ2.  საძოვრის  2400 მ2.

400

ევროპის ამ ქვეყნის ფარგლებში ორი სუვერენული სახელმწიფო მდებარეობს. რომელ ქვეყანაზეა საუბარი  და რომელი ქვეყნები მდებარეობს აქ?

იტალია - სან-მარინო, ვატიკანი.

400

თავდაპირველად იგი წარმოადგენდა ტყვიის, ოქროს ან ვერცხლის ჩხირს, რომელიც ლითონის ბუდეში იყო იყო ჩასმული. მე-16 საუკუნეში ინგლისში გრაფიტის საბადოები აღმოაჩენეს, მას შემდეგ მან კიდევ რამდენჯერმე შეიცვალა გარეგნობა. რაზეა საუბარი?

ფანქარზე

400

ოლიმპიური ალამის დევიზია Citius, Altius, Fortius. ამ დევიზში თითო სიტყვის ქართული თარგმანი შედგება ორი სიტყვისაგან. პირველი სიტყვა ყველგან ერთი და იგივეა. დაასახელეთ ამ სიტყვების ქართული მნიშვნელობა.

უფრო სწრაფად, უფრო მაღლა, უფრო ძლიერ

500

ვისი სიტყვების ციტირებით იწყება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი?

აკაკი წერეთლის

500

მოსწავლე ხსნის 20 ამოცანას. სწორად ამოხსნილში ეწერება 8 ქულა, არასწორად ამოხსნილში - "-5" ქულა და თუ ამოხსნა არ უცდია, 0 ქულა. მოსწავლემ დააგროვა 13 ქულა. რამდენი ამოცანა ამოხსნა, რამდენი ვერ ამოხსნა და რამდენის ამოხსნა არ უცდია?

სწორად ამოხსნა 6 ამოცანა, არასწორად-7,არ უცდია 7 ამოცანის ამოხსნა.

6.8 - 7.5 + 7.0 = 13

500

   გადმოცემით,გამოსაცნობი მდინარის შენაკად ნაპოს ხეობაში ადგილობრივი ტომი კუა ცხოვრობდა. ამ ტომის მამაკაცებს ჰქონდათ გრძელი თმა და ტანზე ქსოვილის ქვედაკაბასავით იხვევდნენ. მკვიდრ მოსახლეობასთან ბრძოლისას ევროპელებმა ვერ  გაარჩიეს, კაცებს ებრძოდნენ თუ ქალებს. ამიტომ გავრცელდა ხმა, რომ აქ მეომარი ქალები................. ცხოვრობდნენ. ამ ვერსიით გამოსაცნობ მდინარეს მეომარი ქალების სახელი ჰქვია.        რომელ მდინარეზეა საუბარი?

ამაზონი- ამაზონები

500

ერთი ხუმრობის თანახმად, ჭეშმარიტმა ფიზიკოსმა ან ქიმიკოსმა შვედურად უნდა იცოდეს მხოლოდ ერთი სიტყვა. დაასახელეთ ეს სიტყვა ქართულად.

მადლობა (შვედეთში გადასცემენ ნობელის პრემიას ფიზიკასა და ქიმიაში)

500

ოლიმპიური ალამი თეთრი ფერის დროშაა და მასზე გამოსახულია ხუთი ერთმანეთზე გადაჯაჭვული რგოლი: ცისფერი, ყვითელი, შავი, მწვანე და წითელი. დაასახელეთ, რას აღნიშნავს ეს ფერები.

აფრიკას, აზიას,ამერიკას, ოკეანეთსა და ევროპას.

M
e
n
u