რატომ უჭირდა სენატს ქვეყნის მართვა რომის რესპუბლიკის გვიანდელ პერიოდში?
რომის ტერიტორია ისე გაიზარდა, რომ მართვა გართულდა.
რა სიხშირით იცვლებოდნენ რომის კონსულები?
ყოველწლიურად.
ვინ იღებდა გადაწყვეტილებას ომისა და ზავის საკითხებზე რომის რესპუბლიკაში?
სენატი.
რატომ ნიშნავდა სენატი ხშირად გამოცდილ მხედართმთავრებს ჯარის მთავარსარდლად?
კონსულებს ყოველთვის არ ჰქონდათ ჯარის თავად მართვის საშუალება.
ვინ უხდიდა ხელფასს ლეგიონერებს რესპუბლიკის კრიზისის პერიოდში?
უშუალოდ მათი სარდლები.
ვისი ერთგულები იყვნენ ლეგიონერები რესპუბლიკის გვიან ხანაში?
მხოლოდ საკუთარი სარდლის მიმართ.
დაასახელეთ ძვ.წ.I საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რომაელი სარდალი.
იულიუს კეისარი.
რომელი რომაელი სარდალი ითვლებოდა თავისი დროის უმდიდრეს ადამიანად?
კრასუსი.
რომელ წლებში მიმდინარეობდა სპარტაკის მეთაურობით მონათა აჯანყება?
ძვ.წ.74−71 წლებში.
რას ნიშნავდა ტერმინი „იმპერიუმი“?
საგანგებო მდგომარეობისას სენატის მიერ დიქტატორისთვის გადაცემულ ძალაუფლებას.
რა ეწოდება იულიუს კეისრის ნაშრომს შიდასახელმწიფოებრივი დაპირისპირების შესახებ?
„ჩანაწერები სამოქალაქო ომზე“.
რა სტატუსი მიანიჭა სენატმა კეისარს სამხედრო წარმატებებისთვის?
„წმინდა და ხელშეუხებელი“ დიქტატორის.
რას ეწოდება „პირველი ტრიუმვირატი“?
კრასუსის, პომპეუსისა და კეისრის არაფორმალურ კავშირს.
ტრიუმვირატის წევრთაგან ვინ განასახიერებდა „ძალას“?
პომპეუსი.
რა ბედი ეწია კრასუსს ტრიუმვირატის დაშლის შემდეგ?
აღმოსავლეთში ბრძოლის დროს დაიღუპა.
რა გადაწყვეტილება მიიღო სენატმა პომპეუსის მომხრეების გავლენით კეისრის საწინააღმდეგოდ?
პომპეუსი რომის ერთპიროვნულ მმართველად გამოაცხადეს.
რომელი მდინარის გადაკვეთა ნიშნავდა იტალიაში შეჭრასა და სამოქალაქო ომის დაწყებას?
რუბიკონის.
რა ფრაზა წარმოთქვა კეისარმა რუბიკონის გადალახვისას?
„წილი ნაყარია“.
სად მოკლეს კეისრისგან გაქცეული პომპეუსი?
ეგვიპტეში.
რატომ მოაწყვეს რესპუბლიკის მომხრეებმა შეთქმულება კეისრის წინააღმდეგ?
ძალაუფლების ერთ ადამიანის ხელში თავმოყრის გამო.
როგორ დასრულდა ოქტავიანეს დაპირისპირება რესპუბლიკის მომხრეებთან?
ოქტავიანეს გამარჯვებითა და რომისიმპერიად გამოცხადებით
რას ნიშნავს ტიტული „ავგუსტუსი“?
„განდიდებულს“.
ტერმინი: დიქტატორი (ძველ რომში)
განმარტება: საფრთხის დროს სენატის მიერ დანიშნული განუსაზღვრელი ძალაუფლების მქონე პირი.
რა თ
ანამდებობა დაიკავა ოქტავიანე ავგუსტუსმა სენატში?
პირველი სენატორის, იგივე პრინცეპსი
ვინ ითვლება რომის პირველ იმპერატორად?
ოქტავიანე