რამდენ აგრეგატულ მდგომარეობაში გვხვდება წყალი? ჩამოთვალე.
3 აგრეგატულ მდგომარეობაში. თხევადი, მყარი, აირადი.
ჩამოთვალე კონტინენტები
ევროპა, აზია, აფრიკა, სამხ.ამერიკა, ჩრ.ამერიკა, ანტარქტიდა, ავსტრალია
ჩამოთვალე ოკეანეები
წყნარი, ატლანტის, ინდოეთის, სამხრეთის, ჩრდ.ყინულოვანი.
რა ჰქვია ხელსაწყოს, რომელიც გამოიყენება ჰორიზონტის მხარეების დასადგენად?
კომპასი
ჩამოთვალე ჰორიზონტის მხარეები.
ჩრდილოეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი, დასავლეთი
ჩამოთვალე როგორი სოკოები არსებობს.
ქუდიანი, ობის, საფუარი.
რას ეწოდება ჩონჩხი?
სხეულის ყველა ძვალს ერთად ჩონჩხი ეწოდება.
როგორ ორგანიზმს ეწოდება "მიკროორგანიზმი"?
ორგანიზმებს, რომლებსაც თვალით ვერ ვხედავთ, "მიკროორგანიზმები" ეწოდება.
როგორი რუკები არსებობს?
ფიზიკური რუკა, პოლიტიკური რუკა, ტურისტული რუკა.
რომელია და რომელ კონტინენტზე მდებარეობს მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი?
ევეერესტი(8848 მ), მდებარეობს აზიაში
რომელია და რომელ კონტინენტზე მდებარებს მსოფლიოს უგრძესი მდინარე?
ნილოსი. მდებარეობს აფრიკაში
რომელი ქედი აკრავს საქართველოს ჩრდილოეთის მხრიდან?
კავკასიონის ქედი
რომელია საქართველოს უმაღლესი მწვერვალი
რომელი ზღვა ესაზღვრება საქართველოს?
შავი ზღვა
ჩამოთვალე საქართველოს მეზობელი ქვეყნები
თურქეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი