ქვემო იმერეთის რომელ სოფელში გაატარა ბავშვობა დ.კლდიაშვილმა?
სიმონეთში
სად არის დაკრძალული ტიციან ტაბიძე?
მისი საფლავი ჩვენთვის უცნობია
რა იყო ლეო ქიაჩელის გვარი?
შენგელაია
რატომ გადაწყვიტა ელიმ გველებთან ცეკვა?
ტფილისში წამოსვლა რომ "დაემსახურებინა".
როდის დაიბადა მიხეილ ჯავახიშვილი?
1880 წლის 8 ნოემბერს.
რომელი ლიტერატურული მიმდინარეობის წარმომადგენელი იყო დ.ლკდიაშვილი?
რეალიზმი
ქართველი სიმბოლისტები აცხადებდნენ, რომ მათ პოეზიაში უნდა განხორციელებულიყო ევროპისა და აზიის სინთეზი.როგორ არის გამოხატული ეს აზრი ლექსში "წიგნიდან "ქალდეას ქალაქები"?
"გაფიზის ვარდი მე პრუდომის ჩავდე ვაზაში."
ირანელი პოეტი, ფრანგი პოეტი.
სად და როდის ხდება "ჰაკი აძბაში" აღწერილი მოქმედება?
ქალაქ სოხუმში 1918 წელს.
რა იყო ელის ნათლობის სახელი?
ელპიდა
ვინ იყო წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სასწავლებლის დამაარსებელი?
ილია წინამძღვრიშვილი.
რა პროფესიის იყო გვერდევანიძე?
ადვოკატი
პოეტი მოკვდავია. რა არის მარადიული, რა დარჩება პოეტის სიკვდილის შემდეგ?ლექსიდან "მეწყერი".
"აქედან ვიცი, მე რომ მოვკვდები,
ამ ლექსს რომ ვამბობ- ესეც დარჩება."
ვინ ხელმძღვანელობს კრეისერზე მისასამძიმრებლად და სიტუაციის "შესარბილებლად" წარგზავნილ სოხუმელთა დელეგაციას?
ბექირბი ჩაჩბა.
რამ დააფრთხო გველების მომთვინიერებელი ინდოელი?
ელის არაფხიზელმა მდგომარეობამ.
1903 წელს ქვეყნდება მისი პირველი მოთხრობა. რა იყო მოთხრობის სათაური?
"ჩანჩურა"
შვილის დაბადების შემდეგ რამდენი წელი იცხოვრა ბეკინამ?
ხუთი წელი
რა განცდას იწვევს და რის სურვილ ბადებს პოეტში გოლიათი მთები? ლექსიდან "მაშ, გამარჯვება".
"სხვა რომ მოკვდება, მისთვის რა არი:
წავა, გაქრება, როგორც სიზმარი,
მე კი რა ვუყო ამ გოლიათ მთებს,
რომ ქონდრის კაცსაც დევად აგანთებს."
ვინ მიჰგვარა კრეისერის ეკიპაჟს დაპატიმრებული უჯუშ ემხა და ჰაკი აძბა?
სამსონ დავანაძემ და ნარიქ ეშბამ.
რა ჩაიფიქრა ჰექსლეიმ როდესაც ელი ევროპაში სამოგზაუროდ წაიყვანა?
წარსული უნდა დაევიწყებინა
1906 წელს მეგობრებმა იგი საზღვარგარეთ გააპარეს. რა გახდა ამის მიზეზი?
მთავრობის კრიტიკისა და მეტისმეტი გაბედულების გამო პატიმრობა ემუქრებოდა.
როგორი ჟანრის ნაწარმოებია "სამანიშვილის დედინაცვალი"?
ტრაგიკომედია
როგორ არის აღწერილი მუზადაკარგული (შთაგონებაწართმეული)პოეტის მდგომარეობა ლექსიდან "ანანურთან"?(თამუნია წერეთელს)
"გარჩენილი ვარ ქვებზე კალმახი
და ახეული მაქვს ლაყუჩები,
შემართულია ფეხზე ჩახმახი
და უსიკვდილოდ ვერ გადვურჩები."
რატომ ათავისუფლებს კუზმა მრისხანე ჰაკის?
შეებრალება რადგან ის მონა ჰგონია.
რას ნიშნავს ნაპტკვენი?(ბუმბული)
გაბდღვნილი,ნაბდღვენი.
1917 წელს რომელ პარტიაში შედის მწერალი?
ეროვნულ- დემოკრატიულ პარტიაში.