დისციპლინა, რომელიც შეისწავლის მონეტებსა და მედლებს, როგორც ისტორიის წყაროებს.
ნუმიზმატიკა
ჯგუფის სახელი უკავშირდება 1946 წლის ცნობილ ფილმში „ეს მშვენიერი ცხოვრებაა“ არსებულ ამავე სახელწოდების ქალაქს.
Bedford Falls
მარილმოყრილი, გახლართულ-წნული მომრგვალო ფორმის პურ-ფუნთუშეული პროდუქტი
ბრეცელი
ექსპერიმენტის მეთოდი, როდესაც მომხმარებელთა ორ ჯგუფს შემთხვევითობის პრინციპით უჩვენებენ პროდუქტის ორ განსხვავებულ ვერსიას, რათა გაირკვეს, რომელი მათგანი მუშაობს უკეთესად კონკრეტული მეტრიკის მიხედვით.
A/B ტესტირება
სპორტის ეს (ზოგადი) სახეობა ერთადერთია ოლიმპიურ პროგრამაში, სადაც მამაკაცები და ქალები სრულიად თანაბარ პირობებში ეჯიბრებიან ერთმანეთს ინდივიდუალურ შეჯიბრებებში.
ცხენოსნობა
დისციპლინა, რომელიც შეისწავლის დროშების, ალმების, ვიმპელების, ბაირაღებისა და მისთანათა წარმოშობასა და განვითარებას.
ვექსილოლოგია
ჯგუფის ყველაზე ცნობილ სიმღერებს შორისაა: „მარი“, „ჩვენ ყველა დიდი ხნის წინ მოვკვდით“, „ტკივილგამაყუჩებელი“, „უკიდებ სიგარეტს“.
დაგდაგანი
გერმანული პონჩიკი, რომელსაც არ აქვს შუაში ხვრელი. ის შევსებულია მარწყვის, ალუბლის ან გარგრის ჯემით და ზემოდან მოყრილი აქვს შაქრის პუდრა.
ბერლინერი
ამ მარცვლეული კულტურის სახელობის ფუნქციების პრიორიტეტიზაციის ჩარჩო, რომელიც ითვლის ოთხ კომპონენტს: წვდომა, გავლენა,თავდაჯერებულობა და ძალისხმევა.
RICE SCORING
ინგლისის ქალაქ გლოცესტერში ყოველწლიურად იმართება შეჯიბრება, სადაც მონაწილეები ციცაბო გორაკიდან დაგორებულ, ამ ოთხკილოგრამიან, მრგვალ ადგილობრივ პროდუქტს მისდევენ და ხშირად ტრავმებით ასრულებენ რბოლას.
ყველი
დისციპლინა, რომელიც შეისწავლის გერბებს და მათი შედგენის წესებს.
ჰერალდიკა
ისი შემქმნელი და მთავარი იდეოლოგი წარმოშობით ფრანგი, ფრედი პაიანი იყო
შუქი მოვიდა
გერმანული, კვერცხითა და ფქვილით მომზადებული სახის მაკარონი, რომელსაც ხშირად ყველით მიირთმევენ.
შპეცლე
მომხმარებლის გამოგონილი, განზოგადებული პორტრეტი, რომელიც ეფუძნება რეალურ მონაცემებსა და კვლევებს და ეხმარება დიზაინერებსა და მენეჯერებს იმის გაგებაში, თუ ვისთვის ქმნიან პროდუქტს.
იუზერ პერსონა
ფინური წარმოშობის ეს ექსტრემალური და სახალისო სპორტი მოითხოვს მამაკაცის მიერ დაბრკოლებების ზოლის რაც შეიძლება სწრაფად გავლას, როდესაც მას ზურგზე პარტნიორი ქალი ჰყავს მოკიდებული.
Wife-carrying
დისციპლინა, რომელიც შეისწავლის უძველეს ხელნაწერებსა და დოკუმენტებს (ასოების ფორმას, წერის მანერას).
პალეოგრაფია
პირველი როკ ჯგუფი, რომელმაც საბჭოთა კავშირში და საქართველოში დაუკრა ამერიკული სტილის მუსიკა და ქართველ მსმენელს როკის ჟანრი გააცნო.
ბერმუხა
ძმრის, ღვინისა და სანელებლების მარინადში რამდენიმე დღით ჩაბასტურმებული და შემდეგ ნელ ცეცხლზე ჩაშუშული საქონლის ხორცი
ზაუერბრატენი
ილუზია, რომლის დროსაც მომხმარებლები უფრო მეტად აფასებენ და უყვართ ის პროდუქტები, რომელთა შექმნაში ან აწყობაშიც თავად მიიღეს მონაწილეობა.
იკეას ეფექტი
ირლანდიის უძველესი ეროვნული სპორტი, რომელიც ძალიან ჰგავს ბალახის ჰოკეის, თუმცა თამაში წარმოუდგენლად სწრაფია.
ჰერლინგი (Hurling)
მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ბეჭდებს, მათ ისტორიასა და გამოყენებას.
სფრაგისტიკა
ეს მძიმე როკ-ჯგუფი მღეროდა ტერენტი გრანელის ლექსებს.
მემენტო მორი
ეს არის კარაქიანი, ფენოვანი ცომის, რომელიც გაჯერებულია დარიჩინითა და შაქრით და კრუასანის გერმანული ალტერნატივაა.
ფრანცბრეტხენი
ერთი მთავარი მეტრიკა, რომელიც ყველაზე უკეთ გამოხატავს პროდუქტის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებულ რეალურ ღირებულებას და რომლის გარშემოც ერთიანდება მთელი კომპანიის გრძელვადიანი ზრდა.
ჩრდილოეთის ვარსკვლავი
სამხრეთ აზიაში პოპულარული ეს თამაში გუნდურ „დაჭერობანას“ ჰგავს, სადაც თავდამსხმელმა მოწინააღმდეგის მოედანზე გადასვლისას სუნთქვა უნდა შეიკავოს და გამეორებით იყვიროს თამაშის სახელი.
კაბადი